• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „მორალურად მოძველებული“ სიმბოლო – როგორ გაჩნდა ლონდონში სატელეფონო ჯიხურები და რატომ შეღებეს ისინი წითლად?

October 14, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მსოფლიოს ყველა ქალაქს საკუთარი სიმბოლო და ღირსშესანიშნაობა აქვს და გამონაკლისი არც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქია, თუმცა ლონდონის სავიზიტო ბარათი მხოლოდ ბიგ-ბენი ან უესტმინსტერი კი არა, წითელი სატელეფონო ჯიხურებიცაა.

 

ლონდონური ჯიხურების ისტორია XX საუკუნის დასაწყისიდან იწყება. მის პირველ მოდელებს ბეტონისგან ამზადებოდნენ, თეთრად ღებავდნენ და წითელ კარს აბამდნენ, თუმცა ლონდონის მუნიციპალიტეტში თეთრ-წითელი ჯიხურები არ მოსწონდათ, ამიტომ კონკურსის გზით მათი ჩანაცვლება გადაწყვიტეს. 1923 წელს გაიმართა კონკურსი, სადაც სერ გაილს გილბერტ სკოტის არტ-დეკოს სტილში შესრულებულმა K2 მოდელმა გაიმარჯვა.

სერ გაილსის პროექტი პირველი მოდელისგან სახურავის სილუეტითა და ფანჯრების რაოდენობით განსხვავდებოდა, თუმცა მთავარი განსხვავება ფერი იყო — სწორედ სკოტს მოუვიდა თავში იდეა, რომ ჯიხური ერთ ფერად შეეღებათ. თავიდან ჯიხურების ვერცხლისფრად შეღებვას აპირებდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ არჩევანი მკვეთრ წითელზე გააჩერა. ასე გამოჩნდნენ ლონდონის ქუჩებში K2 მოდელის ჯიხურები.

წითელი ფერის არჩევას სულ მცირე, ორი მიზეზი ჰქონდა. 1. პრაქტიკულობა  — ლონდონის წვიმიან და ნისლიან ამინდში ნაცრისფერი ან ვერცხლისფერი ჯიხურები უბრალოდ დაიკარგებოდა. (ამავე მიზეზით შეღებეს ლონდონის ორსართულიანი ავტობუსები წითლად). 2. წითელი ფერი  ბრიტანეთთან, მის დროშასთან და სამხედრო ფორმასთან ასოცირდება.

K2-ის შემდეგ ლონდონის ქუჩებში სატელეფონო ჯიხურების კიდევ სამი მოდელი გამოჩნდა. 1935 წელს მეფე გიორგი V-ის ტახტზე ასვლის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი K6 მოდელი შეიქმნა, სწორედ ის, რომელიც დღემდე ლონდონის ქუჩების ნამდვილ სიმბოლოდ ითვლება.

ახალი მოდელი წინამორბედებთან შედარებით, პატარა ზომის იყო, შესაბამისად, მისი დამზადება გაცილებით ნაკლები დაჯდა. ამან ხელისუფლებას საშუალება მისცა, რომ სატელეფონო ჯიხურები არა მხოლოდ ლონდონში, არამედ ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც დაეყენებინა. მალე ქვეყანაში ჯიხურების რაოდენობა თითქმის გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა: თუ 1935 წელს მათი რაოდენობა 19 ათასი იყო, ხუთ წელიწადში 35 ათასს აღწევდა, ხოლო 1980 წლისთვის მთელ ქვეყანაში 73 ათასამდე გაიზარდა.

ბუნებრივია, სმარტფონების მასობრივად გამოსვლის შემდეგ ჯიხურებზე მოთხოვნილება შემცირდა, ამიტომ რამდენიმე წლის წინ „მორალურად მოძველებული“ ჯიხურების აღების და მათ ნაცვლად wi‑fi და USB‑პორტებით აღჭურვილი ჯიხურების დადგმა გადაწყვიტეს, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა. ათწლეულებია, რაც ეს ჯიხურები  „ნისლიანი ალბიონის“ სიმბოლოდ იქცა, გონიერი ადამიანები კი სიმბოლოებს არ ებრძვიან. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ წითელი ჯიხურები გასაჭირში მყოფი მოქალაქეებისთვის სამაშველო სამსახურთან დაკავშირების ერთ-ერთი საშუალებაა — მარტო 2020 წელს სატელეფონო ჯიხურებიდან ბრიტანეთის სამაშველო სამსახურში 150,000 ზარი შევიდა.
გარდა ამისა, რეგიონებში მდებარე ჯიხურებს სხვადასხვა ახალი დანიშნულება დაემატა: ზოგან ისინი წიგნების საცავად იქცნენ,  ზოგან ყავის აპარატებად, ზოგან კი  სხვადასხვა მოწყობილობის დასამუხტ სადგურებად.

ასევე გაეცანი

#OK! რატომ დააკავეს ბრიტნი სპირსი კალიფორნიაში
OK! News

#OK! რატომ დააკავეს ბრიტნი სპირსი კალიფორნიაში

March 9, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე
Fashion

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს
Fashion

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები
OK! News

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 8, 2026

ახლა კითხულობენ

„თავს უხერხულად გრძნობდა“ – რატომ დააბნია ტომ კრუზი დემი მურის ორსულობამ?

„თავს უხერხულად გრძნობდა“ – რატომ დააბნია ტომ კრუზი დემი მურის ორსულობამ?

October 28, 2025
#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

#OK! Doctors – არსენ გვენეტაძე

October 7, 2024
#OK! 5 ფაქტი დეპრესიაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

#OK! 5 ფაქტი დეპრესიაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

November 15, 2025
#OK! მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ბეჭედი მოირგო, რომლის ღირებულებაც $90,000-ია

#OK! მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ბეჭედი მოირგო, რომლის ღირებულებაც $90,000-ია

December 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 9, 2026
#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები