• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! “ზოგჯერ ქალები ასაკს მალავენ, რადგან ერიდებათ ზუსტი რიცხვების თქმა და ეს პრობლემაა, ისინი ერთგვარი ბულინგის მსხვერპლი არიან” – ნიკოლ კიდმანი

October 9, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჰოლივუდის ლამაზმანს რეჟისორებმა ასაკის გამო არაერთხელ უთხრეს თანამშრომლობაზე უარი

ნიკოლ კიდმანმა, რომელიც ამჟამად 55 წლისაა, მუშაობა დაიწყო 14 წლის ასაკში, ხოლო საკუთარი 40-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში გამოჩნდა 80-ზე მეტ ფილმსა თუ სატელევიზიო პროექტში. მოპოვებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიცაა მაგალითად „ოსკარი“, „ემი“ და „ოქროს გლობუსი“.

მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობი დღესაც ძალიან აქტუალურია, ვარსკვლავის განცხადებით, რეჟისორებს ხშირად მასთან მუშაობაზე უარი მხოლოდ ასაკის გამო უთქვამთ.

„ინდუსტრიაში მსახიობი ქალებისთვის არსებობს წესი, რომ 40 წლის ასაკში მთავრდება ყველაფერი. მე არასდროს ვმჯდარვარ სკამზე და არ მომისმენია: „თქვენ ზედმეტად ასაკოვანი ხართ ამ როლისთვის“, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაერთი როლი დამიკარგავს ამ მიზეზით. პირდაპირ ვერავინ ბედავს განაცხადოს შენზე უარი, თუმცა იგონებენ სხვადასხვა მიზეზს, რის გამოც ცდილობენ არ დაიჭირონ შენთან საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო იცვლება და ქალებს უფრო მეტად შეგვიძლია ხმის ამოღება, სტერეოტიპული მიდგომები მაინც არსებობს და ქალთა დისკრიმინაცია ხშირია. უზომოდ ძლიერი უნდა იყო იმისათვის, რომ როგორც მსახიობმა, უარის მიღება შეძლო. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმ ქალბატონების დანახვა, რომლებიც 40 წელს არიან გადაცილებულნი და მაინც წარმატებული კარიერა აქვთ. ასეთი ქალები ძლიერები, მომთხოვნები, მიზანდასახულები და წარმატებულნი გახლავან. ისინი სხვა ქალბატონებისთვისაც შესანიშნავი მაგალითები არიან“.

 

 

54 წლის ვარსკვლავის აზრით, წლების გასვლასთან ერთად, ისევ ქალების ერთმანეთისადმი დამოკიდებულების უკეთესობისკენ ცვლით, მათი თვითშეფასებაც იზრდება.

„ჩვენ − ქალბატონები, ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებთ ერთმანეთს. მაგალითად, როდესაც შინიდან გამოვდივართ და ვიღაცას ჩვენი იმიჯი ძალიან მოსწონს, ხშირად გვეკითხებიან: რას იყენებთ, როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა? ამ საკითხზე საუბარი ადამიანებს აღარ რცხვენიათ. არ უნდა გვეშინოდეს ასაკის მატების − ეს ხომ ბუნებრივი პროცესია“.

ნიკოლ კიდმანი მიიჩნევს, რომ დაბერების პროცესი ბედნიერებასთან ასოცირდება. წლების მატება ბევრი ადამიანისთვის საოცნებოა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შევხვდებით მას.

„რა მნიშვნელობა აქვს ასაკს? ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვიყურებოდეთ ჯანმრთელად, ენერგიულად და მიმზიდველად. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს სურს. ჩემი აზრით, პირიქით − უნდა გვიხაროდეს წლების მატება. ეს არის ჯადოსნური მომენტი და თავისუფლად შეგვიძლია ამ პერიოდისგან სიამოვნების მიღება, ეს ხომ ჩვენი ნებაა“.

 

„ზოგჯერ ქალბატონებს საკუთარი ასაკის გამომჟღავნებაც კი რცხვენიათ და ესეც პრობლემაა. ისინი ერთგვარი ბულინგის მსხვერპლნი არიან. გასულ წლებთან შედარებით ქალები უფრო მეტად უჭერენ ერთმანეთს მხარს და ყველანაირად გვერდით უდგანან. რაც უფრო მივცემთ მათ საშუალებას აკეთონ და გამოხატონ მეტი, მით მეტად ამაღლდება ქალების თვითშეფასებაც“.

ჰოლივუდში არსებობს ასევე სტერეოტიპი, რომელიც ქალებს არწმუნებს იმაში, რომ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება შეუძლებელია. ნიკოლ კიდმანი მიიჩნევს, რომ ხშირად მცირე ცხოვრებისეული დეტალიც კი ახერხებს ადამიანზე გადასაღებ მოედანზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება შეუძლებელია“.

„რა თქმა უნდა, ყოფილა მომენტები, როდესაც მქონია პრობლემა ოჯახში, მეგობრებთან ან ახლობლებთან და ამ ყველაფერმა ჩემზე და ჩემს დამოკიდებულებაზე მოახდინა ზეგავლენა. ასე ძალიან ხშირად ხდება, თუმცა ჩვენ გვასწავლეს, რომ ეს ცხოვრებაა და მაინც უნდა გავაგრძელოთ საკუთარი საქმის კეთება. ხშირად ხდება, როდესაც ემოციური მდგომარეობა გადასაღებ მოედანზე ჩემზე მაინც მოქმედებს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვარ − მე მაინც ვახერხებ საქმისთვის 100%-იანი ძალისხმევის გაღებას“.

54 წელი და 40-წლიანი სამსახიობო კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ კიდმანთან მუშაობა ბევრი ხელოვანის ოცნებაა, ვარსკვლავს არაერთ რეჟისორთან თანამშრომლობაზე გამოუთქვამს სინანული.

 

 

„არსებობს დიდი განსხვავება კარგ, სოლიდურ პერფორმანსსა და გასაოცარს შორის. როდესაც რომელიღაც როლს ვთანხმდები, ყველაფრისთვის ვემზადები, მაქსიმალურად ვცდილობ გავითავისო პერსონაჟი და მასში უსასრულოდ ჩავიკარგო. როდესაც საქმეს ვკიდებ ხელს, მასში გულს 100%-ით ვაქსოვ. შესაბამისად, რეჟისორის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს − თუ მასთან საერთო ენას ვერ გამოვნახავ, გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან მიჭირს“.

ნიკოლ კიდმანი აღნიშნავს, რომ როგორც მსახიობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ეთიკა. ფუჭად საუბარსა და გეგმების დასახვას, საქმის კეთება ურჩევნია. „მსახიობობის მთელი არსი კავშირში მდგომარეობს. მაგალითად, თეატრში, როდესაც სარეპეტიციო ოთახში შედიხარ, პირველსავე დღეს იწყებ მუშაობას. ვფიქრობ, ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა − უბრალოდ, საქმის კეთება. არ ვარ დიდი გულშემატკივარი იმ იდეის, როდესაც ადამიანი დგახარ და ლაპარაკობ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო მომავალში. ფუჭად საუბარს პირდაპირ საქმის კეთება მირჩევნია. ჩვენ ზოგჯერ გვიწევს თვალთმაქცობა, ვითომ სხვა ადამიანები ვართ და შემდეგ საკუთარ თავს ვარწმუნებთ ამ ყველაფერში. მახსოვს, ერთ-ერთ მსახიობთან ერთად ვიყავი და მან თქვა: „მე არ ვარ კარგი მსახიობი, რადგან არ ვარ კარგი მატყუარა“, მე კი ვუთხარი: „ჩემთვის პირიქითაა − იმდენად კარგი უნდა იყო, რასაც აკეთებ იმ საქმეში, რომ თავადვე დაიჯერო − ისე, რომ პერფორმანსი ტყუილი აღარ იყოს“.

 

 

 

ტექსტი: მარიამ რეხვიაშვილი

ფოტო: Getty Images

გაიგე მეტი: ნიკოლ კიდმანი

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სამი თაობა ერთ ფოტოზე – პერის ჰილტონი ახალშობილ შვილთან და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

#OK! სამი თაობა ერთ ფოტოზე – პერის ჰილტონი ახალშობილ შვილთან და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

February 28, 2023
#OK! როგორ დავიკლოთ არასასურველი კილოგრამები მინიმალურ დროში

#OK! როგორ დავიკლოთ არასასურველი კილოგრამები მინიმალურ დროში

July 18, 2022
#OK! Rihanna-ს ფერადი იმიჯი! მომღერალი Dior-ის 16149 ფუნტის ღირებულების თრენჩით!

#OK! Rihanna-ს ფერადი იმიჯი! მომღერალი Dior-ის 16149 ფუნტის ღირებულების თრენჩით!

May 6, 2021
#OK! კეტი პერი ბურგუნდისფერი ლატექსის კაბით! მომღერალი American Idol-ის გადაღებებზე!

#OK! კეტი პერი ბურგუნდისფერი ლატექსის კაბით! მომღერალი American Idol-ის გადაღებებზე!

May 17, 2021

კვირის ჰიტები

#OK! აშშ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

#OK! აშშ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

January 15, 2026
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 14, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

January 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები