• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია

April 30, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

საკონდიტრო სადაც, უბრალოდ არ ქმნიან დესერტებს, არამედ ისტორიას ჰყვებიან. “ლაპეტიტი”, ბათუმის გულში მდებარე საკონდიტროა, რომელიც უკვე მეექვსე წელია, განსაკუთრებული დღეების ყველაზე ტკბილ ნაწილად იქცა. აქ თითოეული ტორტი დაუვიწყარ ემოციებს ატარებს. ხარისხი, სტილი, გემო და სითბო, ეს ყველაფერი “ლაპეტიტის” ერთ სივრცეში იყრის თავს, სადაც თითოეული ტორტი გემოვნებისა და ხელოვნების სინთეზია.

 

 

 

 

რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ხართ?

“ლაპეტიტი” უკვე მეექვსე წელია საყვარელი ადგილია როგორც ბათუმში მცხოვრებთათვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. იდეა ერთ უბრალო კითხვაზე პასუხით დაიწყო: რატომ არ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია?

ჩვენთვის საკონდიტრო არ არის უბრალოდ ბიზნესი, ეს არის სივრცე, სადაც ხარისხი, სილამაზე და გემო ერთი მთლიანობა ხდება. ქალაქის დინამიკა, ტურისტების აქტიურობა და თავად ბათუმელების დახვეწილი გემოვნება გავითვალისწინეთ ბაზრის კვლევისას და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც სტანდარტული დესერტების მიღმა, ისტორიის გადმოცემა ტკბილეულით იქნებოდა შესაძლებელი.

 

 

 

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი საკონდიტრო ერთდროულად კლასიკურ და ევროპულ სინთეზს აერთიანებს. თუმცა, ჩვენთვის საქორწილო ტორტი არის უმაღლესი სტანდარტი, როგორც დიზაინის, ასევე გემოვნური მახასიათებლის მიხედვით. ყოველი ქორწილი უნიკალურია და სწორედ ამიტომ, ტორტებიც უნიკალურ ისტორიას ჰყვებიან. ბავშვებისთვის განკუთვნილი ტორტები კი ცალკე თავგადასავალია, იქ ფანტაზია უსაზღვროა და სწორედ ამიტომ, პატარების გულები უმალვე იგებენ „ლაპეტიტის“ ენას.

 

 

 

 

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ხარისხი, ეს ჩვენთვის არაა უბრალოდ სიტყვა, არამედ ყოველდღიური გადაწყვეტილებაა. ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც ჩვენს სამზარეულოში ხვდება, თავისი ისტორია და მიზანი აქვს. ვარჩევთ მხოლოდ იმ ინგრედიენტებს, რომლებიც უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. ხარისხის დაკარგვა იგივეა, რაც მელოდიის დაკარგვა სიმღერაში, ამიტომ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ “ლაპეტიტი“ იყოს ადგილი, სადაც პირველივე გასინჯვისას იგრძნობთ გულწრფელობას, პასუხისმგებლობას და სიყვარულს.

 

 

 

რატომ უნდა ავირჩიოთ “ლაპეტიტი”?

ჩვენი საკონდიტროსთვის საქორწილო ტორტი მხოლოდ დესერტი არ არის, ეს არის სიყვარულის სიმბოლო, წყვილის ისტორიის გაგრძელება და იმ დღის ყველაზე ემოციური დეტალი, რომელიც მუდამ დარჩება მათ მეხსიერებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული ტორტი იყოს უნიკალური, განსაკუთრებული და ინდივიდუალურად მორგებული თითოეული წყვილისთვის.

 

 

 

 

მუშაობის პროცესში დეტალურად ვსაუბრობთ წყვილთან, გავდივართ მათ თემატიკას, სარეგისტრაციო სივრცის ფერთა გამას, მათი პერსონალური გემოვნების სტილს. გვჯერა, რომ სწორედ ამ დეტალებში იმალება ის განსხვავება, რაც ტორტს უბრალო სანახაობიდან ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს.

გემოს თვალსაზრისით კი არასოდეს ვაკეთებთ კომპრომისს. ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს: ნატურალურ კარაქს, ბელგიურ შოკოლადს, ხარისხიან ფქვილსა და სეზონურ ხილს. ჩვენი ტორტები არამხოლოდ ლამაზია, არამედ გემრიელი და ხასიათით სავსე.

 

 

 

 

ჩვენ ვაკვირდებით თანამედროვე ტენდენციებს. დღეს პოპულარულია მინიმალისტური დიზაინი, ტექსტურული კრემით გაწყობილი ტორტები, დელიკატური ფერების პალიტრა, როგორიცაა შამპანური, თეთრის ტონალობები, ღია ვარდისფერი და ოქროს აქცენტები. თუმცა, კლასიკაც არასოდეს გადადის მოდიდან. ბევრი წყვილი კვლავ ირჩევს ელეგანტურ, მრავალსართულიან თეთრ ტორტს, რომელსაც ხელით დამუშავებული შაქრის ყვავილები ამშვენებს.

გარდა ესთეტიკისა, ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტიც. ტორტს ადგილზე ვაწვდით, იქვე ვაწყობთ საბოლოო დეტალებს და ვზრუნავთ იმაზე, რომ ის იდეალურად გამოიყურებოდეს ოპტიმალურ დროში. და რაც მთავარია, „ლაპეტიტის” ყოველი ტორტი იქმნება სითბოთი, ყურადღებით და დიდი სიყვარულით, როგორც პატარა ხელოვნების ნიმუში.

 

 

 

 

როგორ ხდება შეკვეთა?

ამჟამად, შეკვეთებს ვიღებთ როგორც სოციალური ქსელებით, ისე ტელეფონით ან ადგილზე ვიზიტით. ჩვენი კაფე არა მხოლოდ შეკვეთის ადგილია, ეს არის მყუდრო კუთხე, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტორტები, მიირთვათ სურნელოვანი ყავა და ამავდროულად სასურველი ტორტის დიზაინიც შეარჩიოთ.

განსაკუთრებულად აღვნიშნავ საქორწილო ტორტის შეკვეთას, ეს ყოველთვის ემოციური პროცესია. პატარძლების მოლოდინი, ღიმილი, ზოგჯერ ცრემლებიც, ეს ყველაფერი ჩვენზე გადმოდის. ჩვენი გუნდი მენეჯერებთან ერთად სრულიად ჩართულია დიზაინის შერჩევაში, რომელიც მაქსიმალურად ერგება როგორც გემოვნებას, ისე ბიუჯეტს.

ხანდახან მართლაც შეუძლებელ ვადაში გვიხდება საოცრებების შექმნა, მაგრამ, იცით რა? როცა დამკვეთი გაღიმებული და მადლიერია, ეს ყველა უძილო საათს სრულიად ამართლებს.

 

 

 

 

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

ჩვენი გუნდი არასდროს ჩერდება. ყოველდღიური საქმიანობის მიღმა, ვმუშაობთ ახალ კონცეფციებზე და სიურპრიზებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააფერადებს “ლაპეტიტის” სამყაროს.

ჯერ ადრეა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ძალიან საინტერესო, კრეატიული და თანამედროვე სიახლეები გელით და თქვენ, როგორც ჩვენი მეგობარი მედია, იქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამას შეიტყობს.

ასევე გაეცანი

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კახაბერი ზღვის ქალაქიდან

#OK! კახაბერი ზღვის ქალაქიდან

November 28, 2023
#OK! ოსკარ დე ლა რენტა ბეწვის გამოყენებას ბილი აილიშის გამო შეწყვეტს!

#OK! ოსკარ დე ლა რენტა ბეწვის გამოყენებას ბილი აილიშის გამო შეწყვეტს!

September 15, 2021
#OK! “ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ჩვენს სურვილებს და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ” – ირინა შეიკი

#OK! “ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ჩვენს სურვილებს და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ” – ირინა შეიკი

September 18, 2021
#OK! ხარისხიანი და კლიენტის საჭიროებებს მორგებული მომსახურების სერვისი „ერისთავის იურიდიული ჯგუფისგან“

#OK! ხარისხიანი და კლიენტის საჭიროებებს მორგებული მომსახურების სერვისი „ერისთავის იურიდიული ჯგუფისგან“

April 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები