• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK! ბათუმის ფურცლებიდან მოგიყვებით ექიმ-სტომატოლოგ, სტომატოლოგიური კლინიკა „მეგო დენტის“ დამფუძნებელ გიული მიქელაძეზე, ადამიანზე, რომლის პროფესიული გზა გულწრფელი ზრუნვისა და სიყვარულის ნაზავია. მისთვის ექიმობა ბავშვობიდანვე იყო მოწოდება – სურვილი, შეემსუბუქებინა ტკივილი და დაებრუნებინა ადამიანებისთვის ღიმილი.

„მეგო დენტი“ მისთვის მხოლოდ სამუშაო სივრცე არ არის, ის არის ადგილი, სადაც სიზუსტე და სითბო თანაბრად ფასობს, სადაც ყოველი პაციენტი მხოლოდ მკურნალობას კი არა, ნდობას და გულწრფელ დამოკიდებულებას პოულობს.

გიული მიქელაძე OK! ბათუმის მკითხველს უამბობს გზაზე, რომელიც ოჯახური ღირებულებებით, პროფესიული ეთიკითა და ადამიანური სითბოთი შეიქმნა, გზაზე, სადაც ღიმილი მთავარი მიზანია, სანდოობა კი მისი საფუძველი.

 

 

რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რომელმაც ბავშვობიდან გიბიძგათ ექიმობისკენ, მით უფრო მაშინ, როცა ოჯახში ექიმი არავინ ყოფილა?

ბავშვობიდანვე მიზანდასახული ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი – რომ ექიმობა ჩემი გზაა. ადამიანის დახმარება, ტკივილის შემსუბუქება და ღიმილის დაბრუნება, ჩემთვის ყველაზე დიდ მნიშვნელობას ატარებდა. სურვილი – გავმხდარიყავი ექიმი, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა.

 

„მეგო დენტი“ – რას ნიშნავს თქვენთვის აღნიშნული კლინიკა? მოგვიყევით როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორი იყო განვითარების ეტაპები. რა იყო ამ გზაზე ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო?

,,მეგო დენტი“ – ჩემთვის მხოლოდ კლინიკა არ არის, ეს ჩემი ოცნების ახდენის და ოჯახის ერთობლივი ისტორიაა. მეუღლის მამა, ბატონი მერაბ გოგიტიძე შესანიშნავი სტომატოლოგი იყო, სწორედ მან და ჩემი ოჯახის მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა, რომ სტომატოლოგიის გზას ბოლომდე გავყოლოდი. სამწუხაროდ, ბატონ მერაბს ავადმყოფობამ არ აცალა, ვერ მოესწრო ჩვენი საერთო ოცნების კლინიკის გახსნას. კლინიკას მისი სახელი დავარქვით – ,,მეგო დენტი“ მისი ხსოვნისა და სიყვარულის ნიშნად. კლინიკის შექმნის პროცესში გვერდში ყოველთვის მედგა მეუღლე და ასე, ერთობლივი ძალისხმევით გაჩნდა სივრცე, სადაც მომხმარებელი არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ზრუნვასა და

თბილ დამოკიდებულებას იღებს.

 

 

რამდენად შეიცვალა სტომატოლოგია თქვენი კარიერის განმავლობაში და როგორ უწყობთ ფეხს თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს?

სტომატოლოგია დღეს უზომოდ სწრაფად ვითარდება – ყოველდღე ჩნდება ახალი მიდგომები, მასალები და ტექნოლოგიები. მე და ჩემი გუნდი მუდმივად ვმონაწილეობთ ტრენინგებსა და სემინარებში, ვსწავლობთ სიახლეებს და ვცდილობთ, ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მომსახურება.

 

რას უსვამთ ხაზს როგორც პროფესიონალი, რა არის თქვენთვის კარგი სტომატოლოგის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება?

კარგი სტომატოლოგი უნდა იყოს არა მხოლოდ ზუსტი და ტექნიკურად ძლიერი, არამედ ემპათიური. პაციენტის ნდობას მოიპოვებ მაშინ, როცა ის შენგან  გულწრფელ ზრუნვას გრძნობს. ჩემთვის მთავარია, პაციენტმა დაინახოს, რომ გარდა საქმისა, მისი კომფორტი და ემოციური მდგომარეობა უპირველესია ჩვენი კლინიკისთვის.

 

ოთხი შვილის დედა ხართ. როგორ ახერხებთ პროფესიულ დატვირთვასა და ოჯახურ ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებას?

მართალია, მარტივი არ არის, მაგრამ სიყვარულით ყველაფერი შეიძლება.

ჩემი ოჯახი – ჩემთვის უდუდესი საყრდენია. შვილები მაძლევენ ენერგიასა და შთაგონებას, მეუღლე კი ყოველთვის გვერდში მიდგას და ძალას მმატებს. ჩემი კარიერის ყველა ეტაპზე ვგრძნობდი ოჯახის მხარდაჭერას, სიყვარულსა და ნდობას, რაც მარწმუნებდა, რომ ყოველთვის სწორ გზაზე ვიყავი. სწორედ ამ მხარდაჭერამ გამაძლიერა იმ მომენტში, როცა რთული გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო.

 

რა გაძლევთ ყველაზე დიდ შთაგონებას, როგორც ექიმს და როგორც დედას?

შთაგონებას ვპოულობ ადამიანებში -პაციენტებში, რომლებიც ჩემთან ღიმილით ბრუნდებიან და შვილებში, რომლებიც ყოველდღე მაძლევენ მოტივაციას – ვიყო უკეთესი.

 

 

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, რის კეთებასთან ასოცირდება თქვენთვის დასვენება?

თავისუფალ დროს მთლიანად ოჯახს ვუთმობ. მიყვარს ერთად ყოფნა, ბუნებაში გასვლა, ზღვაზე ყოფნა, მზის ჩასვლის ყურება. სწორედ ეს მეხმარება ენერგიის აღდგენასა და შთაგონების პოვნაში.

 

როგორ ხედავთ ,,მეგო დენტის“ მომავალს, რაზე ოცნებობთ პროფესიულად?

მინდა ,,მეგო დენტი“ გაიზარდოს და კიდევ უფრო განვითარდეს. გახდეს ადგილი, რომელიც ხარისხითა და სანდოობით განსაკუთრებულია. ჩემი ოცნებაა – კლინიკა იყოს სივრცე, სადაც ყველა პაციენტი იღებს იმ ზრუნვას, რასაც იმსახურებს.

 

თქვენს პროფესიაში სიზუსტე და ემპათია ერთდროულად არის საჭირო. როგორ პოულობთ ამ ბალანსს პაციენტთან ურთიერთობისას?

მგონია, რომ სწორედ ეს ბალანსი ქმნის ნამდვილ პროფესიონალიზმს. ტექნიკური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგი მხოლოდ მაშინ არის სრულყოფილი, როცა პაციენტი გრძნობს – რომ შეიძლება შენი ნდობა ჰქონდეს.

 

სტომატოლოგის მიმართ ადამიანებს ხშირად აქვთ შიში. როგორ ამსუბუქებთ პაციენტებისთვის ამ ემოციას და ქმნით ნდობის გარემოს?

მჯერა, რომ შიში ქრება მაშინ, როცა ექიმი პაციენტს ესაუბრება სითბოთი და პატივისცემით. ყოველთვის ვცდილობ – პროცედურის დროს ყოველი ეტაპი მარტივად ავუხსნა ადამიანს, რაც მასში სიმშვიდეს იწვევს.

 

არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ემოციურად, რა როლს თამაშობს ღიმილი ადამიანის ცხოვრებაში?

ღიმილი არის ადამიანის სულიერი სარკე… ის არა მხოლოდ გარეგნობას ცვლის, არამედ შინაგან მდგომარეობასაც. როცა პაციენტს თავის ბუნებრივ, ჯანსაღ ღიმილს ვუბრუნებ, ვგრძობ უდიდეს ბედნიერებას. თავდაჯერებულ და მოტივირებულ ადამიანზე მშვენიერი, დამეთანხმებით, არაფერია.

ასევე გაეცანი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის
OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა
OK! ბათუმი

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

December 28, 2025
#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი  რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას
OK! ბათუმი

#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას

December 28, 2025
#OK! რენიუ- სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ტექნოლოგია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება
OK! ბათუმი

#OK! რენიუ- სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ტექნოლოგია და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

September 30, 2023
#OK! მიხეილ გაბაიძის შემოქმედებითი გზა და სათქმელი

#OK! მიხეილ გაბაიძის შემოქმედებითი გზა და სათქმელი

October 18, 2024
#OK! სელმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი Puss in Boots: The Last Wish-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

#OK! სელმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი Puss in Boots: The Last Wish-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

December 14, 2022
#OK! ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი Jimmy Kimmel-ის შოუს ესტუმრნენ

#OK! ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი Jimmy Kimmel-ის შოუს ესტუმრნენ

October 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

December 28, 2025
ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
#OK! მანიკური 2026 – მინიმალიზმი დასრულდა, გლამური ბრუნდება

#OK! მანიკური 2026 – მინიმალიზმი დასრულდა, გლამური ბრუნდება

December 26, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები