• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “არ მიყვარს ფოტოშოპი და არ მომწონს სრულყოფილება, ის, რაც არ არის იდეალური, ჩემთვის მიმზიდველია” – მარკ ჯეიკობსი

მარკ ჯეიკობსი - დიზაინერი, რომელმაც „ლუი ვიტონი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად აქცია

July 21, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მარკ ჯეიკობსი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული, საინტერესო, ექსცენტრიული და ნიჭიერი დიზაინერი, რომელმაც ყველასგან გამორჩეული შემოქმედებით მოდის წესები შეცვალა, ლეგენდარულ არტისტებთან შექმნილი კოლაბორაციებით კი მოდისა და ხელოვნების სამყარო გააერთიანა.

ამერიკელი ავანტგარდისტი ენდი უორჰოლი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის პოპარტული ფოტოებით არის ცნობილი, “საუკუთესო ხელოვნებაზე” როგორც ბიზნესხელოვნებაზე ისე საუბრობდა. აღნიშნული პრინციპით რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელმაც არტისტული ხელოვნება მსხვილი ბიზნესის წარმართვისთვის ისე ჭკვიანურად გამოიყენა, როგორც მარკ ჯეიკობსმა. ეს არის დიზაინერი, რომელმაც საზოგადოებისთვის ერთ დროს ნაკლებად საინტერესო კონცეფციის მქონე ბრენდი თანამედროვე ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვან კომპანიად აქცია.

მარკ ჯეიკობსი 1963 წლის 9 აპრილს ნიუ-იორკში დაიბადა. დიზაინერს 7 წლის ასაკში მამა სიმსივნით გარდაეცვალა, ოჯახში არსებული პრობლემების გამო კი ბებია ზრდიდა. 1981 წელს High School of Art and Design-ის დასრულების შემდეგ ჯეიკობსი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ, Parsons-ის დიზაინის სკოლაში სწავლობდა, სადაც ‘Design Student of the Year’-ის ტიტულიც მოიპოვა.

ახალგაზრდა ჯეიკობსს მოდის ინდუსტრიისადმი ინტერესი თავდაპირველად ბებიამ გაუღვივა. როგორც ამერიკელი დიზაინერი აღნიშნავს, მათ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ, მეტიც, თინეიჯერ მარკს გამოსაშვები საღამოსთვის სვიტერი სწორედ ბებიამ მოუქსოვა.

The Marc Jacobs" Will Be Marc Jacobs' New, Affordable Label After the Demise of Marc by Marc Jacobs

“მე არავის არ ვურჩევ სკოლის გაცდენას და ამის ნაცვლად მოდის ჩვენებებზე დასწრებას, თუმცაღა, გამოგიტყდებით, რომ მსგავსად თავადაც არაერთხელ მოვქცეულვარ. ბავშვობაში ბებია Vogue-ის ჟურნალებს ყიდულობდა ჩემთვის, თუ ძალიან გამიმართლებდა – ზოგჯერ ფრანგულ Vogue-საც. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მოდასთან.”

1984 წელს მარკმა საკუთარი ლეიბლისთვის პირველი კოლექცია შექმნა, 1987 წელს კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ყველაზე საპატივსაცემო ჯილდო (CFDA) Perry Ellis Award მიიღო.

ამერიკელი დიზაინერების საბჭომ 1992 წელს მარკ ჯეიკობსს კიდევ ერთხელ მიანიჭა განსაკუთრებული პატივი და „Grunge“ კოლექციისთვის „წლის ქალის სამოსის დიზაინერის ჯილდო“ გადასცა.

jade appeal: MARC JACOBS/LOUIS VUITTON SS 11

MARC JACOBS/LOUIS VUITTON SS 11

 

მარკმა საკუთარი ბრენდის პირველი ბუტიკი 1997 წელს ნიუ-იორკში SoHo’s Mercer Street-ზე გახსნა, მისი პირველი მომხმარებელი კი არც მეტი, არც ნაკლები პოპულარული მსახიობი და პროდიუსერი ჯულია რობერტსი გახლდათ.

ამერიკული მოდის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი გართო საზოგადოებისთვის არამხოლოდ საკუთარი  ეპონიმური ლეიბლით, არამედ Louis Vuitton-ის “დაქცეული” იმპერიის აღორძინებით არის ცნობილი. მარკ ჯეიკობსმა „ლუი ვიტონი“ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად აქცია და მოდის ინდუსტრიაში მტკიცე ადგილი დაუმკვიდრა.

MARC JACOBS FOR LOUIS VUITTON - News | LOUISVUITTON

ამერიკელი დიზაინერი Louis Vuitton-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1997 წელს გახდა, ბრენდისთვის ქალის სამოსი კი პირველად 1998 წელს წარადგინა. იმჟამინდელ კრეატიულ დირექტორს შემოქმედებით ჯგუფთან არაერთი უთანხმოება მოუვიდა, თუმცა ექსტრაორდინალური იდეებით აღსავსე ხელოვანს საკუთარ სურვილებზე უარი არასდროს უთქვამს.

“ჩემთვის მოდის ჩვენებები ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს შეგიძლია გადმოსცე იდეები არამხოლოდ ტექსტურისა და პროპორციის საშუალებით, არამედ გამოხატო საკუთარი სულიერება და ემოცია სამოსის საშუალებით. ლუი ვიტონში ახალი იდეების შესათავაზებლად და ბრენდის გასაუმჯობესებლად მიმიყვანეს. გარშემომყოფებს ხშირად არ მოსწონდათ ჩემი იდეები და მეუბნებოდნენ, რომ სამოსს პოდიუმზე ვერანაირად ვერ გაიტანდნენ. ეს იყო პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა სხვა ადამიანების მოსმენა და გამეკეთებინა ის, რასაც მივიჩნევდი სწორად.”

“მოდა – ეს შემოქმედებითი რისკია. საკუთარი თავით მხოლოდ მაშინ ვარ ამაყი, როდესაც შესაძლებლობებს ვიყენებ და ვრისკავ. შექმენით საკუთარი ხმა, სტილი და ხედვა, შემდეგ კი გააკეთეთ ის, რისიც გაკეთებაც ყველაზე მეტად გინდათ.”

Exclusive: Marc Jacobs Teaching His First Online Course [Video] – WWD

მარკ ჯეიკობსის შემოქმედებითი სტრატეგია Louis Vuitton-ში ისეთ არტისტებთან შექმნილ კოლაბორაციებთან ასოცირდებოდა, როგორებიც არიან: სტივენ სპრაუსი, ტაკაში მურაკამი, რიჩარდ პრინსი და სხვები.

“როდესაც პარიზში სამუშაოდ ჩამოვედი, საკუთარ თავს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმოვიდგენდი და პარიზში მყოდ ნიუ-იორკელ ბიჭს ვხედავდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ რომანტიკული თვალსაზრისით დავიწყე ფიქრი, ვიხსენებდი შანელსა და სკიაპარელის, დიზაინერებს, რომლებიც პაბლო პიკასოსა და სალვადორ დალის გენიალური შემოქმედებით იყვნენ შთაგონებულები.”

“არ მიყვარს ფოტოშოპი და არ მომწონს სრულყოფილება. სილამაზეს ყოველთვის უცნაურ ნივთებსა და მოვლენებში ვხედავ, რადგან ისინი ჩეთვის ბევრად უფრო საინტერესოა. სრულყოფილება მოსაწყენია, თუმცა არასრულყოფილება სიმახინჯესთან არ ასოცირდება. მიყვარს გოგონები, რომელთაც კბილებს შორის პატარა სივრცე და არა იდეალურად ვინირებული კბილები აქვთ. ის, რაც არ არის იდეალური, ჩემთვის უფრო ბუნებრივი და მიმზიდველია.

Marc Jacobs Spring 2017Fashionela

Marc Jacobs Spring/Summer 2017

 

ამერიკელ შემოქმედს სხეულზე 30-ზე მეტი ტატუ აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწორედ სიტყვა „იდეალურს“ გამოხატავს.

„კარანტინის პერიოდში ვმუშაობდი სუნამოზე, რომლის სახელის ინსპირაციაც ჩემს მაჯაზე არსებული ტატუ გახდა. ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომელიც პერმანენტულად მახსენებს იმას, რომ „იდეალური“ ყოველთვის არ ნიშნავს იყო სრულყოფილი. მე არასდროს არ მივისწრაფი სრულყოფილებისკენ, რადგან, ვფიქრობ, რომ იდეალურობა აწმყოში მიმდინარე მოვლენებშია. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცების შეცვლა არ მინდა, ან არ შემიძლია, უბრალოდ გაკვეთილები, რომლებსაც ჩემი დაშვებული შეცდომებიდან ვიღებ ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია.“

Kaia Gerber Talks Quarantine Beauty and New Marc Jacobs Fragrance Campaign — Interview | Allure

Marc Jacobs Daisy Campaign

 

მოდის სამყაროსთან დაკავშირებული მოვლენების პარალელურად მარკ ჯეიკობსი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არაერთხელ გამოჩნდა ისეთ პოპულარულ სატელევიზიო პროექტებსა და რეალითი შოუებში, როგორებიცა: The Rachel Zoe Project, The Hills, The Late Night with Jimmy Fallon და სხვები.

მარკ ჯეიკობსი 2010 წელს Times Magazine-მა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა, 2011 წელს CFDA-ის ყველაზე მნიშნელოვანი Lifetime Achievement ჯილდოს მფლობელი გახდა, 2013 წელს კი Diet Coke-მა ის კრეატიულ დირექტორად დაასახელა.

გაიგე მეტი: DaisyLouis Vuittonლუი ვიტონიმარკ ჯეიკობსი

ასევე გაეცანი

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს
OK! News

#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს

September 25, 2026
#OK! “ოჯახი განადგურებულია” – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შესახებ
OK! News

#OK! “ოჯახი განადგურებულია” – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შესახებ

September 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

January 3, 2022
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები