• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 11, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

სულ ცოტა ხნის წინ ახალი, უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო შინაარსის წიგნი გამოიცა. თემა ძალიან აქტუალურია – ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობა. ყველასთვის ცნობილი ავტორები სკრინინგის მნიშვნელობაზე საკუთარ ისტორიას გვიყვებიან და ეს მოთხრობები ერთად გვახსენებენ – საკუთარ თავზე ზრუნვა საკუთარ ოჯახზე ზრუნვაა. OK! პროექტის ხელმძღვანელს, თამარ გოდერიძეს ესაუბრა.

 

როგორ დაიბადა წიგნის იდეა და რა იყო მისი მთავარი მოტივაცია?

ხანდახან ერთ ჩვეულებრივ დღეს არაჩვეულებრივი რამ ხდება – ასე დაიწყო ყველაფერი. მეგი საჯაია, ჩემი მეგობარი და საქართველოს ჯანდაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი, დამიკავშირდა და მითხრა, რომ ბერი ანდრიას დედასთან, ქალბატონ თინათინთან შეხვედრის ორგანიზებას აპირებდა. გეგმაში იყო, რომ მწერლებს მოესმინათ იმ ადამიანების ამბები, ვინც ონკოლოგიური დაავადების გამოცდილება გამოიარა – და, სურვილის შემთხვევაში, ამ ისტორიებზე ემუშავათ. ჩემთვის მგრძნობიარე თემატიკის გათვალისწინებით, შეხვედრაზე წასვლა გადავწყვიტე.

სახლში ემოციებით სავსე დავბრუნდი. უკვე ვიცოდი, მხოლოდ ჩანახატი საკმარისი არ იქნებოდა. საჭირო იყო მოთხრობების კრებული, რომელიც სკრინინგის მნიშვნელობას ხილვადსა და ემოციურად გასაგებს გახდიდა. ამ წიგნს ჰქონდა შანსი, სიკეთე „ლიტერატურის ენაზე“ ეთქვა.

   

როგორ შეირჩა ავტორების გუნდი?

მთავარი კრიტერიუმი იყო არა მხოლოდ პროფესიული კუთხით ცოდნა, არამედ შინაგანი ჩართულობა თემაში. ამიტომაც ავტორები არიან როგორც ექიმები, ასევე მწერლები და ჟურნალისტები. მათ შორის:

ნინო თარხნიშვილი, გიორგი კეკელიძე, რეზო გეთიაშვილი, რეზო ჯორბენაძე (არმაზ ბეკარი), ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი, მე.

წიგნის რედაქტორია გიორგი კეკელიძე.

წინასიტყვაობა ეკუთვნით პროფესორს, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს სამედიცინო აკადემიის წევრს ბატონ რემა ღვამიჩავასა და  საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს – ქალბატონ თინა ბერუჩაშვილს.

წიგნი ორ ენაზეა, ტექსტის ძირითადი თარგმანი ინგლისურ ენაზე შესრულებილია კონსტანტინე გეწაძის მიერ, რაც ვფიქრობთ კიდევ უფრო გაზრდის მკითხველის ინტერესს.

 

 

1 of 4
- +

1.

2.

3.

4.

როგორია თავად წიგნი და რა ტიპის ისტორიებს ვხვდებით? ვინ არის მისი მკითხველი?

ეს არ არის სამედიცინო ბროშურა. ეს არის მხატვრული კრებული, სადაც მოთხრობებია სხვადასხვა ჟანრში: ზოგი სევდიანია, ზოგი იმედიანად მთავრდება. თუმცა ყველაში ერთია – ფარული მოწოდება: ნუ დააგვიანებ.

წიგნი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის – მათთვის, ვისაც სჯერა ამბის ძალის, და მათთვისაც, ვისთვისაც სკრინინგი აბსტრაქტული სიტყვაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ჯგუფები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ფიქრობენ პროფილაქტიკაზე – ახალგაზრდები, რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ „თუ არაფერს გრძნობ, ექიმთან მისვლა საჭირო არ არის“.

 

 

არსებობს რაიმე გავრცელებული მითი სკრინინგთან დაკავშირებით, რომლის გაფანტვაც გსურთ?

დიახ. ყველაზე ხშირია ასეთი მიდგომა: „თავს კარგად ვგრძნობ, ექიმთან რად მინდა წასვლა?“ თუმცა ბევრ დაავადებას საწყის ეტაპზე სიმპტომები არ აქვს – მათ შორის სიმსივნესაც.

მეორე მითი: „სკრინინგი ყველაფერს აჩვენებს“ – სინამდვილეში, ის გარკვეულ შერჩეულ კვლევებს მოიცავს და არა ყველაფერს.

და კიდევ: „სკრინინგი უფროსი ასაკისთვისაა“. არა. ასაკის მატებასთან ერთად რეკომენდაციები იცვლება, მაგრამ პროფილაქტიკა ყველა ასაკის დროს მნიშვნელოვანია.

 

 

თქვენ თავად ხართ ექიმი. პროფესიული გამოცდილება როგორ იქცა ამგვარი ინიციატივის წყაროდ?

როგორც ექიმი, ყოველდღიურად ვხედავ შიშს, დაბნეულობას და ინფორმაციის ნაკლებობას – ეს ყველაფერი ხშირად სკრინინგზე უარის თქმის მიზეზი ხდება.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ სკრინინგი მხოლოდ დიაგნოსტიკა არ არის – ის ადამიანური ისტორიებია. ეს წიგნი ამაზე საუბრობს და ქმნის ხიდს მედიცინასა და ხელოვნებას შორის. ექიმის როლი ხშირად არამხოლოდ მკურნალია – ის მსმენელი და მთხრობელიცაა.

 

 

არსებობს კონკრეტული ისტორია, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?

ყველაზე დასამახსოვრებელი თავად იდეის განხორციელების გზა იყო – სხვადასხვა პროფესიის ავტორების ჩართვით. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ ტექსტები არ ყოფილიყო მხოლოდ ექიმების დაწერილი – ამით მეტი შრე და მრავალფეროვანი პერსპექტივა მივიღეთ.

 

 

როგორი ემოციური გავლენა შეიძლება იქონიოს წიგნმა მკითხველზე?

წიგნი ეხება სიცოცხლისა და შიშის გამყოფ ზონას – ადამიანს, რომელსაც ჯერ არაფერი სჭირს, მაგრამ შესაძლოა, ჰქონდეს რისკი. აქ იკითხება მღელვარება, იმედი, სევდა, გამარჯვება და… მადლიერება.

ვფიქრობ, წიგნი მკითხველს აფიქრებინებს – საკუთარ თავზე, სხეულზე, ჯანმრთელობაზე. ზოგი შეშინდება – და ესეც კარგია. ეს შიში სწორ რეაქციად უნდა გარდაიქმნას. ზოგისთვის ეს იქნება კათარზისი, ზოგისთვის ნაცნობ ემოციებთან შეხვედრა.

 

 

 

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ენთუზიაზმი დიდია, პრეზენტაცია 21 ივლისს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. პროექტის გაგრძელება საჭიროებს მხარდაჭერას – ფინანსურსაც და ინსტიტუციურსაც. ვიმედოვნებთ, რომ დიდი გამოხმაურება იქნება.

 

რას ეტყოდით მკითხველს, ვინც ჯერ რინინგზე არ ყოფილა?

ვეტყოდი, რომ ჯანმრთელობის მიმართ გულგრილობა არც სიმამაცეა და არც თავისუფლება. ეს არის სიჩუმე მაშინ, როდესაც ხმამაღალი საუბარი გვჭირდება.

 

თქვენი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის ამ წიგნის მეშვეობით?

ჩვენი მთავარი გზავნილი მარტივია: სკრინინგი არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა – ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მათზე, ვინც ჩვენ გვიყვარს.

და თუ ამ წიგნმა თუნდაც ერთი ადამიანი დააფიქრა, უბიძგა პროფილაქტიკური კვლევის ჩატარებისკენ, მაშინ ტყუილად არ გვიშრომია.

 

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია
OK! ბათუმი

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Sk’ink with Tamo Buchukuri – სივრცე, სადაც თქვენზე პროფესიონალები ზრუნავენ

#OK! Sk’ink with Tamo Buchukuri – სივრცე, სადაც თქვენზე პროფესიონალები ზრუნავენ

March 3, 2023
#OK! სოფია რიჩის ვინტაჟური იმიჯი! მოდელი დედის, დაიან ალექსანდერის კაბით!

#OK! სოფია რიჩის ვინტაჟური იმიჯი! მოდელი დედის, დაიან ალექსანდერის კაბით!

March 25, 2021
#OK! რა რჩევებს იღებენ ერთმანეთისგან ქეით მოსი და ლალა გრეისი: ვარსკვლავური დედა-შვილის “სილამაზის რჩევები”

#OK! რა რჩევებს იღებენ ერთმანეთისგან ქეით მოსი და ლალა გრეისი: ვარსკვლავური დედა-შვილის “სილამაზის რჩევები”

February 15, 2024
#OK! პერიზ ჰილტონი TikTok Reunion Event-ს დაესწრო! ვარსკვლავი Zhivago-ს კაბით!

#OK! პერიზ ჰილტონი TikTok Reunion Event-ს დაესწრო! ვარსკვლავი Zhivago-ს კაბით!

July 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK!  2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

#OK! 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

December 18, 2025
#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

December 15, 2025
#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

December 13, 2025
#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები