• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! Lefform Concrete Georgia – ქართული წარმოების ბეტონის ავეჯი თქვენი სახლისთვის

May 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

Lefform Concrete Georgia ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ბეტონისგან დამზადებულ ავეჯს სთავაზობს საზოგადოებას როგორც შიდა ინტერიერისთვის, ასევე ექსტერიერისთვის. კომპანიამ უკვე წლებია, რაც წარმოება დაიწყო, თუმცა როგორც ბრენდი, ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა და უამრავი მომხმარებელიც გაიჩინა. ჟურნალი OK! Lefform Concrete Georgia-ს დამფუძნებელ ნიკა ლეფსაიას ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გაგვაცნო კომპანიის კონცეფცია.

ნიკა, გვიამბეთ ბრენდის დაარსების შესახებ.

პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერი ვარ და უკვე 15 წელია, რაც კონკრეტულ პროექტებზე ვმუშაობ. ჩემი ერთ-ერთი დამკვეთის მოთხოვნა იყო ბეტონის ნიჟარის დამონტაჟება, რომელიც იტალიიდან 900 ევროდ ჩამოვიტანე. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთმა დამკვეთმა მოითხოვა ბეტონის ნიჟარა, რომლის ფასიც 1200 ევრო იყო. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, საკუთარი ხელით დამემზადებინა ყალიბები და შემექმნა ბეტონის პროდუქცია, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე.

დასაწყისისთვის მოვიძიე გერმანული წარმოების მასალები, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის დამზადებაში მესაჭიროებოდა, დავამზადე ორი ყალიბი და საკუთარ სახლში დავიწყე ნიჟარების ჩამოსხმა. თავდაპირველ ეტაპზე დაახლოებით 8 ცალი გავყიდე 250 ევროდ. ფასში საკმაოდ დიდი სხვაობა იყო და მოთხოვნაც შესაბამისად გაიზარდა ამ მიმართულებაზე.

რამდენი ხანია, რაც Lefform Concrete Georgia ბაზარზე გამოჩნდა, როგორც კომპანია?

2021 წლის თებერვალში დავაარსე კომპანია. 3 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ყალიბებზე, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამასთანავე ძალიან შრომატევადია. ჩემი ახლობლებისა და სამეგობრო წრის დახმარებით შევძელი, მოკლე დროში განმეხორციელებინა და დასაწყისისთვის დაახლოებით 5 ყალიბი დამემზადებინა. მოგვიანებით თავადაც ვისწავლე ყალიბების დამზადების ხელობა და დღესდღეობით დამოუკიდებლად ვამზადებ, დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე.

ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი ჩემმა მეგობარმა და პარტნიორმა − დავით ახვლედიანმა შეიტანა. დაახლოებით ერთი წლის წინ მასთან მივედი და შევთავაზე ჩემ მიერ მოფიქრებული იდეა, თავადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა საწარმოო სფეროში და მას შემდეგ ერთად შევუდექით ამ საქმის წარმოებას.

მხოლოდ ბეტონზე მუშაობთ?

ამ ეტაპზე ვიყენებთ მხოლოდ ბეტონს, ხოლო მომავალში ვგეგმავთ ხისა და რკინის დამატებას, თუმცა ბრენდის მთავარ ნიშად რასაკვირველია დარჩება ბეტონი.

 

გვესაუბრეთ ხარისხზე უფრო ვრცლად.

ხარისხი, როგორც უკვე აღვნიშნე, არის უმაღლესი. ვიყენებთ 900-მარკიანი გერმანული წარმოების მასალას, რომელიც გამოიყენება ხიდებისა და მდგრადი საჭიროების მქონე პროდუქციის დასამზადებლად. ახლა გადავდივართ შვეიცარიული წარმოების კომპანიაზე, რომელიც კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს გვთავაზობს.

სად მდებარეობს საწარმო და სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში, 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ვმუშაობთ ჩვენ ორნი და საჭიროების შემთხვევაში გვეხმარება 5 ადამიანი. სამომავლოდ რასაკვირველია ვაპირებთ გაზრდას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.

რამდენიმე მაღაზიაში გვაქვს ჩვენი პროდუქცია შეტანილი, თუმცა მოცულობიდან გამომდინარე წარმოდგენილია არასრული რაოდენობით. ამიტომ პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ონლაინ, სადაც მომხმარებელი სრულ ასორტიმენტს იხილავს.

გვესაუბრეთ პროდუქციაზე, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობთ.

ჩვენთან შესაძლებელია მომხმარებელმა შეიძინოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ხელსაბანი ნიჟარები, კედელზე გასაკრავი ფილები, ძალიან განსხვავებული და ინდივიდუალური ფორმის ბეტონის სავარძლები. ასევე გვაქვს აუზში ჩასადგმელი შეზლონგები, მაგიდები; ვაპირებთ ახალი ფორმის სავარძლებისა და კედელზე გასაკრავი ფილების დამატებასაც.

რამდენად დიდია მოთხოვნა ქართულ ბაზარზე?

ამ ეტაპზე ბევრად დიდია მოთხოვნა, ვიდრე ეს ერთი და ორი წლის წინ იყო, ვინაიდან საზოგადოებამ გაიცნო ჩვენი კომპანია და ამან რა თქმა უნდა გაზარდა ცნობადობა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უპირველესად არქიტექტორებსა და დიზაინერებს გაეცნოთ ჩვენი პროდუქცია, რადგან მათი მხრიდან მომხმარებლამდეც მიდის ინფორმაცია Lefform Concrete Georgia-ს შესახებ.

გვესაუბრეთ უპირატესობებზე.

ყველა ის ფორმა, რომელსაც ადამიანი ჩვენს საწარმოში იხილავს, ჩემ მიერაა მოფიქრებული, დამუშავებული და შექმნილი. შესაბამისად უპირატესობა ესეც არის, რადგან ნამუშევრები ინდივიდუალური და ყველასგან განსხვავებულია. გარდა ამისა, ბეტონის პროდუქცია არ არის გათვლილი ფართო ასორტიმენტზე, რადგან ამ კონკრეტულ ნაკეთობას კონკრეტული მომხმარებელი და ინტერესთა ჯგუფი ჰყავს.

 

 

სამომავლო გეგმები.

მოგეხსენებათ ასეთი ტიპის წარმოებით მხოლოდ ჩვენ ვართ წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე და სამომავლოდ ვაპირებთ მომხმარებლისთვის ბევრად ახალი და ინოვაციური პროდუქციის შეთავაზებას. ამასთანავე, საწარმოს კიდევ უფრო გაფართოებას და შოურუმის გახსნას.

ბეტონის პროდუქციასთან დაკავშირებით უამრავი იდეა და გეგმა გვაქვს. ვმუშაობთ რამდენიმე კონკრეტულ ფორმაზე, რადგან ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია ბეტონის ვიზუალი.

გვსურს შევქმნათ ჩვენი ხაზი და ეტაპობრივად გადავიდეთ სერიულ წარმოებაზე, რაც თავისთავად ექსპორტზე გატანასაც მოიცავს.

FB: Lefform Concrete Georgia

Insta: lefform_concrete_georgia

Mail: n.lefform@gmail.com

Tel: 557 18 88 81

ასევე გაეცანი

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს
Décor

#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს

July 16, 2025
#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის
Décor

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რამდენად რთულია ვენსან კასელისთვის 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრება

#OK! რამდენად რთულია ვენსან კასელისთვის 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრება

May 22, 2021
#OK! ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა!

#OK! ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა!

March 7, 2021
#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

September 26, 2023
#OK! კიმ კარდაშიანის და პიტ დევიდსონის “ზღაპრული არდადეგები” – წყვილი სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

#OK! კიმ კარდაშიანის და პიტ დევიდსონის “ზღაპრული არდადეგები” – წყვილი სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

June 13, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

July 19, 2025
#OK! რა საფრთხის შემცველია დუბაის შოკოლადი? –  ინფიცირებულია 4 ადამიანი

#OK! რა საფრთხის შემცველია დუბაის შოკოლადი? – ინფიცირებულია 4 ადამიანი

July 21, 2025
#OK! დევიდ კომა – ვარსკვლავების რჩეული ქართველი დიზაინერი

#OK! დევიდ კომა – ვარსკვლავების რჩეული ქართველი დიზაინერი

July 20, 2025
#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია  რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

July 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები