• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მონიკა ბელუჩის ქალიშვილი, ლეონი კასელი, Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

March 24, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მონიკა ბელუჩი უკვე წლებია Vogue Italia-ს ერთ-ერთი საყვარელი ფიგურაა და არაერთი მნიშვნელოვანი ყდისა თუ ფოტოსესიის ნაწილი გამხდარა. მისი ეს ახალი გამოჩენაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კონცეფციის გამო –  დედა-შვილის დუეტი მოდის ინდუსტრიაში ყოველთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, რაც თაობებს შორის კავშირსა და სტილის გადაცემას უსვამს ხაზს.

 

 

ლეონი კასელი, რომელიც მონიკა ბელუჩისა და ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელის ქალიშვილია, აქამდე იშვიათად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით მოდის სფეროში. სწორედ ამიტომ Vogue Italia-ს ეს პროექტი ბევრისთვის მისი ერთგვარი „დებიუტად“ აღიქმება. საინტერესოა, რომ მისი უფროსი და, დევა კასელი, უკვე აქტიურად არის ჩართული მოდის ინდუსტრიაში და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Dolce & Gabbana, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ინტერესს ლეონის მიმართ.

 

 

ფოტოსერია ასახავს ბელუჩი-კასელების ოჯახის ორი თაობის კავშირს. მონიკა კვლავ გამოირჩევა თავისი დახვეწილი ელეგანტურობით, ნაზი, ნეიტრალური ტონებით, ხოლო ლეონი თანამედროვე, მეტად ფერადი და ახალგაზრდული იმიჯითაა წარმოდგენილი.

ლეონი კასელმა Vogue Italia-ს ინტერვიუში საკუთარ სამყაროსა და შინაგან განწყობებზე გულწრფელად ისაუბრა. მისი მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი მარტივია, თუმცა ღრმა — „არაფერი კეთდება სიყვარულის გარეშე“. როგორც თავად ამბობს, ეს არის განცდა, რომელიც მას ყოველდღიურად თან სდევს –  დილით გაღვიძებისას, მეგობრებთან ურთიერთობისას თუ დედასთან, მონიკა ბელუჩისთან ერთად გატარებულ უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში.

15 წლის ლეონი საკუთარ თავს ძალიან მგრძნობიარე ადამიანად აღწერს — მას ახსოვს ყველაფერი, რასაც გრძნობს ან ისმენს და სწორედ ეს ემოციურობა აყალიბებს მის პიროვნებასაც. მუსიკა, მოგზაურობა და ყოველდღიური შთაბეჭდილებები მისთვის შთაგონების მთავარი წყაროა, ხოლო სიმღერა ერთ-ერთი ფორმაა, რომლითაც საკუთარ თავს გამოხატავს.

ინტერვიუში განსაკუთრებულად იგრძნობა დედა-შვილის კავშირიც – მონიკა ბელუჩისთვის ლეონის ზრდა ბუნებრივი, მაგრამ ემოციური პროცესია, რომელსაც ყურადღებით აკვირდება. მათი ურთიერთობა არა მხოლოდ ოჯახური სიახლოვით, არამედ საერთო ესთეტიკითა და ქალურობის გაზიარებითაც გამოიხატება. დედის გარდა ლეონმა ინტერვიუში მისი უფროსი და დევაც ახსენა „მაგრამ ჩემთვის ერთადერთი მისაბაძი ადამიანი ჩემი და, დევაა,“ ის ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო; მთელი ცხოვრება ჩემი კუმირი იყო. ზოგჯერ მას ისე ვუყურებდი, თითქოს ღმერთი ყოფილიყო.“ – ამბობს ლეონი უფროს დაზე, რომელმაც სახელი მის დას დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე შეურჩია.

ლეონმა ინტერვიუში საკუთარ თაობაზე — Gen Z-ზეც ისაუბრა, რომლის წარმომადგენლად ის თავისუფლებას, მრავალფეროვნებასა და საკუთარი თავის ძიების პროცესს უსვამს ხაზს. როგორც კასელმა ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის სოციალური მედია სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთი ფორმაა, ხოლო სტილი – ინდივიდუალობის გამოხატვის საშუალება, სადაც ბავშვური და მოზრდილი ელემენტები ერთმანეთში ბუნებრივად ერწყმის.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 16 წლის ლეონს ჯერ კიდევ წინ აქვს გზა და საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიუღია, ის უკვე ავლენს იმ თავდაჯერებულობასა და ინტერესს ცხოვრების მიმართ, რაც მას მომავალში მრავალ მიმართულებას გაუხსნის – იქნება ეს მოდა, მუსიკა თუ სხვა შემოქმედებითი სფეროები.

 

თუმცა, ფოტოსესიას საზოგადოებაში ერთგვაროვანი რეაქცია არ მოჰყოლია. Vogue-ის ინსტაგრამ პოსტებზე არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ლეონის გამოჩენა შესაძლოა ნეპოტიზმის მაგალითიც იყოს – აზრი, რომელიც ხშირად ჩნდება, როცა ცნობილი ადამიანების შვილები მოდის ინდუსტრიაში იჩენენ თავს და ყურადღებას მარტივად იპყრობენ. ზოგიერთი კომენტარის მიხედვით, მსგავსი შესაძლებლობები ახალ სახეებს ნაკლებ სივრცეს უტოვებს და ინდუსტრიაში კონკურენციას არათანაბარს ხდის.

მიუხედავად ამისა, არსებობს სრულიად განსხვავებული პოზიციაც – ბევრი მიიჩნევს, რომ ლეონი ბუნებრივად ჯდება მოდის სამყაროში და მის გარეგნობასთან ერთად მუკვე გამოიკვეთა ინდივიდუალური სტილი და ხასიათი. მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ საწყისი პლატფორმა შესაძლოა ოჯახურმა ფაქტორმა მისცა, თუმცა საბოლოოდ სწორედ პირადი შრომა, ქარიზმა და თვითგამოხატვის უნარი განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ის ამ სფეროში დამკვიდრებას. ამ ეტაპზე კი ლეონი კასელი უკვე იწვევს ინტერესს როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, რომლის კარიერაც შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო ფართოდ განვითარდეს.

ასევე გაეცანი

#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?
OK! News

#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?

November 13, 2026
#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება
OK! News

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება – როგორ ცხოვრობს მსახიობი დემენციასთან ერთად
OK! News

#OK! ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება – როგორ ცხოვრობს მსახიობი დემენციასთან ერთად

November 13, 2026
თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა
OK! News

თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა

November 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები