• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ლელა წულუკიძე ჟურნალ OK!-ის ობიექტივში

September 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ OK!-ის რუბრიკის სტუმარი ლელა წულუკიძეა, რომელმაც საკუთარი 15-წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში არაერთი სასტუმროს მართვა შეითავსა და ბოლო რამდენიმე თვეა, რაც „მონარქის“ გუნდს შეუერთდა. მისი პროფილი უფრო მეტად სასტუმროების გახსნის, მოწყობის, ჩაბარებისა და მართვის მიმართულებით განვითარდა და როგორც თავად აღნიშნა, საამისოდ ყველაფერს აკეთებს და სამომავლოდაც არაერთი გეგმა აქვს ამ მიმართულებით. მაშ ასე, გთავაზობთ OK!-ის ინტერვიუს ლელა წულუკიძესთან, სადაც თავად უფრო უკეთ გვიამბობს საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

ლელა, უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა სრულიად სხვა მიმართულება ავირჩიე და უკვე 15 წელია, რაც სასტუმროების სფეროში ვსაქმიანობ. საკმაოდ ვრცელი გზა გავიარე და ამ დრომდე არაერთ სასტუმროსთან ვითანამშრომლე სხვადასხვა მიმართულებით.

ჩემი ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს უცხოელებთან ნავთობის სფეროში მუშაობას უკავშირდება, შემდეგ, 2008 წლის დასაწყისში, ქობულეთში პირველი ქართული 5-ვარსკვლავიანი ბრენდი – „ჯორჯიან პალასი“ იხსნებოდა, სადაც მივედი, როგორც გენერალური მენეჯერის თანაშემწე, თუმცა ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები: სასტუმროს გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გენერალური მენეჯერი წავიდა საზღვარგარეთ და მომიწია მისი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, შემეცვალა სტატუსი და გავხდი აღმასრულებელი დირექტორი. „ჯორჯიან პალასში“ 10 წელი გავატარე. ჩემთვის ძალიან საინტერესო და დიდი გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იყო, განსაკუთრებით ბატონ თემურ ჭყონიასთან მუშაობა და შემდეგ ამხელა სპა-სასტუმროს ხელმძღვანელობა. ძალიან ბევრი რამ შემძინა ამ წლებმა – პრაქტიკული გამოცდილების მიღებით დაწყებული, სასტუმროს მართვისთვის საჭირო უნარების შეძენით დასრულებული.

ამ არაჩვეულებრივი გამოცდილების შემდეგ, 2018 წელს შევუერთდი „აჭარა ტურის“ გუნდს, სადაც დამფუძნებლებისგან მივიღე შემოთავაზება გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. ბათუმის „ინტურისტებს“ იბარებდნენ სამართავად და მეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბათუმის „ინტურისტების“ ინოვაციაზე. სწორედ ამ პერიოდში გაახლდა საუკუნოვანი ისტორიის მქონე „ინტურისტიც“.

ჩემი პროფილი უფრო მეტად სასტუმროების გახსნის, მოწყობის, ჩაბარებისა და მართვის მიმართულებით განვითარდა. ამ ყველაფრის შემდეგ ორი პატარა სასტუმრო გავხსენი. მოგვიანებით კი ერთი წელი ჩეხებთან ვიმუშავე ცოტა განსხვავებული პროფილით.

2019 წლის თებერვალში ანბანის კოშკის მენეჯმენტის გუნდს შევუერთდი. ამ კომპანიის მფლობელობაშია მახინჯაურში „მზიური გარდენსი“ და ბუტიკის სტილის საერთაშორისო ბრენდი ერას მოედანზე. მოგვიანებით კი, „მონარქის“ დამფუძნებლებს შევხვდი და მაისის თვიდან მათთან ერთად განვაგრძობ მუშაობას.

 

როგორია აჭარის ტურისტული პოტენციალი წლევანდელი წლის გათვალისწინებით?

წლევანდელი დამსვენებლების რაოდენობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, აჭარას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ეს რესურსი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და ურბანულად სხვა კონტექსტშიც გადავა ახლო მომავალში. კოტეჯური დასახლება უფრო წინ წამოვა და გახდება პრიორიტეტი დამსვენებლებისთვის, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კუთხით აჭარა საკმაოდ საინტერესოა და დიდ პოტენციალს ფლობს. ისეთი ადგილები აქვს, რომ ჯერ კიდევ აღმოჩენის პროცესში ვართ. ზღვა და მთა ერთმანეთს შეერწყმება და უფრო საინტერესო გახდება აქ სტუმრობა, რადგან მხოლოდ სანაპირო არ არის პრიორიტეტი.

 

გვიამბეთ „მონარქზე“. სად მდებარეობს სასტუმრო?

სასტუმრო „მონარქი“ 4-ვარსკვლავიანი ქართული ბრენდია, რომელიც ბათუმის ძველ უბანში, ყოფილ კამოს ქუჩაზე და ახლანდელი ახმედ მელაშვილის 37 ნომერში გაიხსნა. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ეს არის ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი, სადაც გარშემო ქართული და კუთხური რესტორნები გვაქვს წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირდაპირი ხაზია ბუტიკის ტიპის სასტუმრო. ეს არის სრულიად ქართული ბიზნესი და ბრენდი, რომელიც დამსვენებლებს ეტაპობრივად უამრავ სიახლეს შესთავაზებს.

 

რას სთავაზობს სასტუმრო დამსვენებლებს?

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის ბუტიკის ტიპის სასტუმრო, სადაც 60 არასტანდარტული, სტანდარტული და სუპერიორის ტიპის ნომერია განთავსებული, რომლის აივანი პირდაპირ ერას მოედანს გაჰყურებს. რაც მთავარია, ყველა მათგანი გამოირჩევა დიდი ფართობით, ძალიან კომფორტული ავეჯითა და განლაგებით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრებს დილით ვუმასპინძლდებით უგემრიელესი საუზმით.

სასტუმროში წარმოდგენილია 58 კვადრატული მეტრი ფართობის ბიზნესოთახი საკონფერენციო შეხვედრებისთვის, რაც არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც ძალიან დიდი კომფორტია.

 

რა მიგაჩნიათ სასტუმროს მთავარ უპირატესობად?

რასაკვირველია, ხარისხი გახსნის დღიდან ჩვენთვის უპირატესი იყო, რადგან სხვანაირად შეუძლებელია მოიპოვო საზოგადოების ნდობა და დაიმკვიდრო საკუთარი ნიშა, მით უფრო − ასეთი კონკურენციის ფონზე.

გარდა ამისა, „მონარქის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თბილი და ოჯახური გარემოა, დილის მსუყე საუზმესთან და რა თქმა უნდა, კომფორტულ ოთახებთან ერთად, რაც შეუმჩნეველი არცერთ ჩვენს სტუმარს არ რჩება.

 

 

როგორია სასტუმროში განთავსების ფასები?

ვინაიდან მსოფლიო კრიზისმა გამოიწვია პროდუქტების გაძვირება და ვალუტის ინფლაცია, ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს და აისახება სასტუმროს ფასებზე. შესაბამისად, ჩვენც გვიძვირდება სერვისი.

ამჟამად სტანდარტული ოთახის ფასი არის 120$, დელუქს-ტიპის ოთახის ფასი 145$, სუპერიორის კი 130$. თითოეული მათგანი მოიცავს განთავსებას ორ ადამიაზე, საუზმით.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მომავალი წლისთვის ვაპირებთ რელაქს-კუთხის მოწყობას, სადაც იქნება საუნა, მასაჟის კაბინეტი, და დამსვენებელი ადგილზევე შეძლებს მოდუნებას და განტვირთვას.

რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სფეროში 15 წელია ვსაქმიანობ და ჩემთვისაც პრიორიტეტულია სასტუმროს პირველადი სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. საქართველოში ჭირს ამ სფეროში გამოცდილი კადრები და შესაბამისად, ხარისხიც მოიკოჭლებს. ძალიან მინდა, უფრო და უფრო გააქტიურდეს ეს მიმართულება და ამ სპეციფიკით კვალიფიკაციების ამაღლება, კადრების გადამზადება, რაშიც აუცილებლად შევიტან გარკვეულ წვლილს.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს
Décor

#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ია ღონიაძე საკუთარ სააგენტოზე, მოდის ტენდენციებსა და მიღწევებზე

#OK! ია ღონიაძე საკუთარ სააგენტოზე, მოდის ტენდენციებსა და მიღწევებზე

September 13, 2021
#OK! ჰაკერ-ფშორი – სადაც პაბის კულტურა და ლაუნჯის კომფორტული გარემო საოცრად ერწყმის ერთმანეთს

#OK! ჰაკერ-ფშორი – სადაც პაბის კულტურა და ლაუნჯის კომფორტული გარემო საოცრად ერწყმის ერთმანეთს

August 10, 2023
#OK! ანი პირველი OK! DECOR BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

#OK! ანი პირველი OK! DECOR BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

November 1, 2021
#OK! ნიკოლ კიდმანი ქალი მსახიობების მხარდასაჭერად

#OK! ნიკოლ კიდმანი ქალი მსახიობების მხარდასაჭერად

June 20, 2025

კვირის ჰიტები

#OK!    ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

#OK! ბადრი ვადაჭკორია: ყველაზე მაგარი ფოტოები თვალებით მაქვს გადაღებული

August 7, 2025
#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! ფოტოგრაფია არის გზა…

#OK! ფოტოგრაფია არის გზა…

August 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები