• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ნათია სამუშია

March 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორი

 

ნათია, რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში კულინარიის აკადემიას?

კულინარიის აკადემია ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, რამდენადაც მზარეულისა და კონდიტრის განახლებულ პროგრამებს ვნერგავთ და ეს პროცესი საჭიროებს დაკვირვებასა და სწრაფ რეაგირებას.

2020 წელს როდესაც „კოვიდ-19“-ის გამო შეზღუდვები დაწესდა, რესტორნების მუშაობა და კულინარიის აკადემიაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მივხვდი, რომ საჭირო იყო ამ პერიოდის გამოყენება და პროგრამების განახლებაზე მუშაობის დაწყება, რადგან რესტორნების დროებით დახურვის შედეგად, კულინარიის აკადემიის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მეტი თავისუფალი დრო ექნებოდათ.

დავუკავშირდი კულინარიის აკადემიის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც საერთაშორისო განათლება მიიღეს და/ან საზღვარგარეთ მუშაობის კარგი გამოცდილება დააგროვეს და ვთხოვე, ჩართულიყვნენ პროგრამების შემუშავებაში.

მიუხედავად ძალიან რთული პერიოდისა, როდესაც „კოვიდ-19“-ის გამო მძიმე შეზღუდვები იყო დაწესებული, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად ვიკრიბებოდით და ვმუშაობდით კულინარიის აკადემიის ახალ პროგრამებზე. სამუშაო პროცესი იყო ძალიან ინტენსიური და საინტერესო. ვამუშავებდით დიდი მოცულობით ინფორმაციას, ვაანალიზებდით საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს, ბევრს ვკამათობდით და ნელ-ნელა ვქმნიდით მზარეულისა და კონდიტრის სრულიად ახალ პროგრამებს, თითოეული საგნის შინაარსს, სწავლების ინსტრუქციებს, რეცეპტებს, ქართულ ენაზე სასწავლო მასალებს.

ამ ეტაპზე სტუდენტები მზარეულისა და კონდიტრის განახლებული პროგრამებით სწავლობენ და მგონია, რომ ეფექტიანი ცვლილებების განხორციელების შედეგად, კულინარიის აკადემიის პროგრამები კიდევ უფრო კარგი ცოდნის მიმცემი იქნება ამ პროფესიებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

რა გავლენა იქონია აკადემიამ ჩვენს რეალობაზე?

მგონია, რომ კულინარიის აკადემიამ მთლიანად შეცვალა მზარეულისა და კონდიტრის პროფესიების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში. რამდენიმე წლის წინ საქართველოში პროფესიებად არ აღიქმებოდა მზარეულობა და კონდიტერია. ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება და ხშირად სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები აბარებენ გამოცდებს კულინარიის აკადემიაში.

უპირველესად, ეს შესაძლებელი გახდა იმით, რომ კულინარიის აკადემიამ გააჩინა ცოდნის მიღების სრულიად განსხვავებული ადგილი საქართველოში: ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება (learning-by-doing) და ინდივიდუალურ სწავლებაზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სადაც თითოეულ სტუდენტს თავისი სამუშაო მაგიდა და საჭირო ინვენტარი აქვს.

დღეს კი კულინარიის აკადემიას ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მუშაობენ და არიან ბრენდ-შეფები სხვადასხვა რესტორანში, ხსნიან საკუთარ რესტორნებს, კაფეებსა თუ საკონდიტრო მაღაზიებს, აგრძელებენ სწავლას საზღვარგარეთ, პრესტიჟულ კულინარიულ სკოლებში, არიან სხვადასხვა კულინარიული გადაცემისა და შოუს წამყვანები.

მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ“-შეზღუდვებმა ძალიან დააზიანა რესტორნები და შედეგად, ბევრ მზარეულს მოუწია თავისი პროფესიის მიტოვება და ალტერნატიული შემოსავლის წყაროს ძებნა, კულინარიის აკადემიით დაინტერესება ახლაც ძალიან მაღალია და მომავალში კიდევ ბევრი ადამიანი შეძლებს წარმატების მიღწევას აქ მიღებული ცოდნით.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია კულინარიის აკადემიის ასეთი წარმატება?

კულინარიის აკადემიის წარმატების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს: დიდი როლი ითამაშა კულინარიის აკადემიის დამფუძნებლის − კახა ბენდუქიძის სახელმა, რომელიც კარგი ხარისხის განათლებასთან ასოცირდებოდა და შესაბამისად, კულინარიით დაინტერესებული ადამიანებისათვის ამარტივებდა გადაწყვეტილების მიღებას, თუ სად მიეღოთ ცოდნა. კახა ბენდუქიძე არა მხოლოდ ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებდა, ასევე დიდ დროს უთმობდა კულინარიის აკადემიის პროგრამებზე მუშაობას. მის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

კულინარიის აკადემიის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სწავლების იმ მოდელს, რომელიც დავნერგეთ: ყველა პრაქტიკული მეცადინეობა ეფუძნება ქმედებაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც გულისხმობს, რომ თითოეული სტუდენტი საკუთარი ხელით ამზადებს პროგრამებით გათვალისწინებული კერძებისა თუ დესერტების უმეტესობას. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო მაგიდა და ყველანაირი საჭირო ინვენტარი აქვს.

საერთაშორისო პროგრამებისა და გამოცდილების გათვალისწინებით განახლებული მზარეულისა და კონდიტრის პროგრამები კიდევ უფრო ზრდის კულინარიით დაინტერესებული ადამიანებისათვის ხარისხიანი ცოდნის მიცემის შესაძლებლობას.

და რაც მთავარია, კულინარიის აკადემიის ლექტორები, რომლებსაც დიდ თეორიულ ცოდნასთან ერთად, კარგი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ლექტორების დიდი ნაწილი კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც ჩვენთან სწავლის დასრულების შემდეგ, სწავლა ან მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძეს.

თქვენი აზრით, როდესაც კახა ბენდუქიძემ აკადემიის დაარსება გადაწყვიტა, ელოდა მის ასეთ წარმატებას?

ვინაიდან მასთან ერთად ვმუშაობდი კულინარიის აკადემიის შექმნასა და განვითარებაზე, და ხშირად გვისაუბრია ამ სფეროს მომავალზე, შემიძლია ვუპასუხო ამ შეკითხვას.

დიახ, მას სჯეროდა, რომ კულინარიის აკადემია ძალიან წარმატებული იქნებოდა და ბევრ ადამიანს მისცემდა შესაძლებლობას კარგი განათლება მიეღოთ და წარმატებულები გამხდარიყვნენ.

ის თავად დიდ დროს ხარჯავდა პროგრამების შემუშავებაზე, თითოეული ლექციის შინაარსს, საჭირო პროდუქტებსა და დანადგარებს განიხილავდა.

ხშირად უთქვამს, რომ კულინარიის აკადემიის მეშვეობით მზარეულისა და კონდიტრის პროფესიებს მოთხოვნადსა და პრესტიჟულს გახდიდა; ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემოდა ხარისხიანი განათლება მიეღოთ და კარიერული წარმატებისათვის მიეღწიათ. ვფიქრობ, ეს გამოუვიდა კიდეც, თუ გადავხედავთ კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებს, მზარეულისა და კონდიტრის პროგრამებზე მაღალ მოთხოვნას. კახა ბენდუქიძემ კულინარიის სფეროში მენტალურ რევოლუციას დაუდო საფუძველი.

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Fashion News

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ − განათლების გზა შენი წარმატებისკენ!

#OK! ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ − განათლების გზა შენი წარმატებისკენ!

October 12, 2022
#OK! Emily In Paris-ის ვარსკვლავი ლილი კოლინზი Vogue Hong Kong-ის დეკემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! Emily In Paris-ის ვარსკვლავი ლილი კოლინზი Vogue Hong Kong-ის დეკემბრის ნომრის ვარსკვლავია

December 3, 2021
#OK! კანიე უესტის ფრაზა, რომელმაც კიმ კარდაშიანს განქორწინებისკენ საბოლოოდ უბიძგა

#OK! კანიე უესტის ფრაზა, რომელმაც კიმ კარდაშიანს განქორწინებისკენ საბოლოოდ უბიძგა

April 1, 2021
#OK!  ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

#OK! ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

July 1, 2025

კვირის ჰიტები

#OK! კრის ჯენერის 70 წლის იუბილე ჯეფ ბეზოსის სასახლეში გაიმართა

#OK! კრის ჯენერის 70 წლის იუბილე ჯეფ ბეზოსის სასახლეში გაიმართა

November 10, 2025
#OK! Hit Hub  ხედვა, რომელიც ცვლის ბიზნესს

#OK! Hit Hub ხედვა, რომელიც ცვლის ბიზნესს

November 11, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები