• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლია ბაგრატიონი: შემოქმედება პროცესია და ეს პროცესი მაბედნიერებს

April 16, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ინსპირაციას, რომლითაც თავის საოცარ და შინაარსით დახუნძლულ ნამუშევრებს ქმნის, მოკლე ჩართვას ეძახის. მისი არცერთი გამოფენა არ ჰგავს ერთმანეთს და არც საკუთარი იდეის პროვოკაციულად გამოხატვის ეშინია. რვეულში იწერს და ხატავს იდეებს, რომელთაც წლობით ინახავს და არავინ იცის, რა ფორმით ან რომელ სივრცეში შეიძლება ვიხილოთ.

 

 

ლია ბაგრატიონი: მამა არქიტექტორი იყო. მეც გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურულზე ჩამებარებინა. მისაღები გამოცდებისთვის თამაზ ხუციშვილი მამზადებდა და კატეგორიულად მომთხოვა, ფერწერაზე ჩამებარებინა. მეც სიამოვნებით მივიღე მოთხოვნა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მოულოდნელად, ისე, რომ არც ვიცოდი, კერამიკა რა იყო, არჩევანი კერამიკის სასარგებლოდ შევცვალე. მითხრეს, რომ კერამიკაზე ღამე გამოწვები ჰქონდათ და ამან მაგიური გავლენა მოახდინა ჩემზე. თუმცა აკადემიაში სწავლისას არასოდეს ღამით გამოწვებში მონაწილეობა არ მიმიღია.

დავამთავრე აკადემია და 20 წელი ჩემი პროფესიით სერიოზულად არც მიმუშავია. შემდეგ ისე მოხდა, რომ 2000 წელს დამპატიჟეს ქართველი კერამიკოსების პირველ სიმპოზიუმზე. დავთანხმდი. მაინც მენანებოდა იმის დაშვება, რომ მხატვრობას თავი საბოლოოდ დავანებე. ვიფიქრე, ვცდი და თუ გამომივა, გავაგრძელებ-მეთქი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ამ კონკურსში მივიღე გრან პრი. ეს იყო სტიმული. შემოქმედება პროცესია და ამ პროცესში ყოფნა მაბედნიერებს.

ალბათ შემთხვევით არაფერი ხდება, ალბათ, არც ის 20 წელი გავაცდინე შემთხვევით. არავინ იცის, რომ მემუშავა, რა გამოცდილებას დავაგროვებდი.

თავდაპირველად „ვთამაშობდი“ მითოსის და არქაული ფორმების შეჯვარებით. ვქმნიდი ჩემებურ მითოლოგიას. ეს იყო მდგომარეობა, როდესაც შემოქმედება იქცევა თამაშად, მაგრამ თამაშად, რომელსაც მე ძალიან სერიოზულად ვუდგები.

ასე გაგრძელდა 4-5 წელი და ამ თემატიკამ თავი ამოწურა, მომბეზრდა და კიდევაც დიდი გამოფენით დავასრულე ლიკა მამაცაშვილთან „ქარვასლაში“. მერე ისევ შევჩერდი. მივხვდი, რომ გზაგასაყარზე ვიყავი.

 

 

 

თიხა

თიხას მეხსიერების ჭურჭელი ვუწოდე. მას მრავალნაირ ველზე შეუძლია მოქმედება – უტილიტარული საგნებიდან დაწყებული, კონცეპტუალურ ხელოვნებამდე. თიხა თანამედროვე ხელოვნების ტერიტორიაზე მისი სუბსტანციის დაუსრულებელ მეხსიერებაში ჩადებული ფორმებითა და უნარებით ოპერირებს. თიხით მუშაობისას ჩემთვის წამყვანი არის იდეა და კონცეფცია, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ ნამუშევრის გარეგნულ ფორმას მნიშვნელობა ეკარგება.

 

 

მოკლე ჩართვა

ინსპირაციის წყარო სხვადასხვა რამე შეიძლება იყოს. ერთხელ საჭესთან ვიჯექი, მანქანაში ჩართული იყო რადიო და გავიგონე: „ლაოძიმ თქვა, ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის“. ეს იმ დღეს პირველად კი არ მოვისმინე, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში მქონდა რეაქცია ამ სიტყვებზე. ალბათ, არსებობს ემოციური მზაობა არტისტისთვის, როცა მას შთაგონების დაჭერა შეუძლია. ეს რომ მოვისმინე, კინაღამ გული გამიჩერდა. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა უნდა გამეკეთებინა. გავაკეთე და მშვენიერი გამოფენაც გამოვიდა. თუმცა, ხდება ისეც, რომ იმ მომენტში გაქვს ეიფორია, მოდის იდეა და რჩება იქვე, არც არაფერი გამოდის. მე იდეისგან მოგვრილ ეიფორიას მოკლე ჩართვას ვეძახი. მერე მიხარია, რომ ამ იდეას უნდა შევეჭიდო. შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, ტექნიკურად ვერ შედგეს. ხან ეს პროცესი ძალიან რთულია, ხან ძალიან მარტივი. ბევრს ფიქრობ, მერე შეიძლება სიახლის შეგრძნება გაფერმკრთალდეს და მოდის ფიქრი, აი, ახლა ეს რა სისულელეა, ეს რა გასაკეთებელია. ერთხელ გამოფენა მქონდა „ქარვასლაში“, უზარმაზარი ქალები მყავდა დასაყენებელი დარბაზში. უცებ დავჯექი სადღაც კუთხეში და დავიწყე ტირილი. იმწუთას ვფიქრობდი – ეს რა საშინელებაა, საერთოდ რატომ ვიფიქრე, რომ ამის გამოფენა შესაძლებელი იყო-მეთქი.

ზოგადად, გამოფენა ასრულებს ნამუშევარს. ყველა გამოფენა მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც არ უნდა ფეხი მომისრიალდეს. ჩემს ყველა ნამუშევართან მაქვს ემოციური კავშირი, შემიძლია გავყიდო ნებისმიერი მათგანი, მაგრამ ემოციური ბმა მაქვს ყველასთან.

 

 

 

პროვოკაცია

ჩემი ტვინი ასეა მოწყობილი. ჩემი მიზანი ხომ არ არის, პროვოკაციები მოვაწყო. ეტყობა, ჩემი შინაგანი არსი ასე გამოხატავს ჩემს განწყობას. მქონდა ერთი ჰეფენინგი „დედიკას“ გალერეაში, რომელსაც დავარქვი „1001 რაუნდი“. ერთი კარიდან შედიოდი ვიწრო დერეფანში და გამოდიოდი მეორე გასასვლელიდან. ხალხი ისე იბნეოდა… პირველი ვინც მოვიდა ჟურნალისტი, მეჩხუბა, სად არის ნამუშევრებიო. ზუსტად ამ ხალხის სიარული იყო ნამუშევარი – ის ემოცია, რომელიც იქ გავლისას გეუფლებოდა. ნამუშევარი ფიზიკურადაც იყო – გალერეა გადავაკეთე დერეფნად. მაშინ მახსოვს, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა – არ შეგეშინდათ ხალხის რეაქციისო? რისი უნდა შემშინებოდა, მე ხომ გულის ოპერაციას არ ვაკეთებდი? მე ვქმნი – ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა. ხელოვნებაც ეგაა, ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს.

ერთდროულად ბევრი რამე მიტრიალებს თავში. რვეულში ჩამოწერილი მაქვს, ჩახატული მაქვს რაღაცები. დღეს შეიძლება გავაკეთო 15 წლის წინ მოფიქრებული ამბავი. იდეას ხან მომწიფება სჭირდება, ხან მაშინვე განხორციელება. ჩემს საქმეს ერთი სპეციფიკა აქვს, ჩემთვის ვერ გავაკეთებ – ამას სჭირდება თანხა, ამას სჭირდება ადგილი. უნდა იყოს შემოთავაზება. იდეა მოდის და ვიცი, რომ შესაძლებელია ეს გაკეთდეს. ყველა გალერეაში ვერ გავაკეთებ, ის, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ ოთახში, არ გამოვა სხვა ოთახში. ამიტომ არის იდეები, რომელიც რაღაც დროით მიძინებულია, სანამ მისი განხორციელებისთვის არ შეიქმნება საჭირო გარემოებათა ერთობლიობა. ახლა ორი დიდი ინტალაციისთვის ვემზადები, ჯერ ვერ მოგიყვებით.

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ფოტოგრაფიაში ასახული ბედნიერი ადამიანების სამყარო

#OK! ფოტოგრაფიაში ასახული ბედნიერი ადამიანების სამყარო

December 1, 2022
#OK! “მის სამყარო 2023” ნიკარაგუელი მოდელი შეინის პალასიოსი გახდა

#OK! “მის სამყარო 2023” ნიკარაგუელი მოდელი შეინის პალასიოსი გახდა

December 15, 2023
#OK! ელის მარია სააკაშვილის სატელევიზიო დებიუტი “მთავარ არხზე” და მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი რუსთავის ციხიდან

#OK! ელის მარია სააკაშვილის სატელევიზიო დებიუტი “მთავარ არხზე” და მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი რუსთავის ციხიდან

February 6, 2022
#OK! მედიცინის მაღალი რისკის ზონა  40-წლიანი გამოცდილება მეან-გინეკოლოგიაში

#OK! მედიცინის მაღალი რისკის ზონა 40-წლიანი გამოცდილება მეან-გინეკოლოგიაში

October 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 19, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

February 22, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები