Medcorner-ის შექმნის მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ მაღალი ხარისხის მომსახურება, თანამედროვე ტექნოლოგიები, სანდო გარემო და ინდივიდუალური მიდგომა. ეს არის სივრცე, სადაც სერვისების სრული სპექტრი დაგხვდებათ, როგორც სტომატოლოგიური, ისე ესთეტიკური მედიცინის – დაწყებული პროფილაქტიკური ვიზიტებით, დასრულებული რთული ქირურგიული და აღდგენითი პროცედურებით.

რა იყო Medcorner-ის შექმნის მიზანი?
ოთარ წიქარიშვილი, Medcorner-ის დირექტორი, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი: Medcorner-ის შექმნის იდეა 2020 წელს გაჩნდა. გვსურდა ქალაქ რუსთავში შეგვექმნა სივრცე, სადაც ესთეტიკა და სტომატოლოგია მხოლოდ მომსახურება კი არა, არამედ ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ინოვაციის ახალი სტანდარტი იქნებოდა. მიზანი იყო, მომხმარებლისთვის/პაციენტისთვის შეგვეთავაზებინა ის, რასაც გულწრფელად იმსახურებს: გამჭვირვალე მიდგომები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ადამიანური, პროფესიონალური ურთიერთობები და ხარისხიანი მომსახურება.
კმაყოფილი პაციენტი გვაძლევს ძალას, სწრაფად, დამოუკიდებლად და პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები, განვახორციელოთ ინოვაციური ხედვები და შევქმნათ გუნდი, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, შევძლოთ გამორჩეული და განსაკუთრებული მომსახურების გაწევა თითოეული პაციენტისთვის.
რა სახის პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?
ჩვენ გთავაზობთ სტომატოლოგიური და ესთეტიკური პროცედურების ფართო სპექტრს, დაწყებული პროფილაქტიკური მომსახურებიდან (სხვადასხვა სახის პროფესიული წმენდა, ლაზეროთერაპია და სხვა), დასრულებული ადღგენითი პროცედურებით, როგორიცაა იმპლანტები, გვირგვინები, „ხიდები“, პროთეზი). ასევე სამკურნალო/თერაპიული/პაროდონტოლოგიური და ქირურგიული სტომატოლოგიის სრულ სპექტრს.
კლინიკაში ასევე განვითარებულია ესთეტიკური მედიცინის მიმართულება როგორც სტომატოლოგიის (სხვადასხვა მეთოდით კბილების გათეთრება, თერაპიული და ორთოპედიული ვინირება, ორთოდონტიული მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით) ასევე კოსმეტოლოგიის ხაზით (კოსმეტოლოგიური ინიექციები) და ესთეტიკური ქირურგია (ბლეფაროპლასტიკა, ბიშექტომია, ოტოპლასტიკა და სხვა). მოკლედ რომ ვთქვათ, კლინიკის სივრცეში პაციენტს შეუძლია მიიღოს პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის საჭირო ყველა პროცედურა.
რომელ პროცედურაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტათი რთულია, რადგან ყველა პროცედურა აქტუალურია და ყოველდღიურად მომართვიანობა გვაქვს როგორც თერაპიულ პროცედურებზე, როგორიცაა: კარიესის მკურნალობა, წმენდა, რესტავრაცია, თერაპიული ვინირი, გათეთრება, ასევე ორთოპედიულ პროცედურებზე, როგორიც არის ცირკონის გვირგვინები, „ხიდები“, ორთოდონტიული მიმართულებით – ელაინერებითა და ბრეკეტ სისტემით მკურნალობა. საკმაოდ მოთხოვნადია იმპალანტაცია, CT კვლევა და პირის ღრუს სკანირება, რომელიც ასევე ერთ-ერთი ინოვაციური პროცედურაა, მისი სიზუსტისა და დიაგნოსტიკური მნიშვნელობის გამო ხშირად მოდიან პაციენტები სხვა სტომატოლოგიური კლინიკებიდანაც.
ამას გარდა, მოთხოვნადია ინიექციური პროცედურები – ფილერისა და ბოტოქსის ინიექციები. თუ პროცედურების რაოდენობას და მიმართვიანობას შევაფასებთ, ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც თერაპიულ მიმართულებაზე მოდის, თუმცა პრაქტიკაში ყველა სერვისი აქტიურად გამოიყენება.
რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული სტომატოლოგია და რა რჩევას მისცემდით პაციენტებს?
თანამედროვე სტომატოლოგიაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს პრევენციას. ხდება არა მხოლოდ კბილების, არამედ მთლიანად პირის ღრუს მდგომარეობის შეფასება, დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის ექიმების ჩართვა. გეგმური check-up ვიზიტები თავიდან აგვაცილებს პაროდონტის დაავადებებს, კარიესსა და ენდოდონტიურ პრობლემებს.

გვესაუბრეთ თქვენი ცენტრის უპირატესობებზე
Medcorner-ის ყველაზე ძლიერი მხარე ჩვენი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. ასევე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ უპირატესობად მივიჩნევთ იმას, რომ Medcorner-ს აქვს საკუთარი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რაც სტომატოლოგიურ სფეროში ძალიან იშვიათი პრაქტიკაა. ეს ნიშნავს, რომ არ ვართ დამოკიდებული გარე ლაბორატორიებზე, ნებისმიერი ორთოპედიული სამუშაო, რაც მოიცავს ცირკონის, მეტალის თუ დროებით გვირგვინებს, ჩანართებს, იმპლანტაციის მიმართულებით – შაბლონებს და მოდელირებას ოპერაციებისთვის და ნებისმიერი ინდივიდუალური დეტალი – მზადდება ჩვენთან, ჩვენს სტანდარტებზე და ჩვენს სპეციალისტებთან ერთად. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია სტერილიზაციის მაღალი სტანდარტი.
კლინიკის ბაზაზე ჩვენს კოლეგებს ასევე ვთავაზობთ უწყვეტი პროფესიული განათლების მუდმივ კურსებს, რისი მეშვეობითაც მათ ვუზიარებთ არა მხოლოდ ჩვენს გამოცდილებას, არამედ მათ ამაში ენიჭებათ საჭირო კრედიტქულები. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სწორი მკურნალობა, არამედ ნდობასა და კომფორტზე დაფუძნებული გარემოს შექმნა. კლინიკა თანამშრომლობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან. შესაბამისად, პაციენტს აქვს შესაძლებლობა, რომ მათი მკურნალობის ხარჯები თითქმის სრულად დაზღვევამ დაფაროს.
რა ესთეტიკურ პროცედურებს სთავაზობს Medcorner საზოგადოებას?
ესთეტიკური სერვისი მოიცავს სრულ კოსმეტიკურ, რესტავრაციულ და ციფრულ მომსახურებას. მეტი კონკრეტიკისთვის ჩვენ ვთავაზობთ როგორც ინიექციური პროცედურების სრულ სპექტრს (ბიორევიტალიზაცია, მეზო- და პლაზმოთერაპია, ბოტოქსისა და ფილერის ინიექციები). ასევე ქირურგიულ პროცედურებს (ბიშეტქომია, ოტოპლასტიკა, ბლეფაროპლასტიკა). თუმცა როდესაც ესთეტიკურ მომსახურებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ისეთი პროცედურები, როგორიცაა კბილების გათეთრება სხვადასხვა მეთოდით (კაპებით, ZOOM-ის აპარატით, ლაზერით), სკაისი, კბილების რესტავრაცია, როგორც თერაპიული, ასევე ორთოპედიული ვინირება, გვირგვინის დაგრძელება, რეცესიის პლასტიკა და სხვა მრავალი.
როგორ ახერხებთ, რომ მკურნალობის შედეგი ყოველთვის მაღალი ხარისხის იყოს?
თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლითაც Medcorner ბაზარზე გამოირჩევა, ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია (მათ შორის სტომატოლოგიაში მოწინავე ქვეყნებში რეგულარული ვიზიტები პროფესიული განვითარების მიზნით), გუნდური მუშაობა და ინდივიდუალურად შედგენილი მკურნალობის გეგმებია თითოეულ პაციენტზე.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი












