• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! შეიქმენი კომფორტული გარემო ინტერიერის დიზაინის კომპანია N.S.Kariauli

March 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

პირადი სივრცე მეპატრონეს უნდა ჰგავდეს. ჩვენი ხასიათი, გემოვნება და ფანტაზიები უნდა იგრძნობოდეს იმ სივრცეში, სადაც უდიდესი დროის გატარება მოგვიწევს. ინტერიერის დიზაინერი კი არის ადამიანი, რომელმაც კარგად უნდა გაგვიცნოს, რათა სასურველი შედეგის მისაღებად ჩვენთვის საინტერესო იდეა შემოგვთავაზოს. რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ინტერიერის დიზაინის კომპანიას N.S.Kariaul-ს და მის დიზაინერებს: ნათია და სოფო კარიაულებს.

 

(სოფო კარიაული): ჩვენ ბიძაშვილები და მეგობრები ვართ. დებივით გავიზარდეთ, აკადემიაშიც ერთად ჩავაბარეთ და პროფესიად ტანსაცმლის დიზაინი ავირჩიეთ, თუმცა მოგვიანებით პროფესია შევიცვალეთ. მე რამდენიმე წელი სამშენებლო კომპანიაში ვიმუშავე, სადაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება მივიღე.

 

(ნათია კარიაული): ინტერიერის დიზაინით სამხატვრო აკადემიის მერე დავინტერესდით და მუშაობაც სხვადასხვა მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენს ნამუშევრებზე მოთხოვნა იყო, გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალები და საყვარელი საქმე ერთად გვეკეთებინა.

 

მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება დავაგროვე ამ სფეროში, ყოველთვის მინდოდა აკადემიური, უფრო სიღრმისეული ცოდნა მიმეღო. სწორედ ამიტომ შარშან კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სასწავლებლად მილანში გავემგზავრე.

 

მქონდა საოცარი წელი, მივიღე უდიდესი გამოცდილება, გავეცანი უახლეს ტენდეციებს და რაც მთავარია, ავიხდინე ოცნება, რომ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მაგისტრატურა დამემთავრებინა.

 

იტალიამ დამანახვა, რომ ამ ქვეყანაში დიზაინზე სულ სხვანაირად მუშაობენ,  სხვა პრინციპებით, სხვა ხედვით. მიღებულ ცოდნას, რა თქმა უნდა, საქართველოში აქტიურად გამოვიყენებ.

 

 

რას სთავაზობს N.S.Kariaul საზოგადოებას?

 

(ნათია): მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი ობიექტის შავი კარკასიდან საბოლოო შედეგამდე მიყვანას. ჩვენი მიზანია ნებისმიერი მომხმარებლის სურვილი დავაკმაყოფილოთ და დახვეწილი დიზაინი შევთავაზოთ.

 

ყველა დამკვეთთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, მით უმეტეს, როდესაც პირადი სივრცის მოწყობაზეა საუბარი. უპირველესად ვცდილობთ კარგად გავიცნოთ ჩვენი დამკვეთი, რათა გავითვალისწინოთ მისი ხასიათი, გემოვნება და სურვილები. მომხმარებელთან გასაუბრების შემდეგ დაახლოებით ვიცით, რა უნდა შევთავაზოთ მას. ასევე, ხშირია, როდესაც არ იციან რა უნდათ და ჩვენს იდეებს ენდობიან – „დაგვეხმარეთ ამ ქაოსის დალაგებაში“ – ხშირად მოუმართავთ ამ სიტყვებით და ჩვენც ქაოსიდან ჰარმონიულ გარემოს ვქმნით.

 

(სოფო): კომერციული სივრცეების შემთხვევაში, განსხვავებით პირადი სივრცისგან,  ბევრად თავისუფალი ვართ და უფრო თამამად ვთავაზობთ იდეებს. ჩვენს ხედვას, დამკვეთის სურვილებსა და ტენდენციებს ვაბალანსებთ.

 

 

როგორია დიზაინზე მუშაობის პროცესი?

 

(სოფო): ყველაზე დიდ დროს მოითხოვს კონცეფციის შექმნა, ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას.

 

ვითვალისწინებთ ძალიან ბევრ დეტალს, ნიუანსს, ვცდილობთ არაფერი გამოგვეპაროს და საბოლოოდ ისეთი იდეა და ჩვენეული ხედვა შევთავაზოთ დამკვეთს, რომელიც, პირველ რიგში, მის ხასიათთან იქნება ახლოს. ამ ყველაფერს კი იქამდე მივყავართ, რომ ჩვენი შექმნილი ყველა ინტერიერი ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ნამუშევრები ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალური.

 

საბოლოოდ კი  ვიძენთ კმაყოფილ დამკვეთს, რომელიც ბედნიერია იმ სივრცით, რომელიც შენი ფანტაზიით  და ხელშეწყობით შეიქმნა. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?!

 

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას − ფუნქციას თუ ესთეტიკას?

 

(სოფო): რა თქმა უნდა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვცდილობთ, ესთეტიკა ფუნქციას შეესაბამებოდეს. უპირველესად ობიექტი უნდა იყოს ერგონომიკურად მოსახერხებელი, ჰარმონიული და მყუდრო.

 

სხვათა შორის, ჩვენი დამკვეთები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი შექმნილი ინტერიერები გამოირჩევა სიმყუდროვით, იქნება ეს საზოგადო თუ პირადი სივრცე.

 

რას მოაქვს წარმატება? რას ეტყოდით ქალებს სამოტივაციოდ?

 

(ნათია): აკეთეთ საქმე, რომელიც გიყვართ. ამით საქმიანობაც სასიამოვნო  და საინტერესო თავგადასავალი  ხდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და არ უნდა შეგაშინოთ დაბრკოლებებმა, ყოველთვის უნდა გქონდეთ მიზანი და გჯეროდეთ მისი. ნებისმიერ ასაკში უნდა იფიქროთ განვითარებაზე და ახლის შესწავლაზე, რადგან ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი უცებ იცვლება და ამ ტემპს არ უნდა ჩამოვრჩეთ.

 

მჯერა, ქალებს ყველაფერი გამოგვივა, რადგან სამყარომ  მოგვცა ნიჭი და  ენერგია იმისა, რომ ყველაფერში ჰარმონია ვიპოვოთ.  როდესაც შენ მაქსიმალურად იყენებ შენს მონიჭებულ რესურსს, ეს  აუცილებლად პოზიტიურად დაგიბრუნდება.

 

 

სამომავლო გეგმები…

 

ჩვენი სურვილია მომხმარებელს მომავალში კიდევ უფრო დახვეწილი მომსახურება შევთავაზოთ. იტალიაში ახალი კონტაქტები დავამყარეთ, რომლებიც ინოვაციებს, ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობს და მათთან თანამშრომლობას ვფიქრობთ. ამით გვინდა ჩვენი კომპანია ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. ვგეგმავთ ახალ და საერთო პროექტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! Beyonce-მ საკუთარი ბრენდის Ivy Park-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

#OK! Beyonce-მ საკუთარი ბრენდის Ivy Park-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

August 16, 2021
#OK! ოუშენ კაპიტალის – ევროპული სტანდარტი

#OK! ოუშენ კაპიტალის – ევროპული სტანდარტი

September 4, 2022
#OK! რომანტიზმისა და გლამურის ნაზავი რალფ ლორენის უახლეს კოლექციაში/ Ralph Lauren SPRING 2021 READY-TO-WEAR

#OK! რომანტიზმისა და გლამურის ნაზავი რალფ ლორენის უახლეს კოლექციაში/ Ralph Lauren SPRING 2021 READY-TO-WEAR

March 26, 2021
#OK! “ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ” – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

#OK! “ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ” – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

February 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჯერემი სკოტი Moschino-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ჯერემი სკოტი Moschino-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს

March 21, 2023
#OK! “ტეილორ სვიფტი Eras Tour-ის შემდეგ მილიარდერი გახდება” – უცხოური გამოცემები ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ საუბრობენ

#OK! “ტეილორ სვიფტი Eras Tour-ის შემდეგ მილიარდერი გახდება” – უცხოური გამოცემები ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ საუბრობენ

March 22, 2023
#OK! ნანუკა გულუას და კახა კაშიას არდადეგები ეგვიპტეში

#OK! ნანუკა გულუას და კახა კაშიას არდადეგები ეგვიპტეში

March 23, 2023
#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

March 26, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×