• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში – ინტერვიუ საბა ხერგიანთან

December 27, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თვითრეალიზაცია, ინოვაციების კვალდაკვალ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რათა ინდივიდი უფრო მეტად გაძლიერდეს ,,ციფრულ ეპოქაში’’. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა პროექტი „მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ . მისი მისია იყო საქართველოში ახალგაზრდების ციფრული უნარებისა და ინოვაციების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. პროექტის ფარგლებში მასში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100 ახალგაზრდას ჩაუტარდა ფიზიკური ვორქშოფები, ონლაინ ტრეინინგები, ვებინარები ციფრულ პროფესიებთან დაკავშირებით და ინდივიდუალური მენტროშიფი. აღსანიშნავია, რომ თითოეული შეხვედრა იყო ინტერაქტიული და პრაქტიკული, რათა მონაწილეებს შესძლებოდათ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება. პროექტის შესახებ უფრო ვრცლად პროექტის მენეჯერი, საბა ხერგიანი გვესაუბრა. საბა მენეჯმენტ კონსულტანტია, 8 წელზე მეტია მუშაობს კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორში. გარდა ამისა, ის აქტიურად არის ჩართული ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით აქტივობებში, იქნება ეს მოწვეული ლექტორის ამპლუა სხვადასხვა უნივერსიტეტში (საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ჯიპა) თუ ფასილიტატორის ან/და ტრენერის როლი საერთაშორისო პროექტებში.

საბა, გვიამბეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამის შესახებ და რატომ დაინტერესდით თქვენ?

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამა არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს, ვისაც სურს შეცვალოს საზოგადოება უკეთესობისკენ – ამისთვის აპლიკანტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საკუთარ თემში, რეგიონსა თუ ქვეყანაში განახორციელონ საინიციატივო პროექტები. პროგრამამ მომცა შესაძლებლობა, განმეხორციელებინა პროექტი „მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ (Empowering Future Leaders in the Digital Era). ამ პროექტის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ციფრული უნარების განვითარებაში შემეტანა წვლილი და ამ ხედვის რეალიზება EaP Civil Society Fellowship-ის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

რა იყო ამ პროექტის ძირითადი მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის?

პროექტის უმთავრესი მისია იყო ახალგაზრდების ციფრული უნარების განვითარება და მათი მომზადება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის. ხოლო პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ინოვაციების განვითარებასა და მხარდაჭერაში წვლილის შეტანა. ამისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100 ახალგაზრდა ლიდერი გამოვლინდა. ამ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ციფრულ სამყაროში ლიდერული უნარების გაძლიერების ვორქშოფები, ციფრული წიგნიერების ტრენინგები და ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობები. საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ციფრული წიგნიერების და ზოგადად შესაძლებლობების დეფიციტი ხელს უშლის ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას. პროექტის დიზაინი ისე შევქმენი, რომ ახალგაზრდებისთვის შემექმნა ციფრულ სამყაროში განვითარების პლატფორმა, სადაც მათ მიეცემათ ცოდნა და მოტივაცია, რომ ციფრული ინსტრუმენტები პირადი და საზოგადოებრივი განვითარებისთვის გამოიყენონ.

როგორი აქტივობები ჩატარდა და ვინ იყვნენ მთავარი მონაწილეები?

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ციფრულ ლიდერშიფზე, ციფრულ წიგნიერებაზე, კიბერ უსაფრთხოებასა და ციფრული პლატფორმების გამოყენებაზე. მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ ამ ტიპის ცოდნას. თითოეული შეხვედრა იყო ინტერაქტიული და პრაქტიკული, რათა მონაწილეებს შესძლებოდათ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.

 

 

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ გამორჩეული წარმატების ისტორია ან მნიშვნელოვანი მიღწევა პროექტიდან?

ერთი განსაკუთრებული მაგალითი მინდა გაგიზიაროთ, არა მონაწილის, არამედ ორგანიზაციის შესახებ. ეს არის ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი – ამ ორგანიზაციასთან ერთად ჩავატარეთ ვორქშოფებისა და ტრენინგების სერია გურიის რეგიონში. ჩემთვის შთამაგონებელი და ძალიან ინსპირაციული იყო მათთან ერთად მუშაობა – ორგანიზაციას ჰყავს ძალიან ენერგიული, აქტიური და  მხარდამჭერი ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აუმჯობესებენ სამყაროს და შშმ პირებისთვის ქმნიან უფრო ინკლუზიურ, ბარიერებისაგან თავისუფალ გარემოს საკუთარ თემში და არამარტო. დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ რაიმე სხვა ინიციატივის ფარგლებში ვითანამშრომლო მათთან.

 

რას ეტყოდით ახალგაზრდა ლიდერებს ციფრული წიგნიერების მნიშვნელობაზე?

მარტივად რომ ვთქვა – არ შეწყვიტოთ თქვენი ციფრული უნარების განვითარება! ციფრული წიგნიერება არის აუცილებლობა არა მხოლოდ ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენისა და სამყაროსთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. ის აძლევს ახალგაზრდებს ძალას, იყვნენ ლიდერები, ინოვატორები და ცვლილების აგენტები საკუთარ საზოგადოებაში. ციფრული უნარების გარეშე ვერავინ შეძლებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევების დაძლევას – რადგან მიმაჩნია, რომ მომავალი ციფრულია და გადაწყვეტილება, თუ როგორ მოვემზადებით ამ მომავლისთვის, სწორედ რომ ჩვენს ხელშია.

ახალგაზრდებს რომ მიმართოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ პროექტებში მონაწილეობა?

ასეთ პროექტებში მონაწილეობა გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეიძინოთ პრაქტიკული ცოდნა, გაიცნოთ თანამოაზრეები და აღმოაჩინოთ თქვენი პოტენციალი. ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ ისწავლო, არამედ შექმნა რეალური ცვლილება საკუთარი თემის, რეგიონის თუ ქვეყნის გასაუმჯობესებლად. ყველაფერი არის თქვენს ხელში, მთავარია პროაქტიულად გადადგათ ნაბიჯები საკუთარი მიზნებისკენ.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მომავალში ვგეგმავ მსგავსი ინიციატივების გაფართოებას და ახალი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების ლიდერობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე. პროექტის ფარგლებში, მოვიარე საქართველოს რეგიონები და პირადად შევხვდი მონაწილეებს – უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრი, ძალიან ბევრი შესანიშნავი ახალგაზრდა ლიდერი ყავს.

უცილებელია საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდები მზად არიან თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის და აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩემი მიზანია, ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების კომპეტენციების გაძლიერების გზით ქვეყნის განვითარებაში შევიტანო წვლილი.

 

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კადრს მიღმა – ნახეთ როგორ შეიქმნა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდოს “ლეგენდარული კადრი” Louis Vuitton-ის კამპანიისთვის (ვიდეო)

#OK! კადრს მიღმა – ნახეთ როგორ შეიქმნა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდოს “ლეგენდარული კადრი” Louis Vuitton-ის კამპანიისთვის (ვიდეო)

November 28, 2022
#OK! პერიზ ჰილტონი და კარტერ რუმი: წყვილმა ზაფხული საფრანგეთში გაატარა!

#OK! პერიზ ჰილტონი და კარტერ რუმი: წყვილმა ზაფხული საფრანგეთში გაატარა!

September 6, 2021
#OK! თაკო ჭანუყვაძის გამორჩეული მოდური მომენტები: მსახიობის სტილი “ჩცდ”-ს კადრს მიღმა!

#OK! თაკო ჭანუყვაძის გამორჩეული მოდური მომენტები: მსახიობის სტილი “ჩცდ”-ს კადრს მიღმა!

September 14, 2021
#OK! უკვე ოფიციალურად: კიმ კარდაშიანმა ქანიე უესტთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

#OK! უკვე ოფიციალურად: კიმ კარდაშიანმა ქანიე უესტთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

March 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები