• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მუსიკა (გვ)აერთიანებს

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ პიანისტ გიორგი გიგაშვილისთვის, მის მიერ შესრულებული მოცარტი, ბახი, შუბერტი თუ რახმანინოვის ნაწარმოებები არასოდეს დაგავიწყდებოდათ. 21 წლის პიანისტს დიდი გეგმები და ამბიციები აქვს. ჟენევაში სრული დაფინანსებით სწავლობს და მაგისტრატურის დამთავრებასაც სწორედ ამ ქვეყანაში აპირებს. მანამდე კი, როცა საქართველოში ჩამოდის თავის მეგობრებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტები აქვს. ჯანგო მარიამ ჯანჯღავა და გიგიშა გიორგი გიგაშვილი − ამ ორი უნიჭიერესი მუსიკოსის დუეტი გულგრილს არავის ტოვებს. მარიამმა ამერიკული ოცნება აისრულა − ბერკლის სამუსიკო სკოლაში სწავლობს. ჟურნალმა OK! შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაფრენის წინა დღეს მარიამ ჯანჯღავასთან და გიორგი გიგაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

 

მარიამ, გვესაუბრეთ თქვენს ბავშვობაზე და ახდენილ ამერიკულ ოცნებაზე.

როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, ჯერ სიმღერა დავიწყე და მერე საუბარი. ბავშვობაში მუდამ რაღაცებს ვღიღინებდი, მუსიკას ვყვებოდი. 3 წლის ვიყავი, როცა პირველი კონცერტი მქონდა. ძალიან პატარა ასაკიდან მინდოდა მეცხოვრა და მესწავლა აშშ-ში. 13 წლის ასაკში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ამერიკაში ვისწავლიდი იმ პროფესიაზე დასაუფლებლად, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ძალიან გრძელი და რთული გზა გავიარე. არაა მარტივი გამოცდები ამერიკაში ჩააბარო და შემდეგ იქ ისწავლო. პირველ წელს დაფინანსება არ მქონდა, მეორე სემესტრიდან კი სრული დაფინანსება მოვიპოვე და ახლა უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეს დაისახავთ მიზნად, მის განსახორციელებლად მთელი სამყარო დაგეხმარებათ. ჩემი ამერიკული ოცნება ასრულდა.

 

თქვენ და გიორგი გიგაშვილი. მოგვიყევით თქვენზე, როგორია მასთან მეგობრობა და როგორი მუსიკალური პარტნიორია?

მე და გიორგიმ ერთმანეთი საბავშვო პროექტში გავიცანით. მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კომუნიკაცია არ გვქონია. რამდენიმე წლის წინ მიგვიწვიეს ერთ-ერთ გადაცემაში ერთად და როგორც კი გიორგი ინსტრუმენტთან დაჯდა და მე სიმღერა დავიწყე, მივხვდი, რომ ჩვენ ერთმანეთი ხელახლა აღმოვაჩინეთ.

დისტანციისა და პანდემიის პირობებშიც, ბევრი ერთობლივი სიმღერა, რომელიც თქვენ ასე ძალიან მოგწონთ, სწორედ ონლაინრეჟიმში შეგვიქმნია. მანძილი არაფერს ცვლის, მთავარია მონდომება.

თქვენი თაობისთვის როგორია ქართული სიმღერა?

ქართული სიმღერა სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს. მას სხვა ემოცია და გრძნობა სჭირდება. ქართული სიმღერის შესრულებისას ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. მიხარია, რომ ჩვენმა თაობამ შევძელით ქართული სიმღერის ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ახლის ჩვენეულად მორგება.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე.

ძალიან დიდი ხანია მინდა ჩემი საავტორო მუსიკის შექმნა. მინდა მქონდეს ალბომი და ბევრი პრესტიჟული ჯილდო აიღოს ჩემმა მუსიკამ.

სამომავლოდ კი ჩემი გეგმა და მიზანია საქართველოში გავხსნა სასწავლებელი, რომელიც იქნება მორგებული ახალგაზრდებზე. სადაც შეისწავლიან თანამედროვე მუსიკას. გაცვლითი პროგრამები ძალიან კარგია ჩვენნაირი პატარა ერისთვის, მგონია, რომ სხვა ქვეყნის სტუდენტების გამოცდილება ძალიან დაეხმარებათ საქართველოში მყოფ სტუდენტებს.

მე და ჩემს მეგობრებს კი ერთი საერთო მიზანი და სურვილი გვაქვს − პროექტი „ინოლა“, რომელიც ასე ძალიან უყვარს ქართველ მსმენელს, გვინდა მსოფლიო მასშტაბზე გავიდეს და ინოლას სიმღერები ყველამ იცოდეს.

გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?

მე თითქოს ოჯახური ტრადიცია გავაგრძელე, რადგან სამუსიკო სკოლაში რომ შემიყვანეს, ვიყავი 6 წლის და ჩემი პირველი მასწავლებელი დედისა და დეიდის მასწავლებელი იყო.

18 წლის ასაკში გამოცდები თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე. სწორედ აქედან იწყება ჩემი მუსიკალური კარიერა, რადგან ყველა კონკურსსა თუ პროექტში ვმონაწილეობდი და ხშირ შემთხვევაში პირველ ადგილზე სწორედ მე გავდიოდი.

 

ჩემი ყველაზე დიდი წარმატება არის…

2019 წელს გავიმარჯვე ესპანეთში კონკურსზე, სადაც ჟიურიში ჩემი კერპი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ქალი − მარტა არგერიხი იყო. მან ეს პრიზი თავად გადმომცა… ეს დღე და ეს ემოციები არასდროს დამავიწყდება. 2020 წელს წინანდლის ფესტივალი ჩატარდა და მარტა აგერიხი საქართველოში იყო ჩამოსული ამ ფესტივალზე.

სწორედ მან გადაწყვიტა, რომ გამოცდები ჟენევაში ჩამებარებინა და დაფინანსებაც მომცა. ამჟამად ვსწავლობ ჟენევის კონსერვატორიაში ბაკალავრზე და ძალიან მალე გადავალ მაგისტრატურაზე.

როგორია გიორგი გიგაშვილის თვალით დანახული მარიამ ჯანჯღავა?

მე როცა ვუკრავ, მგონია, რომ მარიამი უკრავს და მე როცა ვმღერი, მგონია, რომ მარიამი მღერის. როცა ასრულებ დუეტს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება შენი პარტნიორი. მე ძალიან გამიმართლა, რადგან მარიამთან ერთად შესრულებული ყველა დუეტი განსაკუთრებით მომწონს და მიყვარს.

მე და მარიამს არ გვჭირდება ზედმეტი სიტყვები, სულ ახალი სიმღერაც რომ იყოს, რომელზეც ჯერ არ გვიმუშავია, როგორც კი დაკვრას ვიწყებ, მარიამი ზუსტად ისე მღერის, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. მარიამთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და კომფორტია.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

მე ვცხოვრობ და ვსწავლობ ჟენევაში. თბილისი და ჟენევა ერთმანეთის ანტიპოდებია. პირველად რომ ჩავედი, ვერაფრით მივხვდი, ეს ხალხი რატომ იყო ასეთი ცივი, აქ რომ ჩამოვდივარ ვგრძნობ, რომ ყველას ვუყვარვარ. მე მარტო ვცხოვრობ უცხო ქვეყანაში და მგონია, რომ ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რათა გაიზარდო და ჩამოყალიბდე დამოუკიდებელ ადამიანად. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, მუსიკას უკავშირდება. მინდა ის გამოცდილება, რომელსაც დავაგროვებ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში, მასტერკლასებში გამოვიყენო. ყველა იმ მომავალ მუსიკოსს გავუზიარო, რომელიც გამოცდებს ჩააბარებს კონსერვატორიაში.

ჩემი მთავარი ოცნება არ არის ვიყო ცნობილი და პოპულარული, ჩემი ოცნებაა მქონდეს მუსიკალური თავისუფლება. მქონდეს იმის საშუალება, რომ სადაც მინდა და რაც მინდა, ის დავუკრა.

ყველა ხელოვანმა ადამიანმა იცის, რას ნიშნავს პროფესიული თავისუფლება.

 

 

ტექსტი: მარიამ ბოკერია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “მისი დადებითი ენერგია გადამდებია, მაგრამ როდესაც მუშაობის პროცესი იწყება, ის სულ სხვა ადამიანი ხდება” – ზენდეია ტიმოთი შალამეს შესახებ

#OK! “მისი დადებითი ენერგია გადამდებია, მაგრამ როდესაც მუშაობის პროცესი იწყება, ის სულ სხვა ადამიანი ხდება” – ზენდეია ტიმოთი შალამეს შესახებ

January 15, 2024
#OK! ნინუცა მაყაშვილი და პატარა კატო: მსახიობი დისშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს!

#OK! ნინუცა მაყაშვილი და პატარა კატო: მსახიობი დისშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს!

September 3, 2021
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023
#OK! უფლებები და არჩევანი ყველასთვის

#OK! უფლებები და არჩევანი ყველასთვის

April 25, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები