• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Kids

#OK! „მონტესორის საბავშვო ბაღი“

April 3, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

 

სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან ის ქმნის საფუძველს ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის. სწორედ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების საშუალებას გვაძლევს მონტესორის ბაღი, რომელიც 2021 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. ბავშვებისთვის მოწყობილი უნიკალური გარემო პატარებს ეხმარება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში. მონტესორი მიიჩნევდა, რომ პატარა ბავშვის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ უნდა დაფასდეს უფროსების მიერ, რათა დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება აღიზარდოს. თუ რა ძირითადი პრინციპების გარშემო ერთიანდება „მონტესორის საბავშვო ბაღი“, ამის შესახებ მისი თანადამფუძნებელი და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი, ინგა პატარაია გვესაუბრა.

 

რატომ გადაწყვიტეთ „მონტესორის საბავშვო ბაღის“ შექმნა?

საუკუნეზე მეტია, რაც მარია მონტესორის სახელი, როგორც რეფორმატორულ-პედაგოგიკური მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენელი, ცნობილი იტალიელი პედაგოგი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. დღევანდელ დღეს მ. მონტესორის მეთოდი არა მხოლოდ აქტუალობას ინარჩუნებს მთელ მსოფლიოში, არამედ სრულიად ადეკვატურია თანამედროვე განათლების მიზნებისთვის, რომლებიც მიმართულია ბავშვის თვითაღზრდასა და თვითგანვითარებაზე.

 

თანამედროვე მსოფლიოში ელვისებური ცვლილებები მიმდინარეობს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ძირეული გარდაქმნები ახალ ამოცანებს აყენებს ქვეყნის წინაშე, ამიტომაც ჩვენს ძირითად პრინციპს წარმოადგენს განათლების ჰუმანიზაცია და ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარება მისი ბუნებისა და პროცესების გაგება-ანალიზის საფუძველზე, რის გამოც გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში და დავაფუძნეთ მონტესორის საერთაშორისო სკოლა, სწორედ ამ მიზეზით, რომ გვსურდა ჩვენი მომავალი თაობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკით მიეღოთ სკოლამდელი განათლება.

 

დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში, განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქართულ პედაგოგიურ აზროვნებაში, ბავშვის აღზრდისა და სწავლების მეთოდებში.

 

მონტესორის სისტემა მეცნიერულად დასაბუთებული, ზედმიწევნით მოფიქრებული, ცხოვრებაში შემოწმებული, მორწმუნე ხელმძღვანელის ხელში ნამდვილი მეთოდია ბავშვის ფსიქიკური შინაარსისა და ზრდის დაკვირვებისთვის.

 

მონტესორის უპირატესობები:

ჩვენი აღზრდის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა – „პატივისცემა ბავშვის სულიერ თავისუფლებას“. ჩვენ მიერ შესწავლილი მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ძირითადი მონტესორის პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი საბავშვო ბაღის სააღმზრდელო პროგრამა, რითაც ის გამოგვარჩევს სხვა საბავშვო ბაღებისაგან. ეს პრინციპებია:

 

  1. ანთროპოლოგიური პრინციპი – მონტესორის პედაგოგიკა უშუალოდ „ბავშვიდან“ მომდინარეობს, მის ცენტრში ბავშვია, რომლის განათლებაც ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პოზიციებზეა აგებული.

 

  1. ბავშვის განვითარების თავისუფლების პრინციპი. ჩვენს მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდა. ვფიქრობთ, აქედან გამომდინარეობს მონტესორის მეთოდიკის მთავარი დევიზი: „დამეხმარე, რომ მე თვითონ შევძლო ამის გაკეთება“. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი საქმიანობის პირობებში ბავშვი სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდის სიხარულის გრძნობას ამ პროცესისა და საქმიანობისგან, რომელიც შინაგანად ხორციელდება და არა გარეგანი განწყობით.

 

  1. ყურადღების კონცენტრაციის პრინციპი. საგანზე შინაგანი კონცენტრაციის წყალობით შესაძლებელი ხდება ბავშვის თვითგანვითარების პროცესის წარმართვა. ამას გარდა, იგი ავითარებს გამძლეობასა და მოთმინებას, რომელიც აუცილებელია ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

 

  1. საგანგებოდ მომზადებული სასწავლო გარემოს პრინციპი, რომლის დროსაც უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები. ჩვენს ბაღში ადვილად ხელმისაწვდომ თაროებზე უხვადაა განლაგებული საგულდაგულოდ გააზრებული და მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარების შემცველი დიდაქტიკური მასალა, რომელიც ბავშვისთვის წარმოადგენს „სამყაროს გასაღებს“, რომლის მეშვეობითაც მას სისტემაში მოჰყავს თავისი ქაოსური წარმოდგენები სამყაროს შესახებ.

 

  1. სენსიტიურობის პრინციპი. მონტესორიმ გამოყო 6 წლამდე ბავშვის განვითარების 6 ძირითადი სენსიტიური პერიოდი: ლაპარაკის განვითარების, სენსორული, აღქმითი და წესრიგის დამყარების სენსიტიური, უმცირესი საგნების მოძრაობების და მოქმედებების ათვისებისა და სოციალური განვითარების პერიოდები.

 

  1. შეზღუდვისა და წესრიგის პრინციპი. წესრიგის დარღვევა და მისი აღდგენა – ბავშვის საქმიანობის უძლიერესი მოტივაციაა, რადგან ბავშვს მოსწონს, მის გარშემო არსებულ ნივთებს ხედავდეს ერთსა და იმავე ადგილზე, ხოლო ის ცდილობს აღადგინოს წესრიგი, თუ დაარღვია.

 

  1. განათლების სისტემაში პედაგოგის განსაკუთრებული ადგილის პრინციპი. თითოეული ბავშვი სწავლობს საკუთარი „საგანმანათლებლო მარშრუტით“ მისთვის კომფორტული სისწრაფით.

 

  1. სოციალური აღზრდისა და ინტეგრაციის პრინციპი. ბავშვის შეფასება ხდება საკუთარ წინა მიღწევებთან შედარებით, რაც ჰუმანური პედაგოგიკის მოთხოვნებს სავსებით შეესაბამება.

 

როგორ შეაჯამებდით 2023 წელს?

ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. ჩვენს საბავშვო ბაღში სამუშაოდ მოვიწვიეთ გერმანიაში დიპლომირებული სპეციალისტები, რომლებიც ასწავლიდნენ 14 წლის განმავლიბაში წამყვან მონტესორის სკოლებში. ამას გარდა, ჩვენი პედაგოგები გადამზადებული და სერტიფიცირებულები იქნენ მონტესორის საერთაშორისო ამი აკადემიაში ჰოლანდიასა და გერმანიაში, ასევე მე და კიდევ ორმა პედაგოგმა შევძელით ჩაგვებარებინა გერმანიაში მონტესორის უმაღლეს აკადემიაში.

 

სამომავლო გეგმები

წინ უამრავი საინტერესო გეგმები გვაქვს… ჩვენი სამომავლო მიზანია მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფციის კვლევა, კავშირი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ვფიქრობთ, რომ მონტესორის იდეების სრულყოფილი შესწავლა და პრაქტიკაში დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში გაამდიდრებს ქართულ პედაგოგიკას და ხელს შეუწყობს ახალი საინტერესო საგანმანათლებლო სასწავლო მიდგომების, პროგრამებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრების გაჩენას. მონტესორის პედაგოგიკური სისტემის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს განათლების ჰუმანური ხასიათისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების დამკვიდრებას ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებული და შემოტანილი იყოს შესაბამისი თემატიკის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, პედაგოგიკის სპეცკურსების შემუშავებასა და პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში.

 

ტექსტი: სოფო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი
Uncategorized

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი

May 13, 2025
#OK! Story – დალი კეკელიძე
OK! Story

#OK! Story – დალი კეკელიძე

May 13, 2025
#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით
Health & Beauty

#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

May 13, 2025
OK! მასპინძელი – ლემონსი
OK! მასპინძელი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 27, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

February 6, 2024
#OK! თბილისი მარიოტი მოგზაურობა საშობაოდ მორთულ ზღაპრულ სამყაროში

#OK! თბილისი მარიოტი მოგზაურობა საშობაოდ მორთულ ზღაპრულ სამყაროში

December 28, 2021
#OK! კორტნი კარდაშიანი ქორწილის აქამდე უცნობ კადრებს აქვეყნებს

#OK! კორტნი კარდაშიანი ქორწილის აქამდე უცნობ კადრებს აქვეყნებს

April 7, 2022
#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

March 24, 2023

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები