• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Nail Lounge Batumi − სილამაზე შენშია – ტრადიციული საახალწლო ინტერვიუ სოფიკო დევდარიანთან

December 29, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ესთეტიკური სილამაზის ცენტრი Nail Lounge Batumi უკვე სამი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. სილამაზის ცენტრი გახსნის დღიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზესა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში დიდი კონკურენციაა, Nail Lounge Batumi კი წლებია არ კარგავს აქტუალურობას და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. სილამაზის სალონის უპირატესობებზე და სერვისებზე ჟურნალი OK! მის დამფუძნებელს, სოფიკო დევდარიანს ესაუბრა.

 

უპირველესად, დავიწყოთ სიახლით.

მოგეხსენებათ, Nail Lounge Batumi მუდმივად ვითარდება და ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა სიახლე მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხარისხის დახვეწის მხრივ.

 

2022 წლის აგვისტოში დაგვემატა ახალი ფილიალი, რომელიც მდებარეობს ისევ ბათუმში, მემედ აბაშიძის 48-ში. ახალ ფილიალში მომხმარებელს აქვს საშუალება მიიღოს რამდენიმე სახის სერვისი: მანიკიური, პედიკიური, წამწამების დაგრძელება/ლამინირება, ბროვისტის მომსახურება და დამატებით ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი − კოსმეტოლოგისა და პოდოლოგის მომსახურება.

 

ინფორმაციისთვის, პოდოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ფეხის ტერფისა და ფრჩხილის პრობლემების დიაგნოსტირებას, რეაბილიტაციასა და მკურნალობას. ახალი სერვისი საკმაოდ აქტუალურია როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში.

 

 

მართალია, ჟურნალ OK!-ის მკითხველი კარგად იცნობს Nail Lounge Batumi-ს, თუმცა კიდევ ერთხელ გვესაუბრეთ მის კონცეფციასა და სერვისებზე.

 

ჩვენი კონცეფცია მდგომარეობს მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი ხარისხისა და კომფორტის ერთმანეთთან შერწყმაში. სწორედ ამის გამო, Nail Lounge Batumi-ისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან უკუკავშირს − როგორც დადებითს ისე უარყოფითსაც, რა თქმა უნდა. მსგავსი მიდგომა გვეხმარება ზუსტად გავიგოთ, თუ რა მოლოდინი აქვს ჩვენს სტუმარს.

 

სერვისებიდან მინდა კვლავ გამოვყო პოდოლოგია. ჩვენთან მუშაობს სერტიფიცირებული პოდოლოგი, რომელიც გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: ჩაბრუნებული ფრჩხილის მკურნალობა, სამედიცინო პედიკიური (მოიცავს რთული ტერფის დამუშავებას, ყველა სირთულის კოჟრების მკურნალობას), დაზიანებული ფრჩხილის აღდგენა-პროთეზირებას და ა.შ. ასევე, გვაქვს ფართო სპექტრით წარმოდგენილი ესთეტიკური კოსმეტოლოგია − ინიექციური კოსმეტოლოგია (ბოტულინოთერაპია, აუგმენტაცია ფილერით, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოლიფტინგი), სახის წმენდა და სხვა.

 

და, რა თქმა უნდა, მანიკიურ/პედიკიური, დიოდური ლაზერული ეპილაცია, თმის სტილისტები, მეიქაფი ყველა სიტუაციისთვის, ბროვისტი, წამწამების დაგრძელება, ლამინირება − მოკლედ, თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება ქალბატონებმა და მამაკაცებმა მოისურვონ სილამაზის სალონში.

 

როგორ შეაჯამებდით 2022 წელს? რა სახის გამოწვევები გადალახეთ?

თითოეული წელი ჩვენი გუნდისთვის ახალი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გენერატორია.

 

2022 წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დასრულდა პანდემიის პერიოდი, ხალხი კვლავ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გაიხსნა სილამაზის ახალი სალონები, კონკურენცია გაცილებით მძაფრი გახდა, ვიდრე წინა წლებში იყო.

 

რთულია ამდენი სილამაზის სალონის ფონზე მოახერხო და დარჩე ლიდერებს შორის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ Nail Lounge Batumi-ის გუნდმა ეს მოახერხა, რადგან დღემდე ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციებს ბათუმში არსებულ სილამაზის სფეროში მომუშავე სხვადასხვა წარმატებულ ობიექტებს შორის.

 

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ Nail Lounge Batumi გადავიდა ოპერირების ახალ ეტაპზე − გავხსენით ახალი ფილიალი, დავამატეთ ორი ძალიან აქტუალური და საჭირო მომსახურება პოდოლოგისა და კოსმეტოლოგის სახით. გავზარდეთ თმის სტილისტების რაოდენობა და მათი სერვისების სპექტრიც.

 

 

Nail Lounge Batumi-ის წარმატებას განაპირობებს…

ალბათ, სიახლეებისკენ სწრაფვა და მუდმივი განვითარების სურვილი, რომელიც მყარდება თანამშრომლების თავდაუზოგავი და გუნდური მუშაობით.

 

თქვენი აზრით, დღევანდელ, 21-ე საუკუნის ქალებს რა სჭირდებათ ყველაზე მეტად?

როგორ გითხრათ? 21-ე საუკუნის ქალები უფრო მეტად თავდაჯერებულნი არიან, ვიდრე იყვნენ თუნდაც 10 წლის წინ. თუმცა უფრო მეტად დაკავებულნი გახდნენ. ჩემი აზრით, ქალებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ხელშეწყობა და თანადგომა, რათა სხვადასხვა ოჯახურ ან სამსახურებრივ ვალდებულებებთან ერთად, მოახერხონ საკმარისი დრო დაუთმონ პირად სამყაროს.

 

როგორია თქვენი საახალწლო სურვილები და სამომავლო გეგმები?

Nail Lounge Batumi-ის სამომავლო გეგმები უკავშირდება კიდევ ერთი ფილიალის გახსნას და არსებული სერვისების განვითარებას.

 

საახალწლო სურვილებში კი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი მშვიდობას ყველგან, მეტ სიყვარულს ადამიანებს შორის, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. დაე, მომავალი 2023 წელი ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი ყოფილიყოს, ვიდრე 2022!

 

ასევე, მინდა ჟურნალ OK!-ის ვუსურვო წარმატებები, ბევრი საინტერესო ნომერი, რესპონდენტი და, რა თქმა უნდა − ბევრი ერთგული მკითხველი.

 

 

Tel:  599 70 80 90  |  598 70 80 98

ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქუჩა 17

ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა 48

Fb:  Nail Lounge Batumi

ასევე გაეცანი

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს  ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან
Health & Beauty

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან
Health & Beauty

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე
Health & Beauty

#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

June 5, 2023
#OK! სპორტდარბაზი „წრე“ მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს
Health & Beauty

#OK! სპორტდარბაზი „წრე“ მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

June 5, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს ლინდა ევანჯელისტა 58 წლის გახდა – 90-იანების საკულტო სუპერმოდელი იუბილარია

#OK! დღეს ლინდა ევანჯელისტა 58 წლის გახდა – 90-იანების საკულტო სუპერმოდელი იუბილარია

May 10, 2023
#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
#OK! ივ სან ლორანის და ჟან პოლ გოტიეს მუზა – ლეტიცია კასტას 16 დაუვიწყარი მომენტი პოდიუმზე

#OK! ივ სან ლორანის და ჟან პოლ გოტიეს მუზა – ლეტიცია კასტას 16 დაუვიწყარი მომენტი პოდიუმზე

May 18, 2022
#OK! კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად, რომელზეც ედ შირანი, კამილა კაბეიო და ტომ ოდელი იმღერებენ

#OK! კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად, რომელზეც ედ შირანი, კამილა კაბეიო და ტომ ოდელი იმღერებენ

March 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

June 5, 2023
#OK! განსხვავებული „თეატრი“ განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – ინტერვიუ მამუკა ჩხაიძესთან

#OK! განსხვავებული „თეატრი“ განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – ინტერვიუ მამუკა ჩხაიძესთან

June 5, 2023
#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

June 7, 2023
#OK! „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა – ინტერვიუ ბრენდშეფ ალექს ნათაძესთან

#OK! „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა – ინტერვიუ ბრენდშეფ ალექს ნათაძესთან

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×