დღეს, როდესაც ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა მშენებლობით, ნამდვილად ხარისხიანი და კარგი პროექტის პოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, მარტივი არ არის ოპტიმალური არჩევანის გაკეთება და იმის დადგენა, თუ რამდენად რეალურად ასახავს ფასი შემოთავაზებული ბინის ხარისხს. სწორედ ამიტომ, დღეს გვსურს ქართული სამშენებლო სფეროს ხარისხიანი, ევროპული ღირებულებების მქონე მოთამაშე გაგაცნოთ − „ოუშენ კაპიტალი“ ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, მაღალი ხარისხის, მდგრადი და ენერგოეფექტური, საუკეთესო დიზაინის შენობებს ქმნის, რომლებიც ნამდვილი ღირსშესანიშნაობებია და მორგებულია თითოეული მობინადრის მოთხოვნებზე.
„ოუშენ კაპიტალი“ არის ევროპული გამოცდილების კომპანია, რომელიც საქართველოში უკვე წლებია ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმკლასის უძრავი ქონების როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს.
ევროპული სტანდარტი, უპირველეს ყოვლისა, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გულისხმობს. თუ სტანდარტი ზედმიწევნით დაცული იქნება, ის ნაკლები დანახარჯების პირობებში გაზრდილი კომფორტის გარანტია. ზედმიწევნით დაცული უმაღლესი ევროპული სტანდარტი და ახალ ტექნოლოგიები ბინის მესაკუთრისთვის პერსპექტივაში მნიშვნელოვან ემოციურ და ფინანსურ სარგებელს იძლევა.
მდებარეობის გარდა, მნიშვნელოვანია მშენებლობის ხარისხი – მასალა, დასრულების ვადები, დაცული ადგილობრივი ტერიტორიის არსებობა. ამჟამად კომპანიას აქვს რამდენიმე მაღალი კლასის უძრავი ქონების პროექტი თბილისში, კერძოდ − ვაკეში. მათგან ორი დასრულებულია, ორი კი მიმდინარე.
მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან ნერგავენ საუკეთესო ხარისხს სრულყოფილი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად. 65-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, 15 ქვეყნის შემდეგ, უკვე საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია როგორც ყველაზე სანდო და გამჭვირვალე დეველოპერი. „ოუშენ კაპიტალი“ აბარებს პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს დღევანდელი ბაზრის იმ სეგმენტში, რომელშიც არცთუ იშვიათია დანაპირების არშესრულების შემთხვევა.
„ოუშენ კაპიტალი“ (საქართველოში), „ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფისგან შედგება. თითოეულ მათგანს აქვს 60 წელზე მეტი ხნის ოპერირების გამოცდილება: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული შენობები და სასტუმროები) დეველოპმენტსა და მართვაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპასა და აზიაში. აგრეთვე აღსანიშნავია რესურსების ეფექტიანად გამოყენების, განახლებადი ენერგიის, ენერგიის შენახვის, წყლისა და გადამუშავების სფეროში ჰოლდინგის მიერ განხორციელებული ინვესტიციები.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გარემოსა და თბილისის იერსახეზე ზრუნვა. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურულ ნაწილს, თანამედროვე დიზაინსა და ხარისხიან მასალებს. აღსანიშნავია, რომ ArchDaily-ის 2022 წლის საუკეთესო შენობის ჯილდოზე „ოუშენ კაპიტალის“ ქართული არქიტექტურული პროექტი − „ოუშენ ვაკე რეზიდენსი“ არის ნომინირებული!
,,ოუშენ კაპიტალის“ პრემიუმკლასის სამშენებლო მასალები, შენების უმაღლესი ხარისხი და მდგრადობა მოწმდება ევროპელი და ამერიკელი პროფესიონალების მიერ.
კომპანიის მიზანია მობინადრეებისთვის გახდეს ნომერ პირველი ნდობით აღჭურვილი, ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი. „ოუშენ კაპიტალი“ უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს ნაგებობების უსაფრთხოებას და მდგრადობას, რადგან სახლი ბავშვობიდან ყველაზე დაცული ადგილია ჩვენს წარმოსახვაში და უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც მას მუდმივად თან უნდა სდევდეს. იმისათვის, რომ ერთგვარი სივრცე ჩვენს სრულფასოვან სახლად ჩამოყალიბდეს, საჭიროა ამ გარემოში თავს დაცულად ვგრძნობდეთ. ამისათვის „ოუშენ კაპიტალი“ კონსიერჟის, დაცვისა და გამართული უსაფრთხოების სისტემის 24-საათიან სერვისს გვთავაზობს. თანამედროვე უსაფრთხო და ადაპტირებული ლიფტი, კამერები, სახანძრო დეტექტორები და ინტერკომები (ე.წ. დომოფონები).
ქალაქში ელექტროენერგიის ან წყლის გეგმური/ავარიული შეზღუდვის შემთხვევაში, „ოუშენ კაპიტალი“ სრულად უზრუნველყოფს მობინადრეთათვის აღნიშნული რესურსების შეუფერხებელ და უწყვეტ მიწოდებას. „ოუშენ კაპიტალის“ მობინადრეებისთვის სხვადასხვა სერვისს თავად კომპანია უზრუნველყოფს და უდიდესი პასუხისმგებლობით ზრუნავს ხარისხის გრძელი ვადით შენარჩუნებაზე. მუდმივი მონიტორინგითა და უზრუნველყოფილი სერვისებით, „ოუშენ კაპიტალი“ ქმნის სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს თავისი ოჯახის წევრებისთვის.
კომპანიის ფილოსოფია ორიენტირებულია მხოლოდ პრემიუმხარისხის საცხოვრებელი სივრცის შექმნაზე. გარე კედლების მშენებლობისთვის გამოყენებულია 30 სმ-იანი თერმობლოკი, რომელიც ასევე დამუშავებულია თერმოლესვით. ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტით და დამონტაჟებულია გერმანულ ბრენდ Hueck-ის ალუმინის ვიტრაჟები. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიურ დასუფთავებას, მუდმივ გათბობა-გაგრილებას და სივრცის ეფექტურ გადანაწილებას. მაღალი ხარისხის რენდერების დამზადება, თანამედროვე ტენდენციები, დახვეწილი გემოვნებით ნაფიქრი თითოეული დეტალი და მებაღე. სარემონტო სამუშაოების შესრულება და სრული ავეჯის შეკვეთა/შეძენა, ტრანსპორტირება/მოტანა და დამონტაჟება − ეს ყველაფერი იმის უტყუარი საწინდარია, რომ ადგილი, რომელსაც სახლი უნდა ვუწოდოთ, სრულიად ადაპტირებულია ცხოვრებისა და კომფორტისთვის.
„ოუშენ კაპიტალი“ არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვხედავდეთ, ვაფასებდეთ, ვადარებდეთ და ვენდობოდეთ ხარისხს. ამ ყველაფრის შეგრძნებისთვის კი მნიშვნელოვანია იმ ბევრი დეტალისა და ხარისხის ერთობლიობა, რასაც „ოუშენ კაპიტალი“ გთავაზობთ. ეს მოგცემთ საშუალებას შეიგრძნოთ სრულფასოვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის განცდა, რომ ეს სივრცე თქვენი სახლია.
ეს არის ადგილი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ულამაზესი ხედებითა და დახვეწილი დიზაინით თქვენი ყოველდღიურობა შეავსოთ სიმყუდროვითა და იმ ემოციური სრულყოფილებით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი უნდა განაპირობებდეს.
პროექტების მისამართებია:
- ფალიაშვილის ქ. 67
- ფალიაშვილის ქ. 102
- მოსაშვილის ქ. 26
- ჭავჭავაძის გამზ. 33
web: www.ocean.ge | ტელ: 599 47 55 11
ტექსტი: ქეთი მაჭავარიანი