• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მუსიკა, როგორც ცხოვრების გზა …

February 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მუსიკა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, გვიხარია თუ ცუდ ხასიათზე ვართ… თითოეულ მომენტს შეგვიძლია დავუკავშიროთ ჩვენთვის საყვარელი, ამოჩემებული მუსიკა, რომელიც ჩვენში გამორჩეულ ემოციებს აღძრავს. როგორც ჩვენმა სტუმარმა აღნიშნა, სწორედ ბგერა უქმნიდა და უქმნის დღემდე ყველანაირ განწყობას. სწორედ მუსიკა იყო საწინდარი იმისა, ეპოვა საყვარელი საქმე და როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის თავისი შემოქმედებით სიამოვნება მიენიჭებინა. მაშ ასე, გიამბობთ დიჯეის, უკვე პროდიუსერისა და მოცეკვავის, გიორგი ბაღნაშვილის (დაკი) შესახებ, რომელიც დღესდღეობით 4 პროფესიით არის დაკავებული, ოთხივეს თავად დაეუფლა და მუდმივად განაგრძობს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.

 

გიორგი, უპირველესად, გაგვეცანით. გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

როგორც აღნიშნეთ, ვარ თვითნასწავლი მოცეკვავე. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევედი ბრეიქინგზე და ცეკვის ამ სახეობაში 6 თვე ვივარჯიშე. შემდეგ გადავედი უშუალოდ ჩემს სტილზე და მას შემდეგ ამ მიმართულებას მივყვები.

მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი ფედერაციაში, ასევე სხვადასხვა ცეკვის ჯგუფებში. ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს მოვიგე შეჯიბრი საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც „ემტივის“ ქორეოგრაფები მსაჯობდნენ. უბედნიერესი ვიყავი, რადგან ეს ძალიან დიდი წარმატება და სტიმული იყო ჩემთვის, მეკეთებინა ის საქმე, რომელიც ასეთ სიამოვნებას მანიჭებდა.

ამ ყველაფრის შემდეგ წავედი თურქეთში, ახლა უკვე ჩემს ყოფილ მეუღლესთან – თეონა წიწაკიშვილთან ერთად, სადაც წლების განმავლობაში ვიმუშავეთ. გვყავს შვილი, 8 წლის დემიან. დღესდღეობით მე ცალკე ვცხოვრობ, თუმცა პასუხისმგებლობებს ორივე ვინაწილებთ. ასევე ერთობლივად ვფლობთ ცეკვის სტუდიას – MOცეკვაVE_ს, რომლის განვითარებისთვისაც ძალებს არ ვიშურებთ.

თეონა არის მთავარი ქორეოგრაფი და გვყავს არაჩვეულებრივი ასისტენტები.

რაც შეეხება ვიდეოპროდაქშენს, მთლიანად მე ვქმნი (გადაღება, მონტაჟი), რა თქმა უნდა, თეონასთან შეთანხმებით.

 

 

პარალელურად დაკავებული ხართ დიჯეისა და პროდიუსინგის პროფესიებით. მოგვიყევით ამის შესახებ.

დიახ, ამ ყველაფერთან ერთად, 14 წელია ვუკრავ როგორც დიჯეი და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო ივენთზე დავუკარი, სადაც უამრავი ადამიანი გავიცანი. ჩეთვის ყველაზე დიდი განათლება და გამოცდილება კი სწორედ ადამიანი და მასთან ურთიერთობაა.

რაც შეეხება პროდიუსინგს, ესეც ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. ვწერ მუსიკას და ვაწყობ ჩემს საკუთარ სტუდიას, ფაქტობრივად, ფინალში ვარ გასული. იგეგმება არაერთი ქართული და თანამედროვე პროექტი, რომელთა ტექსტებიც დიდი ხანია დაწერილი მაქვს და ამასთან ერთად, შეიქმნება ახალიც. წინ დიდი გეგმებია.

მუსიკა იყო საწინდარი თუნდაც იმის, რომ ცეკვა დამეწყო. ყველანაირ განწყობას ბგერა მიქმნიდა და დღემდე მიქმნის. დღეს უკვე ვიცი, რა მივაწოდო სხვადასხვა კატეგორიისა და სეგმენტის ადამიანს და თავადაც ვისიამოვნო ამ ჟანრებით.

 

რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უპოვიათ საქმე, რომელიც მათ გააბედნიერებს და ძიების პროცესში არიან?

იმის მიუხედავად, რომ ყველა ფიქრობს, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ არის ბევრი შესაძლებლობა – არსებობს ინტერნეტი, რაც გვაძლევს ყველანაირ წვდომას და ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს. თუ ადამიანს აქვს მონდომება, მიზანი და გულით სურს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს, რადგან შრომას მოაქვს შედეგი. რაც სიყვარულისგან უნდა მომდინარეობდეს. სიყვარულით გაკეთებული საქმე კი ყოველთვის ფასდება. მაბედნიერებს ის, რომ ჩემი გაკეთებული საქმით ადამიანებს ვაბედნიერებ. სწორედ ესაა ჩემი მთავარი მოტივაცია.

ადამიანები იკარგებიან მაშინ, როდესაც სხვებს უყურებენ და სურთ მათნაირები იყვნენ. ამ დროს საკუთარ თავს არ უსმენენ. ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც ნამდვილად უყვარს. სწორედ ამით მიაღწევს ბედნიერებას, ჰარმონიასა და ფინანსურ სტაბილურობას. გულით ნაკეთები საქმე აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

ძალიან არ ჩაუღრმავდეთ გარშემო მყოფი ადამიანების აზრს. ჩვენი ცხოვრება ჩვენი შესაქმნელია და უნდა დაუკვირდეთ იმას, რა გსურს შენ. ასე შეძლებ საკუთარი სამყაროს შექნას, სადაც სხვისი პაიკი არ იქნები.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემთვის ახალი წელი ძალიან კარგად დაიწყო. უამრავი პროექტია, მათ შორის ქართული, სხვა ჟანრებთან გაერთიანებული, რასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა ეტაპობრივად აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას.

ასევე ვქმნი ჯგუფს კომერციული ღონისძიებებისთვის.

 

დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

გავუფრთხილდეთ ერთამანეთს. ნუ ვიქნებით კონცენტრირებული მხოლოდ მატერიალურ საკითხზე. ასევე ნუ დავივიწყებთ ადამიანებს, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებს, დავაფასოთ ისინი და ვაგრძნობინოთ, თუ როგორი ძვირფასები არიან ჩვენთვის.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! MIRAMAR LUXURY RESIDENCE-გარემო კომფორტული და დაუვიწყარი დასვენებისთვის

#OK! MIRAMAR LUXURY RESIDENCE-გარემო კომფორტული და დაუვიწყარი დასვენებისთვის

October 11, 2022
#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 2, 2025
#OK! კიმ კარდაშიანი ბალენსიაგას “ფლიპ-ფლოპებით”, რომლის ღირებულებაც 450 დოლარია

#OK! კიმ კარდაშიანი ბალენსიაგას “ფლიპ-ფლოპებით”, რომლის ღირებულებაც 450 დოლარია

March 29, 2022
#OK! “კიმი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა” – პაემანზე მიმავალი კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ლონდონში შენიშნეს

#OK! “კიმი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა” – პაემანზე მიმავალი კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ლონდონში შენიშნეს

May 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები