• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! MEN – სანდრო გეგეჭკორი

March 26, 2024
საკითხავი დრო: 9 mins read

ჩვენი ახალი რუბრიკის OK! MEN სტუმარია ახალი თაობის ცნობილი ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი. მან OK!-თან ინტერვიუს დროს საკუთარ პროფესიაზე, ბავშვობის მოგონებებზე, საყვარელ აქტივობებსა და სხვა მრავალ საინტერესო და სახალისო თემაზე ისაუბრა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sandro Gegechkori (@gegechkor)

© Instagram: gegechkor

 

ბავშვობა

ძალიან საინტერესო და სიყვარულით სავსე ბავშვობა მქონდა. დედისერთა ვარ და ყოველთვის ვიყავი განებივრებული ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით, ისინი მთელ თავიანთ სიყვარულსა და ენერგიას დებდნენ ჩემში. ბავშვობაში დედაჩემის ინიციატივით დავდიოდი ყველაფერზე – ჭადრაკზე, სპორტზე, ცეკვაზე, უცხო ენებზე და, რა თქმა უნდა, მუსიკაზე. მუსიკა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, ამავდროულად სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი.

როდესაც იმ ასაკის გავხდი, როცა თავად შემეძლო გამომეტანა დასკვნა, რა უფრო მომწონს, მივხვდი, რომ ერთადერთი რამ, რის გარეშე ერთი დღეც არ შემეძლო გამეტარებინა, მუსიკა იყო, კლასიკური მუსიკა.

ამ გადმოსახედიდან ძალიან მადლიერი ვარ და ვაფასებ დედაჩემის მიდგომას, რომ მომცა საშუალება, გამომეცადა ყველაფერი და მერე თავად ამერჩია ჩემთვის სასურველი საქმიანობა. დედა კი ამასობაში ძალიან კარგ მსმენლად იქცა, რომელსაც დღეს შეუძლია სიღრმისეულად გაარჩიოს მუსიკალური ნაწარმოები. ბებია პროფესიით მუსიკოსია, პიანისტი, დამთავრებული აქვს ხარკოვის კონსერვატორია და 30 წლის განმავლობაში მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო. ვფიქრობ, მუსიკის ნიჭი სწორედ ბებიისგან გამომყვა.

ჭიათურაში დავიბადე, იქ დავიწყე მუსიკალური განათლების მიღება, თუმცა შემდეგ თბილისში გადმოვედით, ვსწავლობდი 47-ე სკოლაში და ნიჭიერთა ათწლედში პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში. ახლაც ალექსანდრე გარბერის მოსწავლე ვარ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ  ჭიათურაში საოცარი, განსაკუთრებული პედაგოგები მყავდნენ.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sandro Gegechkori (@gegechkor)

© Instagram: gegechkor

 

მუსიკის აღმოჩენა

მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა კონკურსში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ამ გამარჯვებამ იმხელა სიხარული მომიტანა, მივხვდი, ჩემი შესრულებით რამხელა სიამოვნების მინიჭება შემეძლო ადამიანებისთვის და ამან მომცა მთავარი ბიძგი. მას შემდეგ სულ არის მუსიკა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ნაწილია, ჩემში ცხოვრობს და მანამ იარსებებს, სანამ მე ვარსებობ.

მუსიკა დაუსრულებელი აღმოჩენების პროცესია და მას შემდეგაც აგრძელებს არსებობას, როდესაც არტისტი წყვეტს ცხოვრებას. მისი აღმოჩენა ბოლომდე შეუძლებელია. მუსიკა ცხოვრებისეული სიამოვნებაა. მისი გამოკვლევითა და ძიებით უფრო მეტს და მეტს სწავლობ. ჩემს ცხოვრებაშიც ასეა, რაც დრო გადის, მით უფრო მეტს ვეძებ, მით უფრო მეტს ვუღრმავდები და მით უფრო მსიამოვნებს.

 

 

სცენაზე

პირველად ქუთაისის სცენაზე გამოვედი, 6 წლის ვიყავი. ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები დავუკარი და სიმართლე გითხრათ, იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო, – გავედი, შევასრულე, ტაში დამიკრეს, გამოვედი.

აი, რასაც ნამდვილად გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო ბარსელონაში კატალონიის სასახლის სცენა. მეამაყება, რომ პირველი ქართველი ვარ ისტორიაში, ვინც ამ კონკურსზე გამოვიდა და მოიგო. ეს იყო უდიდესი გამოცდილება და ბედნიერება, შესაძლებლობა იმის, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაიტანო შენი ქვეყნის სახელი მის საზღვრებს გარეთ. ჯამში ყველაფერი ერთად, – ევროპის შუაგულში, ბარსელობაში, საოცარ სასახლეში ურთულესი კონკურსი; შენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინე და ამდენი ადამიანი რომ გილოცავს და გულწრფელად უხარია შენი წარმატება, საოცარ შეგრძნებებს იწვევს. ეს იყო გარდამტეხი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულად დარჩება.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sandro Gegechkori (@gegechkor)

© Instagram: gegechkor

 

წარმატება და აღიარება

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. ნახტომებით, მაგრამ მაინც თანამიმდევრულად. დაიწყო შოპენის კონკურსით, მაშინ 14 წლის ვიყავი. იქ გავხდი ლაურეატი, შემდეგ იყო ვენაში გრანპრი, შემდეგ ამერიკაში ვიყავი, მერე ბარსელონაში და ბოლოს ის უამრავი კონცერტი, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავმართე.

ჩემი აზრით, პიანისტი თანამიმდევრული უნდა იყოს და ყველა ეტაპი გაიაროს. არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული ამბიციები, უნდა გამოირჩეოდეს დაბალანსებული ნიჭით, შრომისუნარიანობითა და იმ მიღწევებით, რასაც მოიხვეჭს. თუ სურს, რომ კლიბერნის კონკურსი მოიგოს 16 წლის ასაკში და ბაზაც კი არ ჰქონდეს გავლილი, სისულელე იქნება, მაგრამ თუ პიანისტს უნდა, რომ ეს კონკურსი მოიგოს და მანამდე თანამიმდევრულად იშრომებს, გაივლის უამრავ ნაწარმოებს, წაიკითხავს ბევრს, სხვა კონკურსებზე ცდის ბედს, რომლიდანაც გამოცდილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდი შანსი აქვს.

შემოქმედ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ აღიარების ხიბლში თუ გაეხვევა, აუცილებლად დაიღუპება. კლასიკურ მუსიკაში არ არსებობს უმაღლესი მწვერვალი, ყოველი დიდი მწვერვალის შემდეგ იმაზე დიდი არსებობს. რაც არ უნდა ამოწურო საკუთარი თავი, მუსიკაში მაქსიმუმს ვერ გააკეთებ, დაუსრულებელი პროცესია.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sandro Gegechkori (@gegechkor)

© Instagram: gegechkor

 

სანდრო გეგეჭკორი 10 წლის შემდეგ

ვისურვებდი მქონდეს ნამდვილი, ღირსეული საკონცერტო პიანისტის კარიერა, რომელსაც ყოველკვირეულად ექნება კონცერტები და ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანიჭებდეს სიამოვნებას.

ჩემი ოცნებაა, მომავალში იმდენად მყარად დავდგე ფეხზე, რომ უმწეო ადამიანების დახმარება შევძლო. არა აქვს მნიშვნელობა, მატერიალური დახმარება იქნება ეს თუ ფსიქოლოგიური. მინდა მქონდეს შესაძლებლობა, ადამიანებს დავეხმარო.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sandro Gegechkori (@gegechkor)

 

როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე

სამყარო მუსიკის გარეშე ძალიან უინტერესო იქნებოდა, მე ვიტყოდი – ერთი დიდი ქაოსი. მუსიკა აერთიანებს ადამიანებს, თვითონ სამყაროს აერთიანებს მუსიკა.

 

გაიგე მეტი: OK! Menსანდრო გეგეჭკორი

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე
OK! Men

#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე

May 6, 2025
#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა
Hollywood News

#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა

April 2, 2025
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე  პირველად ალაპარაკდა
Hollywood News

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა

April 1, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლეონარდო დიკაპრიოს მეგობარი გოგონა კამილა მორონე LACMA Art+Film გალას “ვერსაჩეს” დახვეწილი კაბით დაესწრო

#OK! ლეონარდო დიკაპრიოს მეგობარი გოგონა კამილა მორონე LACMA Art+Film გალას “ვერსაჩეს” დახვეწილი კაბით დაესწრო

November 11, 2021
#OK! „მადლიერება ჩემი ცხოვრების 31 წელს! დღეიდან 32 წლის ვარ…“ – დღეს ალექსანდრა პაიჭაძის დაბადების დღეა

#OK! „მადლიერება ჩემი ცხოვრების 31 წელს! დღეიდან 32 წლის ვარ…“ – დღეს ალექსანდრა პაიჭაძის დაბადების დღეა

December 9, 2022
#OK! მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილი დევა კასელი Dior-ის ჩვენებას დაესწრო

#OK! მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილი დევა კასელი Dior-ის ჩვენებას დაესწრო

September 29, 2021
#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

March 1, 2022

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები