• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 7, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

კვირის ასტროლოგიურ ამინდს მერკურისა და რეტროგრადული ურანის 11 დეკემბრის დაპირისპირება განაპირობებს. შეიძლება რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. სავარაუდოდ, ემოციების გავლენით მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალში შეცდომა აღმოჩნდება. ეცადეთ მომავალში ყველა მნიშვნელოვანი საქმე წინასწარ დაგეგმოთ და ემოციები აკონტროლოთ.

Первый месяц зимы. Кому — деньги, а кому — приключения... Гороскоп на декабрь для всех 12 знаков Зодиака!

ამ კვირას მოსალოდნელია უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებშიც მონაწილეობა ყველას მოუწევს, თუმცა ამის სურვილი არავის აქვს. ჯრჯერობით, თქვენი ძალისხმევის შედეგი არ ჩანს, მაგრამ მოტივაცია არ დაკარგოთ და არ შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც შეეჭიდეთ.

ვერძი

ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ მიზნისკენ კიდევ ერთი, დიდი ნაბიჯი გადადგათ. თქვენი აზრები ახლა ავტორიტეტულ, გავლენიან ადამიანებთან კავშირის დამყარებისკენაა მიმართული – შესაძლოა, სამსახურის პოვნაში ან გამოცვლაში დახმარება გჭირდებათ. ფინანსურ სფეროში მცირე ქაოსია – პლანეტების ამჟამინდელი განლაგება კრედიტების აღებისკენ გიბიძგებთ, რომლებიც მალე მძიმე ტვირთად დაგაწვებათ, მაგრამ ასევე შესაძლებელია სწრაფი შემოსავალიც. კვირის შუა დღეებში მცირე სირთულეებს თუ არ ჩავთვლით ყოველმხრივ ხელსაყრელი და წარმატებული კვირაა.

კურო

დეკემბრის პირველ ათ დღეს თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რისი მართვაც თქვენს ძალებს აღემატება. შეიძლება ეს რაღაც ცუდი არაა, მაგრამ თქვენ აშკარად უძლურების შეგრძნება გეუფლებათ. გარდა ამისა, რაღაცას გეგმავთ და მნიშვნელოვანი საქმისთვის ემზადებით, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთებში ჩაიშლება. ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და უახლოეს მომავალშიც ასე იქნება. იფიქრეთ იმაზე, რომ ფულის დაგროვება დაიწყოთ. მოერიდთ სხვისი ფულის ხარჯვა იმ გათვლით, რომ მომავალში გამოიმუშავებთ და შეუმჩნევლად დააბრუნებთ.

ტყუპები

მთელი კვირა ქვეცნობიერი გტანჯავთ. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ შინაგან შფოთვას და ნერვიულობას ვერაფერს უხერხებთ. გეშინიათ, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რის გამოც ყველაფერს დაკარგავთ და მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ქვეცნობიერად ემზადებით. არ დაგავიწყდეთ, რომ გვერდით გყავთ ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. გყავთ სანდო მეგობრები და საყვარელი ადამიანები, რომლებიც, პრობლემების გადალახვაში დაგეხმარებიან. ამ ადამიანებს თქვენი აზრები  და გეგმები არ უნდა დაუმალოთ და მათგან მნიშვნელოვან რჩევას მიიღებთ. შესანიშნავი დროა მშობლების მონახულების და მათთან გულახდილი საუბრისთვის.

კირჩხიბი

იდეებით სავსე ხართ, მაგრამ გრძნობთ, რომ ამ იდეების განხორციელებისთვის დრო და ძალა არ გყოფნით. ამას შეიძლება გაზრდილმა დატვირთვამ ან ჯანმრთელობის მცირე პრობლემებმაც ხელი შეუშალოს. დეკემბრის შუა რიცხვებში ვირუსული ინფექციის რისკი იზრდება და შეიძლება ცოტა ხნით რიტმიდან ამოვარდეთ. ფინანსური თვალსაზრისით მდგომარეობა უცვლელია, მაგრამ ეცადეთ ფული ტყუილად არ დახარჯოთ. სიყვარულში გამორიცხული არ არის იმედგაცრუება, გრძნობების გაცივება ან დროებითი დაშორება მივლინების გამო.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი კვირაა. ენერგიით სავსე ხართ და თავს შესანიშნავად გრძნობთ, ამიტომ ურთულესი საკითხების სწრაფად და წარმატებით გადაჭრა შეგიძლიათ. დეკემბერში ისეთ წარმატებებს მიაღწევთ, როგორზეც ნოემბერში ვერც იოცნებებდით. მოსალოდნელია უფროსთან კამათი, მაგრამ თუ ამ კამათს დაპირისპირებად არ აქცევთ, შეიძლება მან თქვენს კარიერას მოულოდნელი სარგებელი მოუტანოს. ამ დღეების ერთადერთი სირთულე ოჯახური გაუგებრობაა. აქ რაღაც აშკარად გეგმის მიხედვით არ მიდის. ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოულოდნელობა გელით და ამის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ქალწული

ქალწულმა იცის, რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ მზადაა სასურველი შედეგისთვის ბევრი იმუშაოს. ეცადეთ მიღწეული შედეგი გაამყაროთ და გარშემომყოფებს თქვენი შესაძლებლობები და უნარები რაც შეიძლება კარგად დაანახოთ. ნუ აჩქარდებით, ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ, კარგად გააზრებული და დაგეგმილი უნდა იყოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს გარშემო ბევრი კონფლიქტია, მაგრამ ჩარევას უნდა მოერიდოთ, თორემ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. შესაძლოა, სახლში ბავშვების ან ნათესავებისგან დიდი ზეწოლა განიცადოთ. ახლა მთავარია, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოთ. დიდი ხნის შემდეგ დეკემბრის შუა რიცხვებს ნაყოფიერ დროს უწოდებთ, თუნდაც ეს დიდი ნერვების ფასად დაგიჯდეთ.

სასწორი

ახალი იდეებისა და გასაოცარი აღმოჩენების დროა. ამ კვირაში მოგიწევთ ისწავლოთ ან სხვებს ასწავლოთ, შეხვედრები და გასაუბრებები ჩაატაროთ ან ლექციები წაიკითხოთ. ცოდნა და ინფორმაციის მოგროვება ისაა, რასაც ახლა თქვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება თქვენი მომავალიც კი განსაზღვროს. სწრაფად აზროვნებთ და ჩანაფიქრს ადვილად ახორციელებთ, მაგრამ აჩქარება თქვენთვის უკუნაჩვენებია. განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსურ საქმეებში უნდა გამოიჩინოთ. ეს განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებს, ვალებს ან ინვესტიციებს ეხება. დეკემბრის შუა რიცხვებში განსაკუთრებით დიდია არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი, რომელმაც შეიძლება დაგაზარალოთ.

მორიელი

ამ კვირას თქვენი აზრები ფულის, შემოსავლისა და კრედიტების ირგვლივ ტრიალებს. სავარაუდოდ, ფინანსური შემოსავალი შემცირდა, მაგრამ ახლა საუკეთესო სტრატეგია ხელსაყრელი შესაძლებლობის ლოდინი და იმით დაკმაყოფილებაა, რაც გაქვთ. შიშობთ, რომ ფულის დაკარგვით გავლენასაც კარგავთ. ამან შეიძლება იმპულსური ქმედებებისკენ გიბიძგოთ, რაც პრობლემებს მხოლოდ გაამწვავებს. გარდა ამისა, ენერგიით სავსე ხართ და ერთ ადგილზე, მშვიდად ჯდომა გიჭირთ. გირჩევთ, თქვენი ენერგია სპორტზე, ფიზიკურ სამუშაოსა და სასიყვარულო პაემნებზე დახარჯოთ – ეს თქვენთვისაც კარგი იქნება და თქვენს ირგვლივ მყოფებისთვისაც.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნები აქტივობის მწვერვალზე არიან, რაც გასაკვირი არ არის – მზე ახლა თქვენს ნიშანშია. თავდაჯერებულად მოქმედებთ და განწყობაც უპირატესად, პოზიტიური გაქვთ. ეს კვირა შეიძლება დეკემბერში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. დიდი ძალისხმევის დახარჯვა და ნერვიულობა მოგიწევთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმაზე ადვილად გამოვა, ვიდრე ფიქრობდით. თუ მთელი კვირა გართობას და დასვენებას აპირებთ, მაშინ  ხელსაყრელ შესაძლებლობებს გამოტოვებთ, რომლებიც თქვენს წინაშე იხსნება. ჩვეულებრივ, ენერგიულად მოქმედებთ, მაგრამ ახლა, როცა ყველაზე საჭიროა, რაღაც გაბრკოლებთ ან ყურადღებას გიფანტავთ.

თხის რქა

სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი თქვენი შინაგანი მდგომარეობა. უსამართლობის განცდა და შინაგანი ღელვა ნაჩქარევი და არასწორი გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებთ. ნერვიულობთ იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დროებითი სირთულეებია, რომლებსაც წარმატებების წყება მოჰყვება. მალე ყველაფერს დაიბრუნებთ, რაც უსამართლოდ დაკარგეთ. კვირის შუა რიცხვები იდეალურია მომავლის დასაგეგმად და საჭირო მხარდაჭერის მისაღებად, მაგრამ არ აჩქარდეთ და არ გარისკოთ.

მერწყული

გრძნობთ როგორ იკრიბებიან თქვენს გარშემო თანამოაზრეები და უბრალოდ სანდო მეგობრები. ისინი თქვენთან ცარიელი ხელებით კი არა, იდეებით, გეგმებითა და პოზიტიური ემოციებით მოვიდნენ. უკვე ხვდებით, რა უნდა გააკეთოთ და თავდაჯერება სწრაფად გიბრუნდებათ. ყველა საქმე, რომელსაც დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. ახლა მიზნისკენ მოძრაობა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად მიზანი. გზად ბევრ კარგ საქმეს მოასწრებთ, ასევე უამრავ პრობლემას მოაგვარებთ, რომლებიც არც კი გახსოვდათ. პროფესიულ სფეროში არასტაბილურობა იგრძნობა, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.

თევზები

ყველაფერში, რაც კარიერასა და შემოსავალს უკავშირდება, გამარჯვებული გამოხვალთ. შესაძლოა, დაწინაურების ან ახალი სამუშაოს პერსპექტივა გაჩნდეს. ეს გზა არა მხოლოდ დეკემბრის შუა რიცხვებში, ყოველთვის ხაფანგებითა და ფარული რისკებით არის სავსე, ამიტომ მასზე ძალიან ნელა და ფრთხილად უნდა იაროთ. ნუ აიღებთ ფინანსურ ვალდებულებებს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გაუმკლავდებით და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს საფუძვლიანად გააზრების გარეშე. საპირისპირო სქესის მაღალჩინოსანი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია და მზად არის სურვილების ასრულებაში დაგეხმაროთ. ამ კვირაში მიხვდებით, რომ სამყაროში არაფერი იკარგება და ხელსაყრელი შესაძლებლობებიც ხშირად ბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასევე გაეცანი

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

February 3, 2026
#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა
OK! News

#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

February 3, 2026
#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება
OK! News

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

February 3, 2026
OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს
OK! News

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

February 3, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

December 4, 2025
#OK! ბალენსიაგას 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია

#OK! ბალენსიაგას 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია

November 3, 2021
#OK! “შეუძლებელი არაფერია, თუ გულით გინდა” – შუშანა ბებო

#OK! “შეუძლებელი არაფერია, თუ გულით გინდა” – შუშანა ბებო

October 1, 2021
#OK! ჩვენ ვქმნით ახალ გემოებს…

#OK! ჩვენ ვქმნით ახალ გემოებს…

June 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

January 31, 2026
#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

February 3, 2026
#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

#OK! კარლოს ალკარასის გზა დიდებისკენ

February 2, 2026
#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

#OK! სტივენ სიგალმა რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა და სახლს ყიდის

January 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები