• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “ერთხელაც ვთქვი, ამიერიდან ხალხს ვეტყვი, რომ რუსეთიდან ვარ“ – რატომ უჭირდა უკრაინიდან ამერიკაში ჩასულ მილა კუნისს საზოგადოებაში ინტეგრაცია

April 12, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მილა კუნისი 1983 წლის 14 აგვისტოს ჩერნივცში დაიბადა. დედამისი სკოლაში ფიზიკის
მასწავლებლად, მამამისი კი, პროფესიით ინჟინერ მექანიკოსი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. 1991
წელს, როდესაც მილა სულ რაღაც 7 წლის იყო, მისმა ოჯახმა უკრაინა დატოვა და საცხოვრებლად
ლოს ანჯელესში, კალიფრონიაში გადავიდა.

„თან მხოლოდ 250 დოლარი გვქონდა, ეს იყო თანხა, რისი თან წამოღების უფლებაც გვქონდა.
ჩემმა მშობლებმა უარი თქვეს თავიანთ სამსახურებზე, ყველაფერი მიატოვეს და ჩვენთან ერთად
ამერიკაში წამოვიდნენ. მახსოვს, ნიუ-იორკში ოთხშაბათს ჩავედით და პარასკევს დილით მე და
ჩემი ძმა უკვე ლოს-ანჯელესის სკოლაში ვიყავით.“

მილამ ამერიკაში ჩასვლისთანავე Rosewood-ის დაწყებით სკოლაში დაიწყო სიარული. მას
ინგლისური ენა არ ესმოდა, რაც თავდაპირველად ადამიანებთან კომუნიკაციაში დიდ პრობლემას
უქმნიდა.

„მეორე კლასი თითქმის აღარ მახსოვს. დედას და ბებიას ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ამ
თემაზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო ახალ ცხოვრებასთან შეგუება, ყოველდღე ვტიროდი. არ
მესმოდა მათი კულტურა, ვერ ვუგებდი ჩემს გარშემომყოფ ადამიანებს, ვერ ვსაუბრობდი მათ
ენაზე. მახსოვს, ერთხელ კოლეჯისთვის დაწერილ ესეში რა დავწერე: „წარმოიდგინეთ, რომ 7
წლის ასაკში ხართ უსინათლოები და ყურებში საერთოდ არ გესმით, სწორედ ასეთი გრძნობა
მქონდა, როდესაც საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვედი“.

Pictures Of Young Mila Kunis | Mila kunis young, Mila kunis, Mila kunis pics

 

მილა კუნისი ფართო საზოგადოებამ That ‘70s Show-დან გაიცნო, რომელშიც მსახიობი მის
ამჟამინდელ მეუღლესთან, ეშტონ კატჩერთან ერთად მონაწილეობდა.

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირად, ადამიანების მიერ დასმულ კითხვას, თუ
საიდან იყო მილა წარმოშობით, ვარსკვლავი უკრაინის ნაცვლად ყველას რუსეთით პასუხობდა.

„ჩემთვის არარელევანტური იყო ის, რომ უკრაინიდან ვიყავი. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,
იმდენად, რომ ყოველთვის ვამბობდი, მრავალი მიზეზის გამო, რომ რუსეთიდან ვიყავი… ერთ-
ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამერიკაში ჩამოსვლისთანავე მიჭირდა ადამიანებისთვის იმისი ახსნა
თუ საიდან ვიყავი. როდესაც საუბარს უკრაინაზე ვიწყებდი, ყველას უჩნდებოდა შემდეგნაირი
კითხვები „უკრაინა რომელი ქვეყანაა?“, „რუკაზე სად არის?“ და შემდეგ მიწევდა ამ ყველაფრის
ახსნა, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა“.

„რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, როდესაც ვამბობდი, რომ რუსეთიდან ვიყავი, აღარ მჭირდებოდა
იმის ახსნა, თუ სად მდებარეობდა ის, ამიტომ ერთხელაც ვთქვი: „შესანიშნავია, ამიერიდან ხალხს
ვერტყვი, რომ რუსეთიდან ვარ“.

Mila Kunis: Happy 37th birthday, Mila! Her most stylish looks ever

მილა კუნისმა ამჟამინდელ ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი რადიკალურად
შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ქვეყანას ომი გამოუცხადა.

„ვერც კი გამოვხატავ ან ავხსნი იმას, რაც უცებ ვიგრძენი… ღმერთო, თითქოს ვიღაცამ გული
ამომგლიჯა. ეს ყველაზე უცნაური შეგრძნება და საშინელი განცდა იყო.“

„დღეს მე ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ უკრაინელი ვარ. ჩემი ოჯახი 1991 წელს ჩამოვიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყოველთვის მიმაჩნდა თავი ამერიკელად, ამაყ ამერიკელად,
მიყვარს ყველაფერი, რაც ამ ქვეყანამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გააკეთა, თუმცა დღეს ვარ
ისეთი ამაყი იმით, რომ უკრაინელი ვარ, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვარ“.

Mila Kunis and Ashton Kutcher Relationship History

მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად GoFundMe-ზე 34 მილიონ
დოლარზე მეტი შეაგროვეს, საკუთარი ანგარიშიდან კი 3 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა უკრაინელების დასახმარებლად. როგორც საზოგადოება
უნდა გავერთიანდეთ და შევაგროვოთ 30 მილიონი დოლარი. ყველა დონაცია, არ აქვს
მნიშნელობა რამხელა იქნება, მოახდენს დაზარალებული ადამიანების ცხოვრებაზე უდიდეს
ზეგავლენას… გთხოვთ, შემოგვიერთდით თქვენი შემოწირულობებით, მეგობრებთან და ოჯახის
წევრებთან ერთად, ჩვენ ხომ უკრაინელების გვერდით ვდგავართ“.

Proud Ukrainian Mila Kunis and Ashton Kutcher's dinner with President Volodymyr Zelensky - Mirror Online

მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი უკრაინის კულტურული და პოლიტიკური საქმიანობით აქამდეც
დაინტერესებულან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც არაერთხელ შეხვედრილან.

ვარსკვლავური წყვილი ქვეყნის პირველ წყვილს და მის მეუღლეს ოლენა ზელენსკას 2019 წელს
შეხვდნენ.

Mila Kunis and Ashton Kutcher's dinner with Zelensky resurfaces as star raises £13.7m | Evening Standard

საქმიანი შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი წარმოშობის მსახიობთან და
მის მეუღლესთან შეხვედრაზე საჯაროდაც ისაუბრა:

„მე შეხვდვი უკრაინაში დაბადებულ მსახიობს მილა კუნისს და მის მეუღლეს, ასევე მსახიობსა
და პროდიუსერს ეშტონ კატჩერს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი საუბარი კინოსა და ხელოვნებაზე,
კერძოდ უკრაინის კინოინდუსტრიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვის გზებზე“.

წყვილებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს როგორც კინოხელოვნების, პოლიტიკის,
გენდერული თანასწორობის, ტექნოლოგიების და უკრაინის ტურიზმის განვითარების შესახებ.
მილა კუნისმა მოგვიანებით ინტერვიუში საუბრისას პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე
სასიამოვნოდ მოსაუბრე, ინტელექტუალური და თავმდაბალი ადამიანი უწოდა, ვისაც კი აქამდე
ოდესმე შეხვედრია.

President Volodymyr Zelenskyy Video-Chats With Mila Kunis & Ashton Kutcher, Thanks Them For Raising Millions For Ukraine | ETCanada.com

გაიგე მეტი: ეშტონ კატჩერივოლოდიმირ ზელენსკიმილა კუნისიოლენა ზელენსკა

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!
OK! News

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი
OK! Doctors

#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი

May 27, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 12, 2023
#OK! ინტერვიუ სალომე დადუნაშვილთან

#OK! ინტერვიუ სალომე დადუნაშვილთან

December 28, 2021
#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! “ბალენსიაგას” ლითონის ჩექმები და ხელთათმანები 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან

#OK! “ბალენსიაგას” ლითონის ჩექმები და ხელთათმანები 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან

November 15, 2021

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები