• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

კაროლინ ბესეტ-კენედი მოდის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმალიზმის დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ კაროლინის ცხოვრება ხანმოკლე იყო, ის დღემდე უამრავი დიზაინერის შთაგონების წყაროა. იგი ყველაზე უკეთ გადმოსცემდა 1990-იანი წლების სულისკვეთებას და მისი სადა, უბრალო სამოსი ყოველთვის განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა.

 

 

ქერათმიანი ლამაზმანი Calvin Klein-ის პუბლიცისტისა და ამერიკელი იურისტის, ჟურნალის გამომცემლისა და ჟურნალისტ ჯონ.ფ.კენედი უმცროსის მეუღლე გახლდათ. ჯონ კენედი უმცროსი იყო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯონ კენედისა და გენიალურ ჟაკლინ კენედი ონასისის ვაჟი. დახვეწილი გემოვნებისა და საოცარი შარმის გამო, კაროლინს ხშირად ამსგავსებდნენ დედამთილს. ტრაგიკული ბედის გამო კი მას განუმეორებელ პრინცესა დაიანასთანაც აიგივებენ ხოლმე. ფაქტია, იგი ბევრისთვის სტილის ხატი და ეპოქის სახე გახდა.

 

 

კაროლინს არ უყვარდა აქცენტის გამახვილება ძვირადღირებულ ბრენდებზე. მის ჩაცმულობებზე ვერ შენიშნავდით დიდი ზომის ლოგოებსა და თვალშისაცემ დეტალებს. იშვიათად ნახავდით ბრჭყვიალა ან ძალიან ფერად სამოსში. მისი განუყრელი მეგობარი ჯინსის შარვალი იყო, რომელსაც იდეალურად უხამებდა თეთრ პერანგს. კაროლინის საყვარელი ფერები შავი და კრემისფერი გახლდათ. წვეულებებზე უმეტესწილად სწორედ შავ, სადა კაბებს ირგებდა ხოლმე. ოვალური სათვალეებისა და ბირკინის ტყავის ჩანთის გარეშე კი, თითქმის არსად დადიოდა. სამოსის მსგავსად, მაკიაჟსაც ბუნებრივს ანიჭებდა უპირატესობას. წითელი პომადა იყო ის ერთადერთი რამ, რითაც წვეულებისთვის თავს ილამაზებდა. მოდის სფეროს განსაკუთრებული ყურადღება კაროლინმა საკუთარი ქორწილის შემდეგ დაიმსახურა. მან სრულიად შეცვალა გოგონების წარმოდგენა პატარძლის ჩაცმულობაზე. ლამაზმანმა ნარცისო როდრიგესის ძალიან სადა კაბა, ყოველგვარი სამკაულისა და პომპეზური ვარცხნილობის გარეშე მოირგო, მისი მინიმალიზმი და სისადავე კი შეუდარებელი იყო. ამ დღიდან იგი პაპარაცების მუდმივი სამიზნე გახდა, რასთან შეგუებაც სიცოცხლის ბოლომდე უჭირდა. კაროლინ ბესეტ-კენედიმ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მდიდრული კაბებისა და ბრილიანტების ქონა უფრო მიმზიდველსა და სექსუალურს არ გაგხდის. თეთრი მაისური, ნაცვამი ჯინსი და ნამდვილი ღიმილი კი ყველაფერია, რათა სამყარომ შეგიყვაროს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთარი ეპოქის ინტელექტუალური გარდერობის ოქროს სტანდარტია: არაფერი ბრწყინვალე, არაფერი აშკარა, არაფერი ძალიან ბევრი.

 

 

სამწუხაროდ, ეს განსაკუთრებული გოგონა 1999 წელს ავიაკატასტროფაში მეუღლესთან და დასთან ერთად დაიღუპა. იგი სულ რაღაც 33 წლის იყო, თუმცა მაინც მოახერხა მოდის კერპი გამხდარიყო და მისი სახელი მოდის სფეროში სამუდამოდ დამკვიდრებულიყო.

 

ასევე გაეცანი

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

February 3, 2026
#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა
OK! News

#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

February 3, 2026
#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება
OK! News

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

February 3, 2026
OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს
OK! News

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

February 3, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ უვლიან ცნობილი ქალბატონები თავს

#OK! როგორ უვლიან ცნობილი ქალბატონები თავს

May 25, 2022
#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! ფერადი ზაფხული

#OK! ფერადი ზაფხული

August 6, 2023
#OK! მარტის თვეში More Beauty სიურპრიზებში ჩაძირვას გპირდებათ

#OK! მარტის თვეში More Beauty სიურპრიზებში ჩაძირვას გპირდებათ

March 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

January 30, 2026
#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

January 29, 2026
#OK! მარგო რობი „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრემიერაზე  ელიზაბეთ ტეილორის ყელსაბამით გამოჩნდა

#OK! მარგო რობი „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრემიერაზე ელიზაბეთ ტეილორის ყელსაბამით გამოჩნდა

January 30, 2026
#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

February 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები