• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! მარადიული სილამაზე „ლოქსიტანისგან“

March 3, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჩვენს ქალაქში ყვითელ ბუტიკებს, ყვავილებითა და გამორჩეული სურნელით, თავის მოვლის საუკეთესო გზაზე მივყავართ. ეს „ლოქსიტანია“ – დახვეწილი, ელეგანტური და სურნელოვანი ფრანგული ბრენდი, რომელიც პროვანსულ სამყაროში გვეპატიჟება. ფრანგული ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოში ქალბატონებს ბუნებრივი სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება, საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. ქართულ რეალობაშიც მთავარი გზავნილი იგივე რჩება, თუმცა მას სიტყვა „ქართული“ დაემატა და ყველა ის ადამიანი გააერთიანა, ვინც ქართულ მარადიულ ბუნებრივ სილამაზესთან ასოცირდება. ნატალია ქუთათელაძე და დავით ალადაშვილი მათ რიგებში არიან და „ლოქსიტანის“ პროდუქციას წარმოადგენენ. სილამაზეზე ზრუნვა და ახალგაზრდობის შენარჩუნება სწორედ უკვდავას ხაზის პროდუქციით იწყება. ეს ულამაზესი ყვითელი ყვავილი საფრანგეთში მარადიული სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა და ასეა ჩვენთანაც. უკვდავას ყვავილის გამორჩეული თვისებები „ლოქსიტანის“ პრემიუმ ხარისხის პროდუქციაშია თავმოყრილი და ის ბრენდის ყველაზე დიდ სიმდიდრესა და ღირებულებას წარმოადგენს. „ლოქსიტანს“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ირჩევენ, მოსწონთ, ენდობიან და პატივს სცემენ ჰოლივუდშიც. მის პროდუქციას არაერთი ვარსკვლავის დღისა თუ ღამის რუტინაში აღმოაჩენთ. ბოლო წლებში მსოფლიოს სილამაზის სამყარომ ახალი ტრენდი შესთავაზა – ბუნებრივი სილამაზე. ამ გამოწვევისთვის სათანადო პასუხის გასაცემად კი ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული „ლოქსიტანის“ პროდუქცია დაგეხმარებათ.

 

 

ნატალია, პირველად როდის მოხდა შენი და „ლოქსიტანის“ შეხვედრა და დამეგობრება?

წლების წინ, როდესაც ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, სკოლასთან ძალიან ახლოს მდებარეობდა „ლოქსიტანის“ მაღაზია. ეს იყო უმშვენიერესი ინტერიერითა და საოცარი სურნელით გაჯერებული სივრცე, რომლის ცენტრშიც განთავსებული იყო დიდი თუჯის ხელსაბანი. ნებისმიერ მსურველს შეეძლო შესულიყო და სრულიად უფასოდ გამოეყენებინა „ლოქსიტანის“ ხელის მოვლის პროდუქცია. ეს პროცესი გახდა ჩემი რიტუალი, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდებოდა. მას შემდეგ დავინტერესდი „ლოქსიტანით“ და შევიძინე ხელის კანისა და სააბაზანოს პროდუქცია. ზოგადად, მე და დედას ძალიან გვიყვარს სურნელოვანი პროდუქტები და „ლოქსიტანმა“ არომატების დიდი პალიტრა შემოგვთავაზა. ეს საშუალებები სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ტოვებს ისეთ სურნელს, რომ, ფაქტობრივად, სუნამოს დასხმა აღარ არის საჭირო. მას შემდეგ „ლოქსიტანის“ ერთგული მომხმარებელი ვარ. განსაკუთრებულ უპირატესობას კი ხელის საცხებს ვანიჭებ. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ნებისმიერი საშუალება, რასაც მოიხმარ, უნდა იყოს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული და „ლოქსიტანის“ თავის მოვლის პროდუქცია ამისთვის იდეალური არჩევანია.

 

თქვენი ოჯახის სამი თაობა ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორია ქართული ბუნებრივი სილამაზე. თითოეულ მნახველს ყოველთვის აღაფრთოვანებს თქვენი გარეგნობა და ამ ყველაფრის შენარჩუნება არ არის მარტივი საქმე. შენი აზრით, რა არის ის სილამაზის საწინდარი და როგორ უნდა შევინარჩუნოთ იგი?

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მთავარი ამ ყველაფერში გენეტიკაა, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გააკეთო, მისი გაუმჯობესებაა. ნანისგან ვისწავლე, რომ შესაძლებელია საკუთარ გარეგნობაზე მუშაობა და მისი უკეთესად წარმოჩენა. ნანიმ შეძლო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შეექმნა და ამას დღემდე აქცევს ყურადღებას. თუ კარგად გავიაზრებთ, რას ნიშნავს ეს, ვფიქრობ, საკუთარ თავთან ყველაზე დიდ კომფორტსა და ჰარმონიას მივაღწევთ. რამდენიც არ უნდა იბრძოლო და შეცვალო, საბოლოოდ მაინც გიწევს, მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ ქირურგიული ან ინიექციური ჩარევა დახვეწას ემსახურება და არა რადიკალურ ცვლილებას, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ ჩვენი ბუნებრივი სილამაზე თავის მოვლის სწორი პროდუქციის შერჩევითა და გამოყენებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ. რაც დრო გადის, ვრწმუნდები – განწყობას დიდი ძალა აქვს და მადლიერების განცდა ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც ყოველდღიურ ჰიგიენას ვიცავთ, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს მიმართ მადლიერები ვიყოთ. ეს გრძნობა გავსებს და აღარ რჩება ადგილი სიბრაზისთვის. შესაბამისად, ვართ ბედნიერები და კმაყოფილები, რაც კიდევ უფრო გვალამაზებს.

 

 

რა სიახლეებია შენს კარიერულ ცხოვრებაში?

სენ სანსის ოპერის, „სამსონი და დალილას“ საპრემიერო ჩვენებები მიმდინარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მე დალილას პარტიას ვასრულებ. ეს არის შთამბეჭდავი დადგმა, საოცარი მუსიკითა და ქორეოგრაფიით, რომელსაც ემატება ახალგაზრდა სოლისტების გუნდი, რაც კიდევ უფრო საოცარ სანახაობას ქმნის. მე პირველად ვასრულებ დალილას პარტიას, რომელიც ემოციურად საკმაოდ დატვირთულია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი ლექტორი სპეციალურად ჩამოვიდა ჩემი შესრულების მოსასმენად, რაც ცვლილებებისა და სიახლეების საწინდარია. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი ჩემს კარიერაში გარდამტეხ როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა. რომ მსმენელთა უმეტესობა კეთილგანწყობილი მოდის სპექტაკლის სანახავად, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე ამას არ ვიმსახურებ და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის შვილი ან შვილიშვილი ვარ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ჩემი თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა.

 

როგორია ამჟამად შენი კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე?

ცოტა ხანში მივემგზავრები ლონდონში, სადაც ორი გამოსვლა მაქვს ჩანიშნული, შემდეგ მიუნხენში და იქიდან ისევ ბრიტანეთში ვბრუნდები. ამის შემდეგ ვარ მიწვეული ჩილესა და საფრანგეთში. ეს არის ჩემი წელიწად-ნახევრის არასრული გეგმა, რომელსაც კიდევ დაემატება სიახლეები.

 

 

დავით, თუ გახსოვს, როდის და როგორ დაიწყო შენი და „ლოქსიტანის“ მეგობრობა?

„ლოქსიტანი“ ჩემს ცხოვრებაში პირველად ნიუ-იორკში ცხოვრებისას გამოჩნდა. ჯულიარდის საფორტეპიანო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვედა კაპლინსკიმ, თავის მოსწავლეებს სწორედ „ლოქსიტანის“ ხელის საცხები დაგვირიგა. პიანისტებისთვის ხელის საცხის გამოყენება პროფესიული აუცილებლობაა. სუსხიან ნიუ-იორკში, ზამთრის პერიოდში, ხელთათმანიც ვერ იცავს კანს გამოშრობისა და დასკდომისგან. ამიტომ კარგი ხელის საცხი ყველა პიანისტისთვის გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად ცივ სეზონზე, ყველა ჯიბეში, ყველა უჯრაში მიდევს „ლოქსიტანის“ ხელის საცხი.

რამდენიმე ზაფხული მაქვს გატარებული პროვანსში და რეალურად ყველა ის მოგონება, ყველა ის კადრი, რაც მახსოვს, „ლოქსიტანის“ ესთეტიკას ემთხვევა. სეზანი, რომელიც მუდმივად ხატავდა პროვანსის ერთსა და იმავე მთას დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სწორედ ის პეიზაჟია, რომელიც ლავანდას იმ სურნელს გაგრძნობინებს, რაც „ლოქსიტანს“ აქვს. როდესაც ამ საცხს ვიყენებ, რამდენიმე წუთით მედიტაციასაც კი განვიცდი, თითქოს პროვანსში ვარ ნიუ-იორკის გავლით.

 

გაქვს თუ არა თავის მოვლის რუტინა?

ჩემს რუტინაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ხელის მოვლას, პროფესიიდან გამომდინარე, და ამ პროცესში მთავარი „ლოქსიტანის“ ხელის კრემია, რომელიც მუდმივად ჩემ გვერდითაა. სხვა მიმართულებით თავის მოვლა ჯერჯერობით არ დამიწყია, თუმცა დარწმუნებული ვარ, „ლოქსიტანის“ დახმარებით ბევრ საინტერესო პროდუქტს აღმოვაჩენ. თუკი რაიმეს ვიყენებ, ყველა მათგანი „ლოქსიტანის“ რომელიმე ხაზიდანაა, ვინაიდან ეს პროდუქცია არის ბუნებრივი, ნატურალური და, რაც მთავარია, გამოგზაურებს პროვანსის სამყაროში, იქნება ეს ფიზიკურად საფრანგეთის სამხრეთში თუ თავის მოვლის რუტინის დროს. როდესაც კონკრეტული ბრენდის თავის მოვლის საშუალებებს იყენებ, ბრენდის უნდა გწამდეს და გჯეროდეს და მე ზუსტად ვიცი, ყველა ის პროდუქტი, რომელსაც „ლოქსიტანი“ სთავაზობს მომხმარებელს, არის ბუნებრივი და ნატურალური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

რა სიახლეებია შენ პროფესიულ ცხოვრებაში?

ამ ეტაპზე ვმუშაობ ჩემს სადისერტაციო ნაშრომზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ასევე, ვმუშაობ როგორც ასისტენტ-პროფესორი. განსაკუთრებულად დიდ დროს ვუთმობ ფორტეპიანოს და ვემზადები დიდი პროექტისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პიანისტ-პედაგოგები და ველოდებით დაახლოებით 100-მდე მონაწილეს. ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ თბილისის კონსერვატორია გადაიქცევა საზაფხულო სკოლად და მას ქართველი პედაგოგებიც შემოურთდებიან. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ვიზაჟი: სოფიო საენკო

ლოკაცია: Garden Hall

ასევე გაეცანი

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ
OK! News

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

July 12, 2025
#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?
OK! News

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა
OK! News

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი Muse Magazine-ის გარეკანზე: მოდელი Justin French-ის ობიექტივში

#OK! ირინა შეიკი Muse Magazine-ის გარეკანზე: მოდელი Justin French-ის ობიექტივში

March 16, 2022
#OK! ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე 20 ბრიტანელი მსახიობი ქალი

#OK! ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე 20 ბრიტანელი მსახიობი ქალი

August 26, 2021
#OK! სტილის ინსპირაცია ანჯელინა ჯოლისგან – 47 წლის მსახიობი ლოს ანჯელესის ქუჩებში Max Mara-ს სამოსით გამოჩნდა

#OK! სტილის ინსპირაცია ანჯელინა ჯოლისგან – 47 წლის მსახიობი ლოს ანჯელესის ქუჩებში Max Mara-ს სამოსით გამოჩნდა

November 21, 2022
#OK! “არასდროს არის გვიანი გახდე დედა, ეს ღვთის საჩუქარია” – 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

#OK! “არასდროს არის გვიანი გახდე დედა, ეს ღვთის საჩუქარია” – 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

June 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში:  მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში: მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

July 10, 2025
#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები