• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლოქსიტანი პროვანსიდან – თქვენი ბუნებრივი სილამაზისთვის

April 4, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ფრანგულ პროვანსში მოგზაურობამდე, ერთი წუთით თვალები დახუჭეთ, გაზაფხულის სურნელი შეიგრძენით და მას საფრანგეთიდან, ზურგის ქარს გამოყოლილი, ლავანდისა და ნუშის არომატი დაუმატეთ. ასე იქმნება მოგონებები, ბედნიერება და ღიმილი, რომელსაც ჩვენი თავის მოვლის პროდუქტების სურნელები დაატარებენ. ახალი ემოციების შესაძენად კი მათი განახლებაც დროდადრო აუცილებელი ხდება. სილამაზის სამყაროში ღირსეულ მეგზურობას კი „ლოქსიტანი“ გაგიწევთ. სილამაზის ინდუსტრიაში არსებობს ისეთი ჯადოსნური ინგრედიენტები, რომლებიც ჩვენს ბუნებრივ სილამაზეს დაბერებისაგან იცავს. თუ ამ წინადადების წაკითხვისას თქვენ ლავანდა, ნუში, შია ან უკვდავას ყვავილი და მისგან შექმნილი თავის მოვლის პროდუქცია გაგახსენდათ, მაშინ სილამაზის სამყაროს საიდუმლო უკვე აღმოგიჩენიათ, მაგრამ თუ ამ უკანასკნელის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ, მაშინ „ლოქსიტანის“ მაგიის გასაცნობად მოემზადეთ. „ლოქსიტანი“ არის ბრენდი, რომელიც თავის მოვლის სინონიმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ამ სტატუსს ფრანგული გამოცდილება და უნიკალური ინგრედიენტები დავუმატოთ და მივიღებთ უნაკლო რუტინას, სახის კანის, თმისა და ტანის მოვლისთვის. „ლოქსიტანი“ 1976 წელს პროვანსულ ტრადიციებზე დაყრდნობით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება გახდა. ეს კონცეფცია თითქმის ნახევარი საუკუნეა, ბრენდის განუყოფელ ნაწილად რჩება. პროდუქტების უნიკალურობა კი ბუნებრივ ინგრედიენტებში იმალება, რომელიც ქალისა და მამაკაცის თავის მოვლისთვის არის განკუთვნილი. სილამაზის წესები ფრანგული პროვანსიდან საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მას არაერთი ქართველი სიამოვნებით ირჩევს. „ლოქსიტანს“ ქართულ ბაზარზე არაერთი ბრენდ-ამბასადორი ჰყავს. მათი შერჩევისთვის კი არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი. „ლოქსიტანის“ მთავარი კონცეფციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრიობაა, ამას თან ერთვის სიჯანსაღე და რა თქმა უნდა, თავის მოვლის სიყვარული. ყველა ამ კრიტერიუმს ირაკლი მაქაცარიაც აკმაყოფილებს და უკვე მრავალი წელია, მის თავის მოვლის რუტინაში „ლოქსიტანი“ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

 

 

ინტერვიუ ირაკლი მაქაცარიასთან

 

თუ გახსოვს, პირველად როდის და სად გაიცანი „ლოქსიტანი“?

„ლოქსიტანი“ ჩემს ცხოვრებაში წლების წინ გამოჩნდა. როდესაც ჩემი დის თავის მოვლის პროცესს ვუყურებდი, ვამჩნევდი ძალიან სურნელოვან და ლამაზი შეფუთვის მქონე პროდუქტებს. მაშინ დავინტერესდი ამ ბრენდით და აღმოვაჩინე, რომ „ლოქსიტანი“ ჩემი დის MUST HAVE პროდუქტებში პირველ ადგილს იკავებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საფრანგეთში მოგზაურობისას შევამჩნიე ყვეთელი ფერის სურნელოვანი ბუტიკები, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ ლოკაციებზე იყო განთავსებული. მასში ერთი მოხვედრაც საკმარისი იყო, რომ „ლოქსიტანი“ აღარასდროს დამვიწყებოდა.  ბრენდის უკეთ გაცნობისა და მასთან დამეგობრების შემდგომ, გაცილებით ხშირად ვსტუმრობ „ლოქსიტანს“. განსაკუთრებით კი დღესასწაულების პერიოდში, მაშინ, როდესაც საჩუქრებს ჩემი ოჯახის წევრების ან მეგობრებისთვის ვარჩევ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საჩუქარს ლიზასთვის ვარჩევ ხოლმე.

როგორ ფიქრობ, საუკეთესო საჩუქარი „ლოქსიტანისგან“ რა არის?

სასაჩუქრე ბოქსი, რომელიც ნებისმიერი ქალბატონისთვის იქნება საუკეთესო არჩევანი. მნიშვნელობა არა აქვს, რა ტიპის კანის მოვლას ანიჭებს უპირატესობას ან რომელი არომატი იზიდავს . „ლოქსიტანის“ მრავალფეროვან ასორტიმენტში საკუთარ პროდუქტს ნებისმიერი მსურველი აღმოაჩენს.

გაქვს თუ არა „ლოქსიტანის“ ამოჩემებული პროდუქტი, რომელსაც სულ იყენებ?

„ლოქსიტანის“ შიის ხელის კრემი და უკვდავას შრატი – ეს ის პროდუქტებია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ. უნდა აღვნიშნოთ, რომ შიის ხელის კრემი „ლოქსიტანის“ ბესთსელერი პროდუქტია. მსოფლიო მასშტაბით ეს კრემი 3 წამში 1 ცალი იყიდება. ის სულ თან დამაქვს და ყველგან მაქვს, სახლში, მანქანაში, ჯიბეში.

 

 

ზოგადად როგორ უვლი ხოლმე თავს და როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის თავის მოვლის რუტინა?

ნებისმიერი ადამიანისთვის, სქესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობასა და მოვლის რუტინაზე ზომიერი ფიქრი. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, არის საკუთარი სხეული, რომელსაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვემსახუროს. თავის მოვლაში, რასაკვირველია, იგულისხმება სხეულის ჰიგიენა და სხვადახვა პროდუქციის საჭიროებისამებრ გამოყენება.

რა გხიბლავს ამ ბრენდში ყველაზე მეტად?

პროდუქციის ხარისხი და მრავალფეროვნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის ყოველი პროდუქტი და კამპანიები არის კარგად ნაფიქრი, რათა უპასუხონ ნებისმიერ გამოწვევას. ეს არის უდიდესი ისტორიის მქონდე ბრენდი, რომელიც ატარებს მნიშვნელოვან ფასეულობას.

რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში კარიერის კუთხით?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვაქვს განსხვავებული მისწრაფებები და ინტერესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შთამაგონებელი წყაროებიც ცვლადია. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მოტივატორი არის ის მომავალი ჩემი საკუთარი თავი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი წარმატების მიღწევა და სირთულეების გადალახვა. იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია, არის ყველაზე ძლიერი მოტივაცია.

 

ინტერვიუ ლიზა ჩიჩუასთან

 

 

ლიზა, ჩვენი ამ თვის ნომრის თემაა MIND LIKE A CHAMPION. შენი ცხოვრების მოტივატორი და შთამაგონებელი ფიგურა ვინ არის ამ კუთხით?

ასეთი შთამაგონებელი ადამიანი ჩემთვის უპირობოდ არის დედა. ის ჩემთვის არის შთაგონების ნამდვილი წყარო. მისი ძალა, მისი სიბრძნე და სიყვარული მე და ჩემს და-ძმას გვიყალიბებს რწმენას, მისწრაფებებსა და ხასიათს. მისი ურყევი მხარდაჭერა და თავდაუზოგავი ერთგულება შთაგვაგონებს, მივაღწიოთ ჩვენს ოცნებებს და გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. მეც ახლახან გავხდი დედა და ვხვდები, როგორი დიდი პასუხმგებლობა მაკისრია. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს, ვუვლი ბავშვს, ვსწავლობ მედიცინის ფაკულტეტზე და ასევე, ვმონაწილეობ სხვადასხვა სამედიცინო კვლევაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავის მოვლის რუტინას არასდროს ვივიწყებ.

ზოგადად, როგორია შენი თავის მოვლის რუტინა და რა პროდუქტებია მასში თავმოყრილი?

ჩემი თავის მოვლის რუტინა, ალბათ, როგორც ყველასი, მოიცავს 3 ეტაპს.

პირველი ეს არის სახის წმენდა – ზედმეტი ჭუჭყის, ცხიმისა და მინარევების მოსაშორებლად. შემდეგი ეტაპია დატენიანება – რაც აუცილებელია კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. რეგულარული დატენიანება ასევე დაგვეხმარება დროთა განმავლობაში წვრილი ხაზებისა და ნაოჭების გაჩენის შემცირებაში. მესამე კი ეს არის მზისგან დამცავი, რათა კანი დავიცვა მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.

რა ნიშნით არჩევ ხოლმე თავის მოვლის პროდუქტებს?

ორგანულ პროდუქტებს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც სინთეზური პესტიციდების ან სასუქების გარეშეა. ეს პროდუქტები თავისუფალია მავნე ქიმიკატებისა და დანამატებისგან, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი ან გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. სწორედ ამ კონცეფციის მატარებელია „ლოქსიტანის“ პროდუქციაც.

 

 

ლიზა, თუ გახსოვს, პირველად სად და როდის გაიცანი „ლოქსიტანის“ ბრენდი?

„ლოქსიტანი“ საფრანგეთში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, 2015 წელს, თუ არ ვცდები. მას შემდეგ ყოველდღიურად ვიყენებ „ლოქსიტანის“ მინიმუმ ორ პროდუქტს მაინც. იმის მერე, რაც ირაკლი „ლოქსიტანის“ ბრენდს წარმოადგენს, კიდევ უფრო შემიყვარდა „ლოქსიტანი“. რაც მთავარია, აღმოვაჩინე, რომ ჩემი და ირაკლის გემოვნება ამ კუთხითაც ემთხვევა.

რა გიზიდავს ყველაზე მეტად „ლოქსიტანის“ პროდუქტებში?

L’Occitane-ის პროდუქცია მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტებით არის დამზადებული, რომლებიც მიღებულია საფრანგეთის პროვანსის რეგიონიდან. ზოგიერთი ძირითადი ინგრედიენტი, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება L’Occitane-ის პროდუქტებში, მოიცავს შიის კარაქს, ნუშის ზეთს, ლავანდის, უკვდავას ეთერზეთს. ეს ინგრედიენტები საგულდაგულოდ არის შერჩეული მათი მკვებავი, დამამშვიდებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებების გამო, რაც L’Occitane-ის პროდუქტებს პოპულარულს ხდის, მათ შორის, ვინც ეძებს ბუნებრივ და ეფექტურ კანის მოვლის, სხეულის მოვლისა და სურნელოვან პროდუქტებს.

რომელ პროდუქტს გამოარჩევდი „ლოქსიტანის“ ასორტიმენტიდან?

ყველა პროდუქტი გამორჩეული და საყვარელია, თუმცა გამოვყოფდი შიის კარაქის ხელის კრემს, რომელიც უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას მშრალი ხელებისთვის და ნუშის შხაპის ზეთს, რომელიც გარდაიქმნება ქაფად და იდეალურია კანის გასაწმენდად და დასატენიანებლად.

შენი აზრით, რომელია „ლოქსიტანის“ must have პროდუქტი, რომელიც ყველა ქალის ჩანთაში უნდა იდოს?

შიის კარაქის ხელის კრემი და ნუშის შხაპის გელი ჩემი ფავორიტია, ასევე  L’Occitane-ის ტუჩის ბალზამი: მათი დამატენიანებელი ტუჩსაცხი შესანიშნავია ტუჩების დატენიანებისთვის და, ამასთანავე, არაჩვეულებრივი სურნელი აქვს.

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

მაკიაჟი: სოფია საენკო

სტილი: თამთა დალაქიშვილი

ლოკაცია: Radisson Red

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

August 3, 2023
#OK! “შანელის” 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Chanel FALL 2022 READY-TO-WEAR

#OK! “შანელის” 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Chanel FALL 2022 READY-TO-WEAR

March 11, 2022
#OK! სინდი კროუფორდმა და კაია გერბერმა უჩივლეს მამაკაცს, რომელიც დედა-შვილს უთვალთვალებს

#OK! სინდი კროუფორდმა და კაია გერბერმა უჩივლეს მამაკაცს, რომელიც დედა-შვილს უთვალთვალებს

October 23, 2025
#OK! უკეთესი ხვალინდელი დღე – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR) და მისი გლობალური ზემოქმედება

#OK! უკეთესი ხვალინდელი დღე – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR) და მისი გლობალური ზემოქმედება

February 20, 2024

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

March 7, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები