• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Lename – როდესაც ხარისხი და განსხვავებულობა თქვენთვის უპირატესია

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Lename ყველასთვის ძალზე ნაცნობი ქართული ბრენდია, რომელსაც ჟურნალ OK!-ის მკითხველიც კარგად იცნობს, რადგან უკვე არაერთხელ მომხვდარა ჩვენს ობიექტივში. ბრენდი გამოირჩევა დახვეწილი სტილით, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ სიტუაციაში მოიწონოთ თავი და იყოთ განსხვავებული. გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებელ ელენე გიორგაძესთან.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი ბაზარზე გამოჩნდა და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

ბრენდის ისტორია იწყება 2016 წლიდან და უკვე მეექვსე წელია არსებობს ბაზარზე. მუშაობა დავიწყე ონლაინმაღაზიით და ძალიან მცირე ინვესტიციით. ბრენდმა საკმაოდ მოკლე დროში დაიმსახურა მომხმარებლების მოწონება და დაარსებიდან რამდენიმე თვეში უკვე შევძელი გამეხსნა საკუთარი მცირე სახელოსნო და ფიზიკური შოურუმი. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მონდომებისა და შრომის შედეგია ბრენდის წარმატება. ის, რომ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მივიწევთ წინ და კიდევ უფრო ბევრ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს.

 

ძირითადად, რომელი სტილის სამოსს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

კოლექციებს ვაახლებთ სეზონურად და მომხმარებელს კოლექციის გამოსვლისთანავე შეუძლია მისი შეძენა. კოლექციებში გვაქვს ძირითადად ყოველდღიური სამოსი და საღამოს კაბები, რითაც, ვფიქრობ გამორჩეულია ბრენდი და საკმაოდ მყარად გვიჭირავს ეს ნიშა ბაზარზე. ბევრი მომხმარებლისთვის „ლენეიმი“ ლამაზ კაბებთან ასოცირდება, თუმცა პანდემიის პირობებში, როდესაც საღამოს კაბებზე მოთხოვნა შემცირდა, იმისთვის, რომ ბრენდს მუშაობა არ შეეწყვიტა და შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები, მომხმარებელს შევთავაზეთ სპორტული ხაზიც, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

სად მდებარეობს თქვენი შოურუმი?

შოურუმი მდებარეობს თბილისში, ბარნოვის 57-ში.

რა სიახლეებს უნდა ელოდოს საზოგადოება შემოდგომის სეზონისთვის?

ახალ კოლექციასთან ერთად, ვმუშაობთ ონლაინშოფინგის საიტზე, რომელიც ნოემბრიდან ჩაეშვება და კიდევ უფრო გავუმარტივებთ ჩვენს მომხმარებელს პროდუქციასთან წვდომას და მის შეძენას.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის ბრენდის უპირატესობა და განმასხვავებელი ნიშა?

ბრენდის უპირატესობა პროდუქციის ფასი და ხარისხია. მაქსიმალურად ვცდილობ მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი, რათა ასე თუ ისე, ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბრენდს უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე უჭირავს ნიშა საღამოს გამორჩეული კაბებით.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

სეზონიდან სეზონამდე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ ხარისხი და მომსახურება. საქართველოს პირობებში ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან არ გვაქვს ფაბრიკები, განვიცდით პროფესიონალი კადრის სიმცირეს და ძალიან რთულია ხარისხიანი მასალის მოძიება. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ აქცენტს ვამახვილებთ ნატურალურ და ბუნებრივ მასალებზე. კოლექციები მზადდება იტალიური და თურქული ქსოვილებით.

როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბრენდი საკმაოდ წარმატებულად იყიდება როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, და მთავარი მიზანი ამ ეტაპზე გაყიდვების არეალის გაფართოებაა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ვმუშაობთ ონლაინშოფინგის საიტზე, რაც ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.

 

FB: Lename911

INSTA: lename911

ბარნოვის ქ. N57

TEL: 599 49 49 46

ასევე გაეცანი

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში
Fashion

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში

March 12, 2026
#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

March 12, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე
Fashion

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე
Fashion

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! 56 წლის მონიკა ბელუჩი F Magazine-ის ივნისის ნომრის გარეკანზე

#OK! 56 წლის მონიკა ბელუჩი F Magazine-ის ივნისის ნომრის გარეკანზე

June 28, 2021
ლელა წურწუმია – OK! ექსკლუზივი

ლელა წურწუმია – OK! ექსკლუზივი

December 19, 2024
#OK! ბოროტმოქმედებმა ეგვიპტის მუზეუმიდან მოპარული 3000 წლის სამაჯური გაადნეს და გაყიდეს

#OK! ბოროტმოქმედებმა ეგვიპტის მუზეუმიდან მოპარული 3000 წლის სამაჯური გაადნეს და გაყიდეს

September 19, 2025

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! რენიუ – პლასტიკურ/რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ესთეტიკის ინოვაციური სივრცე

#OK! რენიუ – პლასტიკურ/რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ესთეტიკის ინოვაციური სივრცე

March 13, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები