ცნობილი მომღერალი კეტი პერი ლორენ სანჩესის და ჯეფ ბეზოსის ქორწილს არ დაესწრება. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა აზრი, თითქოს ქეთი ქორწილში არ მიიწვიეს მის ყოფილ საქმროსთან, ორლანდო ბლუმთან განშორების გამო (რომელიც ქორწილს ესწრება), ოფიციალური წყარო PEOPLE – თან საუბრისას ადასტურებს, რომ მომღერალი ქორწილში წასასვლელად არც მანამდე ემზადებოდა.
40 წლის პერი ამჟამად The Lifetimes Tour-ზეა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიგეგმა. ტურის განრიგის მიხედვით, შაბათ-კვირას ავსტრალიის ქალაქ ადელაიდში მიყოლებით გამართავს კონცერტებს.
48 წლის ორლანდო ბლუმი იტალიის ქალაქ ვენეციაში ხუთშაბათს, 26 ივნისს, კამერებმა შავი, სპორტული სამოსით დააფიქსირეს. ჩამოსვლისას ის მიესალმა რეალითი შოუს ვარსკვლავებს, კიმ და ქლოი კარდაშიანებს.
ამ თვის დასაწყისში პერისა და ბლუმის ურთიერთობა ფაქტობრივად დასრულებული იყო და წყვილმა აღნიშნა, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ ურთიერთობის აღდგენა.