• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! მუშთაიდის პარკი

October 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თბილისის ერთ-ერთი უძველესი – მუშთაიდის პარკი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ამ ადგილას 5 ჰექტარ ფართობზე პირველი ბაღი 1828 წელს ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ გახსნა. იგი ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისგან წარმოსდგა ბაღის სახელიც – მუშთაიდი.

ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან გახლდათ, ყველას უყვარდა და დიდი სახელიც ჰქონდა გავარდნილი. მუშთაიდი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშთაიდი თბილისში დასახლდა. ხელისუფლებამ ნება დართო, სასულიერო სკოლა გაეხსნა და ამისათვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთიც კი გამოუყვეს, სადაც მან შესანიშნავი ბაღი გააშენა. ამავე დროს მას მტკვრიდან გვირაბი და სარწყავი არხიც გამოუყვანია, ეს გვირაბი ახლაც არის, რომელიც იწყება მუშთაიდის ბაღიდან და უერთდება მტკვარს, ასევე – არხიც, რომელიც დღესაც მუშაობს და წყალს აწვდის თბილისის რკინიგზასა და ბაღს.

მუშთაიდის ბაღის დაარსებას მეტად სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად. მუშთაიდს ცოლად ჰყავდა ულამაზესი ქართველი ქალი – ნინო, რომელიც სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ირანიდან გახიზნულმა, სწორედ მისი თხოვნით აირჩია საცხოვრებლად თბილისი. ქალს თბილისში თავისი მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და დიდხანს არ უცოცხლია – ექვს თვეში გარდაცვლილა.

საყვარელი მეუღლე მუშთაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო, საღამოობით დიდხანს იჯდა ცოლის საფლავთან. ირგვლივ რგავდა დიდი რაოდენობით ვარდებს, ყვავილებს, ბუჩქებსა და ხე-მცენარეებს, ასე დაწყებულა ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება, რომელსაც დღესაც მუშთაიდის ბაღად მოიხსენიებენ.

ბაღის მოსარწყავად მუშთაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გაიყვანა. შაჰმა მუშთაიდი შეიწყალა და 1845 წელს ისიც დაბრუნდა თავრიზში, ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. ამის შემდეგ ბაღმა რამდენიმეჯერ გამოიცვალა პატრონი და ბოლოს სასეირნო ბაღად იქცა. მთავარმართებელმა მუშთაიდის ბაღი გაადიდ-გაალამაზა და სასეირნო, მოსალხენი ადგილი გახადა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი.

სწორედ მუშთაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა. ბაღში კონცერტებს სხვებიც მართავდნენ. აქვე ეწყობოდა გამოფენები, იწვევდნენ სტუმრებს. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს.

მუშთაიდის ბაღში ათეულ ათასობით უნიკალურ მცენარეთა ჯიშია გაშენებული. აქ არის როგორც ფოთლოვანი: გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ისე წიწვოვანიც: ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი სხვა ბუჩქისა თუ ყვავილის სახეობა, ვაზის ჯიშები და ა.შ. პარკი გაშენებულია 16 ჰექტარ ფართობზე. აქვე აქვს საკუთარი სანერგე, საიდანაც ყოველწლიურად ათიათასობით დეკორატიული მცენარე და ყვავილების ჩითილები გამოჰყავთ. ვაზის ხეივანში ჩინური და გორული ვაზის ჯიშებია გახარებული.

 

1887 წელს ბუნებისმეტყველ ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით, ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის სააბრეშუმო სადგური.

1935 წელს მუშთაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა სამი სადგურით. კილომეტრნახევარი სიგრძის რკინიგზაზე პატარა ორთქლმავალს ოთხი ვაგონი დაჰყავდა, თითოეულ ვაგონში 50 ბავშვი ეტეოდა.

1950 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის დახმარებით, მოეწყო პლანეტარიუმი. ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის – ძელქვის კორომი. მას შემდეგ მრავალჯერ ეცადნენ სახელი შეეცვალათ ბაღისათვის: ხან რკინიგზელთა სახელობისა უწოდეს, ხან ორჯონიკიძის, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისი დამაარსებლის, თბილისელი სპარსის – მუშთაიდის სახელი დაიბრუნა.

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

October 6, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

September 14, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი
OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Monge Georgia – თქვენი შინაური ცხოველის საიმედო მეგობარი

#OK! Monge Georgia – თქვენი შინაური ცხოველის საიმედო მეგობარი

November 14, 2024
#OK! ლელა წულუკიძე ჟურნალ OK!-ის ობიექტივში

#OK! ლელა წულუკიძე ჟურნალ OK!-ის ობიექტივში

September 7, 2022
#OK! მოოქროვილი საპირფარეშო, 314 000 $-იანი ზეწარი და სხვები – ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე მოულოდნელი შენაძენები

#OK! მოოქროვილი საპირფარეშო, 314 000 $-იანი ზეწარი და სხვები – ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე მოულოდნელი შენაძენები

October 24, 2023
#OK! ნოდიკო ტატიშვილის რომაული არდადეგები და ახდენილი ოცნება

#OK! ნოდიკო ტატიშვილის რომაული არდადეგები და ახდენილი ოცნება

February 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები