• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე

February 1, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღევანდელი ჩვენი გმირი გვიყვება, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასდროს დანებებულა. გზა, რომელიც მან თინეიჯერობიდან დღემდე საქართველოსა თუ უცხოეთში გაიარა, არ იყო მარტივი, იყო გამოწვევები, რომლებიც არ აშინებდა; ამოცანები, რომლებსაც ისახავდა და სიმშვიდე, რომლისკენაც ყველაზე მეტად ისწრაფოდა, რათა საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფს მიეღწია იმ მიზნამდე, რომლისაც ასე სჯეროდა. ჟურნალი OK! გაგაცნობთ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხილ-ბოსტნეულის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის − Rush Global-ის აღმასრულებელ დირექტორს, თამარა მაჭავარიანს.

 

ბავშვობა

ბავშვობიდან მსურდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. საკმაოდ ამბიციური ბავშვი ვიყავი, მქონდა ლიდერული თვისებები და ყველაფერს ყოველთვის ჩემით ვაღწევდი.

ოჯახში პირველი შვილი და შვილიშვილი გახლდით, შესაბამისად, ძალიან მათამამებდნენ და პირველობას მივეჩვიე. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დედა მყავდა, მაინც ვახერხებდი გართობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებას. ბეჯითად არ ვსწავლობდი, უფრო მეტიც, ზარმაცი და ცელქი ვიყავი, თუმცა წიგნების კითხვა მიყვარდა.

ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში ვიცოდი, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევდი და წინ ნათელი და დიდი მომავალი მელოდა. ამ ყველაფერს ყოველთვის ვგრძნობდი.

 

გერმანული დისციპლინა

16 წლის გერმანიაში გავემგზავრე სასწავლებლად და სამუშაოდ. ამ ქვეყანამ მასწავლა, რომ ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმო და გაწერო, თუ გინდა მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდე.

ძალიან კარგად მახსოვს ის შეგრძნებები – პირველი ხელფასი, საკუთარი თავის მართვა და თამარას ფიქრები, თუ ვინ მინდოდა ვყოფილიყავი და რისთვის მიმეღწია ცხოვრებაში. უკვე მაშინ ვხედავდი, სადაც ვიქნებოდი დღეს. გერმანიამ უფრო მეტად გამზარდა და დამოუკიდებელი გამხადა.

 

 

გზა წარმატებამდე

თითოეული პატარა მიღწევაც კი ჩემთვის წარმატება იყო. მახსოვს, ვისახავდი პატარ-პატარა მიზნებს – დღის, კვირის და თვისას. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ დიდ მიზნამდე უნდა მივეყვანე.

როგორც აღვნიშნე, ყოველთვის ვიცოდი, რა მსურდა ცხოვრებისგან. სულ მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა. აქედან გამომდინარე, საქმესაც ძალიან გონივრულად ვირჩევდი. იყო შემთხვევები, როდესაც მთავაზობდნენ სამსახურს, სადაც ხელფასი მაღალი იყო, თუმცა კარიერულად არ გამომადგებოდა და ამიტომაც ვარჩიე ბანკში, დაბალ ხელფასზე მემუშავა. სამაგიეროდ ვსწავლობდი ურთიერთობებს. ის საჭირო უნარები კი, რაც ფინანსურ სფეროში მაქვს, ბანკის დამსახურებაცაა.

ძალიან მონდომებული ვიყავი ყველა სამსახურში. ყველა ის საქმე მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი. ყოველ ჩემს ნაბიჯს ჰქონდა და აქვს მიზანი.

ვფიქრობ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მიზანდასახულობა და დისციპლინა აუცილებელია.

 

დღეს

ვცხოვრობ დუბაიში, მაქვს ჩემი რუტინა, საქართველოში ჩამოსვლისას კი ეს რუტინა ირევა.

ჩემი დილა 6 საათზე იწყება, ვსაუზმობ და შემდეგი ეტაპი მედიტაციაა. ეს უკანასკნელი მეხმარება, მთელი დღე მქონდეს ჰარმონიული და ნაკლებად სტრესული. თუ დრო მაქვს, სავარჯიშოდ მივდივარ, შემდეგ უკვე ოფისში. რუტინული დატვირთული სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ვთამაშობ ჩოგბურთს. დღის ბოლოს კი ვცდილობ დრო გამოვნახო მეგობრებისთვის და გავერთო. მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო ენერგიით მავსებს.

 

თავისუფალი დრო

ყველა ადამიანს სჭირდება განტვირთვა იმისთვის, რომ ენერგიით შეივსოს. მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა, მაინც ვახერხებ გამოვნახო თუნდაც ერთი თავისუფალი საათი. ამ დროს მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. ვინაიდან არ ვიცი რას ნიშნავს ერთკვირიანი ან ერთთვიანი დასვენება, ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, კვირაში ერთი დღე საერთოდ არ ვიმუშაო და ის პირად ცხოვრებას დავუთმო. უიქენდზე ვცდილობ წავიდე ზღვაზე, დავისვენო და გავირუჯო, მზე ენერგიით მავსებს.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დიდი და მასშტაბური გეგმები მაქვს. მინდა უფრო აქტიურად ჩავერთო ქალთა გაძლიერების მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვაპირებ იუთუბარხზე ბლოგის შექმნას, სადაც ანტრეპრენერ ქალებს რჩევებს მივცემ და არამხოლოდ. მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ბევრ ქართველ ქალს შთაგონების უნარი განვუვითარო, გავუზიარო მათ ჩემი გამოცდილება. კარგად ვიცი, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევთ ქალებს კორპორაციულ იერარქიაში თავის დასამკვიდრებლად. არაერთხელ წავქცეულვარ, არაერთი დაბრკოლება გადამილახავს. ამ ყველაფრის მერე რთულია განაგრძო ბრძოლა, ცხოვრება, რაც საბოლოოდ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება.

ამჟამად მაქვს ტურისტული კომპანია Holiday Connect Tours & Travels, ასევე ვმუშაობ დუბაიში ქართული კვების ობიექტის გახსნაზე. ვგეგმავ სხვადასხვა ქვეყანაში ფილიალების გახსნას.

 

 

რას ეტყოდით ქალებს?

ჩემო კარგებო, ვიცი, რთულია, როცა ქალი საქმეს იწყებს, რადგან ჩვენ ძალიან ემოციურები ვართ, ამიტომ გირჩევდით იმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა ემოციების მართვა ისწავლოთ. დაისახეთ მიზანი, მერე კი ამ მიზნისთვის იბრძოლეთ და ბევრი იშრომეთ. გარდა ამისა, მიზნის მისაღწევად საჭიროა სიმშვიდე, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა.

იცოდეთ, რა სირთულეც უნდა შეგხვდეთ, რამდენჯერაც უნდა დაეცეთ, ყველაფერი ჩაივლის და საბოლოოდ მაინც მიხვალთ იქ, სადაც გინდოდათ ყოფილიყავით.

გახსოვდეთ, რომ არ ხართ მარტო. ჩვენ, ქალები, ერთმანეთს ვაძლიერებთ. გჯეროდეთ,  რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ყველა მიზანი მიიღწევა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისში შეიხ რაშიდ ალ ხალიფას პერსონალური გამოფენა „პირველი სხივი“ გაიხსნა

#OK! თბილისში შეიხ რაშიდ ალ ხალიფას პერსონალური გამოფენა „პირველი სხივი“ გაიხსნა

November 8, 2023
#OK! კაილი ჯენერი: “იდუმალი” K ფაქტორის საიდუმლო

#OK! კაილი ჯენერი: “იდუმალი” K ფაქტორის საიდუმლო

May 9, 2023
#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

May 17, 2022
#OK! ჰეილი ბიბერმა სელენა გომეზისადმი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა

#OK! ჰეილი ბიბერმა სელენა გომეზისადმი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა

August 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK!  AI-ს მიერ გაცოცხლებული ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია

#OK! AI-ს მიერ გაცოცხლებული ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია

February 13, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები