• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 11, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ალბათ ყველას გვიფიქრია, რომ რაღაც ნამდვილად არ მოგვწონს იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. როგორი უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი ცხოვრება და რეალურად უკეთესობისკენ შეიცვალოს. გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები და თავისუფლები, ეკონომიკურად ძლიერები. ერთი შეხედვით, საქართველოს ყველანაირად აქვს ამის რესურსი, რომელსაც არ და ვერ იყენებს სრულად. ეს ყველაფერი კი ნამდვილად ჩვენს ხელშია და სრულად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე.

სანამ ჩვენ წყნარად ვსხედვართ და ვფიქრობთ, რომ სადღაც ვიღაც რაიმეს გააკეთებს სასარგებლოს და ერთ დილით გაბრწყინებული დაგვხვდება ჩვენი ქვეყანა, არც არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენს ქვეყანას ზუსტადაც რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაუაზრებლობა აზიანებს დიდწილად და ამ პროცესების შორიდან ჭვრეტა ნელ-ნელა მოსაწყენიც კი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს თემებზე არასოდეს ვსაუბრობ ჩემი სვეტის მეშვეობით, დღეს გამიჩნდა სურვილი გამოვიყენო საკუთარი სარედაქტორო ტრიბუნა და იმ ფასეულობებზე ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც მართლა შეუცვლელია და მას სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი ჰქვია. ჩემი ცხოვრების განმავლობაში უფრო დედ-მამისგან, ბებიისგან და შემდეგ სკოლიდან, ასევე, ყველა ჩემი ძვირფასი მასწავლებლისგან მესმოდა, რა იყო ქვეყნის მიმართ სიყვარული და თავდადება, როგორ სწირავდნენ თავს საქართველოს სიყვარულს ბებიასდროინდელი გმირები, მისი ოჯახის წევრები გასული საუკუნის 30-იან წლებში; რამდენად უსაზღვროდ უყვარდა ქართველ ხალხს ჩვენი ქვეყანა, რომელიც უამრავი ბრძოლის, გაჭირვების, წვალების ხარჯზე, აქამდე მოგვიყვანია ასეთი ლამაზი და საოცარი. ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე სამშობლოს, როგორც ერთ მთლიანს, და თვალებში შეხედვა მერიდება, თითქოს გავურბივარ და თვალს ვარიდებ. რა ვასწავლეთ მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ჩვენს შვილებს ან რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკვდავი და ძლიერი გავხადოთ?

ვასწავლეთ კი ჩვენს შვილებს სამშობლოს სიყვარული? ვასწავლით პატარ-პატარა წესების დაზეპირებას, რომელიც მოგვიანებით დიდ წესებში გადადის და ამ წესებს უკვე კანონები ცვლის? ვასწავლით, რომ კანონი უნდა იყოს ის, რაც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელზე დაყრდნობით, ჩვენი ცხოვრებაც გაცილებით მარტივი ხდება? აქედან უნდა იწყებოდეს ყველა თანამედროვე ქვეყნის დიდი თუ პატარა ისტორია. ზუსტად რომ სამართლებრივად წელში გამართული საქართველო, რომელზეც თითოეულ ჩვენგანს აქვს აღებული პასუხისმგებლობა, უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ზუსტად ჩვენი მოვალეობაა, რომ მომავალმა თაობებმა ეს ქვეყანა სწორედ იმ ფასეულობებზე დაყრდნობით შემოუნახონ მათ მომავალ თაობებს, რამაც აქამდე მოგვიყვანა. უპირველესად კი, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ის, რომ საქართველო აქამდე პატრიოტმა და მებრძოლმა ხალხმა მოიყვანა. მათ, ვინც აიღეს პასუხისმგებლობა და უდიდესი წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა ათასჯერ გამოგლიჯეს მტერს ხელიდან. რამდენი თავგანწირვა გვახსოვს და გვისწავლია ქართველებს, რამდენი მეფე და სარდალი გვყოლია, რომელთა ცხოვრება უნდა იყოს სამაგალითო ჩვენთვის. არადა, რამდენჯერ მსმენია − ქართველებისაა ღალატი და ქართველებისაა ლაჩრობა. არადა, ზუსტად თავგანწირვამ და გმირობამ გადაგვარჩინა ჩვენ და ნუ გავაყალბებთ საკუთარ წარსულს. გმირობის მაგალითები ვუამბოთ შვილებს და არა ღალატის. მოვუყვეთ ჩვენს შვილებს, რომ საქართველო სარწმუნოებამ გადაარჩინა − ქრისტიანობამ და მართლმადიდებლობამ, რომელიც ახლა წამდაუწუმ ფეხქვეშ ითელება და რომელიღაც კონკრეტული მღვდელმსახურის საქციელთან არის გაიგივებული. არადა, ჩვენი სარწმუნოებაა ის, რამაც აქამდე მოიყვანა ეს ძვირფასი ქვეყანა. თავად ვაყალბებთ ჩვენს ისტორიას და მერე სხვისი გვიკვირს. გახსენდებათ ასეთი ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი გმირი მეფე ქალი იყო და სადაც სარწმუნოება ქალმა შეცვალა?

რა ამის პასუხია, მაგრამ ამას წინათ ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა შემომჩივლა, თქვენს ქალაქს ერთი კარგი დიდი შხაპი მოუხდებოდაო… მკითხა, რატომ თავად არ ვზრუნავთ შენობის კედლებზე და სადარბაზოებზე, სადაც ვცხოვრობთ? ეს ვალდებულებაც სხვაზე გვაქვს აკიდებული და ყველაფერში ასე ვართ. თუ ჩვენ არ ვისწავლით დავალაგოთ საკუთარი სახლის ის ნაწილი, რომელიც გარეთ რჩება, თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ზღურბლის მეორე მხარის სისუფთავეზე, თუ ჩვენ არ დავალაგებთ ტყეებს და საპიკნიკე ზონებს, არ მოვუვლით მაღაზიისა თუ რესტორნის ჩვენსავე, საკუთარ ტერიტორიას და მუდამ სხვის იმედად ვიარსებებთ, ზუსტად რომ არსებობას დაემსგავსება ჩვენი ცხოვრებაც და ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს მოვლენას გამოვაკლდებით − სიზარმაცის გამო, სხვის იმედად მყოფი ქართველები.

თუ რაიმეს გამოსწორება გვსურს, ნუ დაველოდებით სხვას − დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ ცვლილება უკეთესისკენ. პატარა ცვლილებებით ხომ უამრავი დიდი, სასიკეთო საქმე დაწყებულა. მგონია, რომ მოვიდა დრო, ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის სისუფთავეზე, დავიწყოთ საკუთარი ქუჩით, არ დაველოდოთ სხვას, და სისუფთავის ეს პატარა აქტი აუცილებლად დიდ საქმეში გადაიზრდება. სუფთა ქალაქი კი, ხომ ისევ ჩვენი თითოეული მოქალაქის სახეა.

როცა მერაბ მამარდაშვილს აშშ-ში გაოცებულებმა ჰკითხეს, 1988 წელს როგორ გადარჩა, მიუხედავად ამდენი სირთულისა, რაც მან ცხოვრებაში გაიარა, მან უპასუხა: „გადავრჩი იმიტომ, რომ ქართველი ვარ“. ეს ცნობილი სიტყვები არაერთხელ მახსენდება და მინდა თანამედროვეობაში გადმოვიტანო. ჩვენც, ყველა, იმიტომ გადავრჩით − ჩვენი წინაპრებიც და მომავალი თაობაც.  იმიტომ არსებობს საქართველო, რომ ჩვენ ეს შევძელით. იმის გამო, რომ ქართველები ვართ. მაგრამ რა არის ეს ქართველობა? რით ვასრულებთ ჩვენს ქართულ მოვალეობებს დღეს? − ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ კიდეც.

დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ხდება არასწორი, ბევრი ცუდიც ხდება, და ამას ყველა ვხედავთ, აგერ უკვე რამდენი წელია. მაგრამ თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ამ ქვეყანაში ათასჯერ მეტი კარგია, ვიდრე ცუდი − ერშიც და ბერშიც. და ეს კარგი აუცილებლად გადაწონის ყოველივე ცუდს. საქართველო იყო და ყოველთვის იქნება მართლაც უნიკალური ქვეყანა − ადგილმდებარეობით, ბუნებით, მრავალფეროვნებით, თავისი ხალხით, ისტორიით, კულტურით, და ყოველივე ამას დაცვა, განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება უნდა, რაც ისევ და ისევ თითოეული ჩვენგანის ვალია.

უკეთესი მომავლის იმედით და სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე და ფანიკო
Slider Area

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 12, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

January 5, 2026
#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის
OK! ბათუმი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მილი ბობი ბრაუნი და კარლი კლოსი Louis Vuitton-ის სათვალეების ახალ კამპანიაში

#OK! მილი ბობი ბრაუნი და კარლი კლოსი Louis Vuitton-ის სათვალეების ახალ კამპანიაში

April 27, 2022
#OK! რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში მეშვიდე შვილის მამა გახდა

#OK! რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში მეშვიდე შვილის მამა გახდა

May 9, 2023
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! “ორი ბავშვი ოჯახში”- ორსული რუსკა მაყაშვილი ბავშვების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

#OK! “ორი ბავშვი ოჯახში”- ორსული რუსკა მაყაშვილი ბავშვების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

May 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები