• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ამერიკელი ტელევარსკვლავი, პროდიუსერი, ბიზნესლედი და მწერალი კრის ჯენერი Vogue Arabia-ს სექტემბრის ნომრის ყდაზე გამოჩნდა. ახლახან გაკეთებული პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვარსკვლავი საზოგადოების წინაშე საგრძნობლად გაახალგაზრდავებული წარსდგა.

   

ლოს-ანჯელესში, ნორმან ჟან როის ობიექტივის წინ კრისი Saint Laurent-ისა და Rabanne-ის სამოსით პოზირებდა, ფოტოსესიის სტილიზაციაზე კი ზენდეიას საყვარელმა სტილისტმა, ლოუ როუჩიმ იზრუნა. კრის ჯენერისთვის ეს ვოგთან პირველი თანამშრომლობა არ ყოფილა. როგორც ცნობილია, მოდისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის ბიბლიად შერაცხულ ჟურნალს გამომომცემლობა „კონდე ნასტი“ 23 ქვეყანაში გამოსცემს.  კრის ჯენერი რამდენიმე წლის წინ ვოგის  ჩეხოსლოვაკურ ვერსიაში გამოჩნდა.

კრისის გარეგნობაში ცვლილებები თაყვანისმცემლებმა გაზაფხულზე შენიშნეს, როდესაც ტელევარსკვლავი პარიზში, თავისი ქალიშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. მაშინ კიმ კარდაშიანი სასამართლოს ჩვენებას შეიარაღებული ძარცვის საქმეზე აძლევდა, რომლის  მსხვერპლიც თავად გახდა, კრის ჯენერი კი საფრანგეთში შვილის მხარდასაჭერად ჩავიდა და საზოგადოება თავისი  ახალგაზრდული იერით გააოცა. ვოგთან ინტერვიუში ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ სახის ლიფტინგი გაიკეთა.

„სახის პირველი ლიფტინგი დაახლოებით 15 წლის წინ გავიკეთე. ასე რომ, განახლების დრო მოვიდა. ოპერაციის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე. ის, რომ ასაკი გემატება, არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი უნდა მიატოვო. თუ საკუთარ კანში თავს კომფორტულად გრძნობ და ბუნებრივად დაბერება გინდა, ნურაფერს გააკეთებ, მაგრამ ჩემთვის ცვლილებების მიღება ელეგანტური დაბერების ჩემეული ვერსიაა,“ — აღნიშნა მან.

კრის ჯენერის თქმით, ლიფტინგის პროცედურა ნიუ-იორკელმა ქირურგმა, სტივენ ლევინმა ჩაატარა, თუმცა მასში კრისის თითქმის მთელი ოჯახი მონაწილეობდა — კაილი დედას თან ახლდა, კიმი კი პროცედურას ონლაინ თვალს ადევნებდა. „გადავწყვიტე ზოგი საკითხის ჩვენება, რადგან ეს შეიძლება ძალიან შთამაგონებელი იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარ თავის მიმართ არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ“— განმარტა კიმმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კარდაშიან-ჯენერის ოჯახის წევრები საკუთარ პლასტიკურ ოპერაციებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.  თავდაპირველად, კრისის უმცროსმა ქალიშვილმა, კაილიმ, ტიკტოკში მამოპლასტიკის დეტალები გაამხილა, შემდეგ საქმეში კრისის მეორე ქალიშვილი, ქლოი ჩაერთო და საკუთარ რინოპლასტიკაზე, ბოტოქსის ინექციებზე და ლიპოსაქციაზე საჯაროდ ისაუბრა.

ნოემბერში კრის ჯენერი 70 წლის გახდება, თუმცა ამბობს, რომ თავს ისევ ახალგაზრდულად გრძნობს. „არ ვიცი, როგორია იყო 70 წლის, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ“ — აღნიშნა მან. ტელევარსკვლავის თქმით, მიეჩვია, რომ „კარდაშიანების ოჯახის გენერალური დირექტორია“ და პენსიაზე გასვლას არ აპირებს: „დედაჩემი 82 წლამდე მუშაობდა და მეც ვაპირებ მის მაგალითს გავყვე. იქნებ 85-მდე?“

ვოგთან ინტერვიუში კრის ჯენერმა ისიც გაიხსენა, წარმატებამდე მისვლაში რა დაეხმარა. მისი თქმით, ახალგაზრდობაში ძალიან ბევრს მუშაობდა და საჩუქრების ჩამფუთველიდან დაწყებული, მოლარით დამთავრებული, უამრავი სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ამან ქალს საშუალება მისცა უკეთ გაეგო, რას ნიშნავს საკუთარი ბიზნესის შექმნა. „ბევრი რამ ვისწავლე ორგანიზატორულ უნარებზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე, თვითდისციპლინასა და მიზნების მიღწევაზე. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ღამით, ბალიშზე თავის დადების დროს ფიქრობს: „ღმერთო, რა შესანიშნავი დღე იყო,“ — აღნიშნავს ჯენერი.

ასევე გაეცანი

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო
OK! News

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

January 13, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები
OK! News

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ანი ბებიას და ილო ბეროშვილს მეორე შვილი შეეძინათ

#OK! ანი ბებიას და ილო ბეროშვილს მეორე შვილი შეეძინათ

December 29, 2022
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! კეტლინ ჯენერის ვიზუალური ტრანსფორმაცია ცნობილი სპორტსმენიდან მომხიბლავ ლამაზმანამდე

#OK! კეტლინ ჯენერის ვიზუალური ტრანსფორმაცია ცნობილი სპორტსმენიდან მომხიბლავ ლამაზმანამდე

April 5, 2021
#OK! პროპაგანდა – როცა სიტყვა იარაღი ხდება

#OK! პროპაგანდა – როცა სიტყვა იარაღი ხდება

February 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

January 9, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები