• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: მიუჩია პრადა

მოდის სამყაროს საკულტო ფიგურა - უბრალოდ ლეგენდარული მიუჩია პრადა

March 3, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

როდესაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქალ დიზაინერებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც
ინოვაციური იდეებით ინდუსტრიაში “გადატრიალება” მოახდინეს და მოდის კოლექტიურ
მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს, რთულია არ გავიხსენოთ Prada-ს
აღმასრულებელი დირექტორი და Miu Miu-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი მიუჩია პრადა.
ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ სანამ დიზაინერულ საქმიანობას დაიწყებდა მიუჩია პრადა
მილანის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებებზე სწავლობდა. დიპლომის აღების შემდეგ
მიუჩიამ ოჯახურ ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა და 1913 წელს ბაბუის მიერ დაარსებული
ბრენდისთვის აქსესუარების დიზაინის შექმნა დაიწყო.

ბრენდი ცნობილი იყო ჩემოდნების, ხელჩანთებისა და სხვადასხვა ორიგინალური აქსესუარების
შექმნით, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული იყო იტალიის სამეფო ოჯახში. მიუჩია
პრადამ ქალის ტანსაცმლის სადებიუტო კოლექცია 1988 წელს წარადგინა, Miu Miu-ს ხაზი კი
საზოგადოებას 1992 წელს გააცნო.

XXI საუკუნეში მოდის ინდუსტრიამ დიდი ცვლილება განიცადა, წლების მანძილზე
განსხვავებული და ორიგინალური ელემენტების შერწყმით ვითარდებოდა, თუმცა მიუჩია
პრადას მიერ შექმნილი სამოსი მიუხედავად გასული ათწლეულებისა, დღესაც აქტუალურია.
მიუჩია დღემდე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ქალი
დიზაინერია, რომლის შემოქმედებაც არაერთი დამწყები დიზაინერის ინსპირაციის წყაროა.

კარიერის განმავლობაში მიუჩიამ საერთაშორისო მოდაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი
პრესტიჟული ჯილდო მიიღო. 2004 წელს “ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ” International Award
გადასცა, 2005 წელს კი Time Magazine-მა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორისდაასახელა.
CFDA-ის შემდეგ 2013 წელს მიუჩია პრადამ ბრიტანეთის მოდის საბჭომ საერთაშორი
სოდიზაინერის ჯილდო მიიღო.

 

Mandatory Credit: Photo by LUCA BRUNO/AP/REX/Shutterstock (7221225b)
Italian fashion .designer Miuccia Prada acknowledges the audience after presenting her “Miu Miu” Spring/Summer 2000 collection in Milan, Italy
ITALY FASHION, MILAN, Italy

თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ექსპერიმენტების არ შეეშინდა და 90-იან წლებში
მაღალი მოდა და სპორტი გააერთიანა. ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი, დღესაც იგრძნობა
კონტრასტი, ორ განსხვავებულ სამყაროს შორის. კუტიური, მაღალი მოდა და სპორტული სამოსი,
გრძელი ხელთათმანები, ქუდები და სხვადასხვანაირი აქსესუარები, რომლებიც ძირითადად
მრავალფუნქციურია.

„ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე საკუთარ თავს, რატომ ვხდებოდი სხვა ადამიანი, როდესაც
თხილამურებზე ვდგებოდი. არ მინდოდა გამექარწყლებინა ჩემი მოდისადმი სიყვარული, თუმცა
მინდოდა შემენარჩუნებინა ჩემი იდეები და პარალელურად მეცადა რაღაც ახალი. არ მინდოდა
გადავქცეულიყავი ქალად, რომელიც იცვამდა სამოსს, რომელიც მის გარშემომყოფებს ეცვათ,
ორიგინალური იდეა მჭირდებოდა.”

“დღემდე ასე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვარ სპორტით, მეორე,
ეგრეთწოდებულ “მოდურ” მხარეს ყოველთვის ვინარჩუნებ. მაგალითად, შეიძლება დილით
დარბოდეთ, თუმცა ამავდროულად გეკეთოთ საყვარელი აქსესუარები და როგორც გსურთ ისე
გამოიყურებოდეთ.”

თქვენი შექმნილი კოლექციები სხვა დანარჩენებისგან ყოველთვის გამოირჩევა, თუმცა ამ
ყველაფერთან ერთად აღსანიშნავი ის არის, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებთ
გარემოზე, რომელშიც მაყურებელი თქვენს შექმნილ სამოსს ხედავს. ბოლო წლებიდან ერთ-ერთი
გამორჩეული იყო მთებში ჩატარებული შოუ. როგორ დაიბადა ეს იდეა და რა იყო მასში
განსაკუთრებული?

“ზოგადად, როდესაც ახალი იდეა მებადება, ამ ყველაფერს ყოველთვის თან სდევს ათასი
გართულება, სწორედ ასეთი იყო ეს გადაწყვეტილება… ჩემთვის გამოწვევა უფრო დიდი
მოტივაციაა, თოვლში სიარული სიმამაცის სიმბოლო იყო, მინდოდა მეჩვენებინა ძლიერი ქალები,
რომლებიც არიან ყოვლისშემძლეები და რაც ყველაზე მთავარია თავდაჯერებულები.”

თქვენ ყოველთვის მამაცი ხართ, ყოველ შემთხვევაში თქვენს კოლექციებში ეს ნამდვილად
იგრძნობდა… როგორ ფიქრობთ, გამბედაობა რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის?

“არ ვიცი რამდენად გამბედავი ვარ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვცდილობ ვიყო. ჩემი აზრით,
გამბედაობა წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. სხვაგვარად რისთვის ვცხოვრობთ? რაღაცის
მიღწევა თუ გსურთ, რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ და გარისკოთ.”

ხალხი ყოველთვის აღნიშნავს, რომ თქვენი კოლექციები ნელნელა უფრო “ახალგაზრდავდება”,
თუმცა ეს ნიშნავს, რომ არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად. არ აქვს მნიშვნელობა 40 წლის
ხართ, 50-ის, 60-ის თუ 70-ის, თქვენი შექმნილი სამოსი კონცეფციას ყოველთვის ზუსტად
გამოხატავს.

“ასაკის მატებასთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარებს სურვილი უფრო იზრდება. შეიძლება
შევქმნა მინი ქვედაბოლო, თუმცა თავად არ მომინდეს მისი ჩაცმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ
ასაკიანი ქალივით მაცვია.“

“ჭკვიანი ქალი შეიძლება იყოს სუპერ-სექსუალური, სუპერ-შიშველი, მას შეუძლია იყოს ის, რაც
უნდა… თუ მას უნდა, რომ გარეთ შიშველი გავიდეს, ეს მისი ნებაა, მე არანაირი პრობლემა
არმაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, არის თუ არა ეს მათი პირადი გადაწყვეტილება“.

“შეიძლება გეცვას ყველაზე ძვირადღირებული და სექსუალური კაბა, თუმცა არ გამოიყურებოდე
ძლევამოსილად. შეიძლება გამოიყურებოდე პატარა გოგონასავით, მაგრამ გრძნობდე საკუთარ
ძალას და სექსუალურობას. მიმზიდველობა გონებაშია, აზროვნებაში, და არა სამოსში, რომელსაც
ყოველდღიურად ატარებთ. კაბა არ ახდენს ადამიანების ტრანსფორმაციას, თავად ადამიანების
აზროვნება აკეთებს ამ ყველაფერს”.

თქვენ ქმნით სამოსს, რომლებიც დროს უძლებს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ წლების
წინშექმნილი სამოსი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

“ჩემი სამოსი არ არის მორგებული ტრენდებზე, ის ასახავს ადამიანების იდეების ასპექტებს. ის
უფრო კონცეფციაა, ვიდრე ტრენდი. თითოეულ დეტალზე ძალიან ბევრს ვფიქრობ… ხშირად
ეჭვიც კი შემაქვს საკუთარი იდეების სისწორეში, სწორედ ეს არის შემოქმედებითი პროცესი,
დისკუსიაა ყველანაირი გენიალური იდეის საწყისი წერტილი.”

რას ფიქრობთ თანამედროვე ტენდენციებზე, რამდენად განსხვავდება დღევანდელი მოდა
გასული წლებისგან, რა შეიცვალა დადებითად და რა რჩება კვლავ პრობლემად?

“როდესაც მოდის ინდუსტრიაში დავიწყე მუშაობა, ეს თემა ტაბუდადებულად ითვლებოდა. არ
ჰქონდა მნიშვნელობა ხელოვნება იყო ეს, ნახატები, ფილმები თუ თეატრი, ყველგან გვხვდებოდა
სილამაზე და სიმახინჯე, სისპეტაკე და სიბინძურე, თუმცა მოდის ინდუსტრიაში ადამიანები
ყოველთვის ელოდნენ სისპეტაკის, სილამაზის, სრულყოფილების ანარეკლს… მე მომწონს
სილამაზე მოდაში, თუმცა ხშირად ვინტერესდები რადიკალურად განსხვავებული თემებით,
ვცდილობ დავინახო რა არის “რეალური ცხოვრება” და გადმოვიტანო ეს ყველაფერი ტანსაცმელში.
შეიძლება ჯერ ეს დავალება ბოლომდე ვერ შევასრულე, თუმცა ალბათ ეს იმის ბრალიცაა, რომ
მოდა კვლავ სილამაზისკენ მიიწევს. რეალურად, ხომ არცერთმა ადამიანმა არვიცით ზუსტად რა
არის სილამაზე?”

“ჩემი იდეები პოლიტიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიბრძვი იმისთვის, რისიც მჯერა და რასაც
წარმოვადგენ, იქნება ეს კულტურა, ურთიერთგაგება თუ თანასწორობა… საბრძოლო იარაღი
ჩემთვის მოდაა, რომლის კარგად გაანალიზებითაც ძალიან ბევრი რამის შეცვლა შემიძლია”.

გაიგე მეტი: მიუჩია პრადა

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი
Hollywood News

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს
OK! News

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა
OK! News

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ვარსკვლავური დები: Burberry-ის ჩვენებაზე მიმავალი ჯიჯი და ბელა ჰადიდები

#OK! ვარსკვლავური დები: Burberry-ის ჩვენებაზე მიმავალი ჯიჯი და ბელა ჰადიდები

March 12, 2022
#OK! კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა

#OK! კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა

January 14, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები