• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! მილენიუმი – ლიდერი ესთეტიკის სფეროში

ივლისი 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მილენიუმი“ უკვე 30 წელია რაც საზოგადოებას ერთგულად ემსახურება და ყველა იმ პროცედურას სთავაზობს, რომელიც დღევანდელ რეალობაში ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადია. ჟურნალი OK! ცენტრის დამფუძნებელსა და ექიმს − ანჟელა ბაკურაძეს ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო „მილენიუმის“ მომსახურებებისა და უპირატესობების შესახებ.

ანჟელა, უპირველესად თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბეთ. როდის დაინტერესდით პირველად ესთეტიკური მედიცინით?

ესთეტიკური მედიცინით სკოლის დამთავრებისთანავე დავინტერესდი. 1991 წელს მოსკოვში, რუსულ-ამერიკულ სასწავლებელში კოსმეტოლოგია შევისწავლე. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა და განვითარება. კვალიფიკაციას მოსკოვისა და ლენინგრადის კოსმეტოლოგიურ სასწავლებლებში ვიმაღლებდი, პარალელურად კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, მედიცინის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

ჩემი კოსმეტოლოგიური მალამოების ხაზი ოჯახიდან მომყვება, რათა დამეხვეწა და საკუთარი წვლილი შემეტანა მათ განვითარებაში. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სწავლა ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში, ბიო სამედიცინო ეკოლოგიის ფაკულტეტზე განვაგრძე. დამთავრებისთანავე კოსმეტოლოგიური ინოვაციებისა და განსხვავებული ტექნიკის შესასწავლად ხშირი ურთიერთობა მქონდა ესთეტიკური ბიზნესის რუს წარმომადგენლებთან, შემდეგ კი საქართველოსა და რუსეთს შორის განვითარებულმა კონფლიქტმა მაიძულა ჩემი კარიერული ზრდის ვექტორები უკრაინის მიმართულებით მიმემართა. კიევში 8-წლიანმა თანამშრომლობამ ესთეტიკური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან დიდი გავლენა მოახდინა საკუთარ ხედვებზე პროფესიის მხრივ. 2014 წლიდან ჩემი კარიერული ზრდის საზღვრები ფართოვდება − მონაწილეობას საფრანგეთში კოსმეტოლოგიის კონფერენციებზე ვიღებ და ევროპულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს შევისწავლი. დაუღალავმა შრომამ, წინსვლის მიზანმა დიდი წარმატება მომაპოვებინა, საშუალება მომცა 2021 წელს პრაღაში, მსოფლიო დონის კონფერენციაზე, სპიკერად წარვმდგარიყავი და გამეზიარებინა საკუთარი გამოცდილება თემაზე: „ინიექციური პროცედურების შემდგომი გართულებები, ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკა“.

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?

გარდა ქირურგიული ოპერაციებისა, პაციენტებს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველა სახის მომსახურებას, მათ შორის: ბიორევიტალიზაციას, ძაფებისა და მონოძაფების ჩასმას, ფილერს, ბოტოქსს, ცხვირის უსისხლო რინოპლასტიკას და მოდელირებას. ჩვენს ესთეტიკურ ცენტრში წარმოდგენილია აპარატული კოსმეტოლოგია, კრიოლიპოლიზი, ანუ ცხიმის მოყინვა, კაპილარების მოცილება და ლაზერული კარბოქსიპილინგი. ასევე გვაქვს აპარატი, რომელმაც შეცვალა ბლეფეროპლასტიკა − გამოიყენება ჩამოშვებული ქუთუთოებისთვის. ჩვენთან მოსულ პაციენტს შესაძლებლობას ვაძლევთ ერთ სივრცეში ისარგებლოს მისთვის ყველა საჭირო პროცედურით, რაც დამატებითი კომფორტია ნებისმიერი მათგანისთვის.

სად მდებარეობს თქვენი ესთეტიკური ცენტრი?

ესთეტიკური ცენტრი „მილენიუმი“ მდებარეობს ქუთაისში, თამარ მეფის 49 ნომერში და თბილისში, კალაუბნის პირველ ნომერში.

რომელი პროცედურებია ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი?

დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროცედურებია ცხვირის, ტუჩისა და სახის ოვალის მოდელირება.

რა სახის პრეპარატებს იყენებთ?

ვიყენებთ რასაკვირველია მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პრეპარატებს, რომელთაგან არჩევანის გაკეთება შეუძლია თავად პაციენტს. ჩვენთან ძირითადად წარმოდგენილია ევროპული და ასევე, კორეული პრეპარატები. ამ ეტაპზე ამერიკული ძაფები გახდა ძალიან აქტუალური, რომელსაც მაქსიმალურად მყარი მოჭიდება აქვს და ნებისმიერი პაციენტისთვის სასურველ შედეგს იძლევა.

 

გვესაუბრეთ ხარისხსა და შედეგებზე.

ხარისხი და შედეგი არის ის უმთავრესი, რომლის გარეშე 30 წელი ვერ შევინარჩუნებდით საზოგადოების ნდობას. საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ და დაბალი საფეხურებიდან ავედით უმაღლესამდე. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რაც გვაძლევს მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს ერთგულ პაციენტებს უფრო და უფრო მეტი შევთავაზოთ.

რა მიგაჩნიათ თქვენს ნიშად და უპირატესობად?

ჩემი საქმის ერთგულება ბოლომდე, დაუღალავი შრომა და 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. მე შევძელი საკუთარი მალამოების ხაზის შერწყმა კოსმეტოლოგიურ ინოვაციებთან. შევძელი პროფესიულად მყარად დგომა, მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელიც საქართველომ და ჩვენ, ხალხმა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან დღემდე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„მილენიუმის“ დაარსება დედაჩემის იდეა იყო, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. სამომავლოდ ვგეგმავთ დავაარსოთ სწორედ მისი − ნინო მდივნის სახელობის აკადემია.

 

FB: მილენიუმი ესთეტიკის ცენტრი • Millennium Aesthetic Centre

Tel: ქუთაისი − 599 90 87 31 / თბილისი − 555 27 70 27

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის N49 და თბილისი, კალაუბნის N1

სამუშაო საათები: ქუთაისი − 10:00AM-7:00PM / თბილისი − 9:00AM-9:00PM

ასევე გაეცანი

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ
Health & Beauty

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

აგვისტო 4, 2022
#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს
Health & Beauty

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

აგვისტო 4, 2022
#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან
Health & Beauty

#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან

აგვისტო 4, 2022
OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან
Health & Beauty

OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან

აგვისტო 1, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! Beyonce-ს ბზინვარე იმიჯი! მომღერალმა ახალი რეკორდის დამყარება მეუღლესთან ერთად აღნიშნა!

#OK! Beyonce-ს ბზინვარე იმიჯი! მომღერალმა ახალი რეკორდის დამყარება მეუღლესთან ერთად აღნიშნა!

მარტი 15, 2021
#OK! ტიმოთი შალამე 26 წლის გახდა: ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად აღიარებული მსახიობი იუბილარია

#OK! ტიმოთი შალამე 26 წლის გახდა: ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად აღიარებული მსახიობი იუბილარია

დეკემბერი 27, 2021
#OK! ქალები ჰოლივუდიდან: ჯენიფერ ჰადსონი, კრისტენ სტიუარტი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვები The Hollywood Reporter-ისთვის

#OK! ქალები ჰოლივუდიდან: ჯენიფერ ჰადსონი, კრისტენ სტიუარტი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვები The Hollywood Reporter-ისთვის

ნოემბერი 25, 2021
#OK! კარა დელევინი Harper’s Bazaar UK-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

#OK! კარა დელევინი Harper’s Bazaar UK-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

თებერვალი 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

აგვისტო 8, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

აგვისტო 9, 2022
#OK! სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი ჰემპტონსში ისვენებენ (ფოტოები)

#OK! სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი ჰემპტონსში ისვენებენ (ფოტოები)

აგვისტო 9, 2022
#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

აგვისტო 8, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×