• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

July 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დღევანდელი ჩვენი გმირი ძალიან საინტერესო გამოცდილების შესახებ გვიყვება, რომელიც მას აზიის ერთ-ერთ კუნძულზე გადახდა. პროფესიით დიპლომატ ნინო ეგნატაშვილისთვის კუნძულზე ორწლიანი ცხოვრება აღმოჩნდა გარდამტეხი მის ცხოვრებაში. ახალი აღმოჩენები, გატაცებები და ცხოვრების გადაფასება − ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მისმა შინაგანმა სამყარომ განიცადა და რაც მთავარია, მიიყვანა იმ საქმემდე, რომელიც ასე შეუყვარდა. „ნინოლას სამკაულები“ ახალი ბრენდია, რომელსაც მალე უფრო კარგად გაიცნობს ფართო საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, სამკაულის თითოეულ დეტალში იგრძნობთ იმ ჰარმონიასა და სილამაზეს, რომელიც კუნძულიდან თქვენამდე მოიტანა მისმა შემქმნელმა. უფრო დეტალურად კი ამ ყველაფერზე ჟურნალ OK!-ის ნინო ეგნატაშვილი ესაუბრა.

იდეა, რომელიც კუნძულზე გაჩნდა…

ბოლო ათი წელია მიწევს მოგზაურობა, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. ისე მოხდა, რომ პანდემიის ორი წელი გავატარე ერთ-ერთ კუნძულზე, ფაქტობრივად, ჯუნგლებში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძოდა პანდემიას და იყო სტრესი, ამ დროს ვიყავი ისეთ ბუნებაში, სადაც მხოლოდ ჰარმონია სუფევდა. ეს გახლდათ ულამაზესი ადგილი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს კუნძული ჩემი ინსპირაციის წყარო გახდა.

 

მოგეხსენებათ, თანამედროვე ცხოვრებაში დრო არასოდეს გვყოფნის ჩვენი თავისთვის და შინაგანი სამყაროსთვის. ამ რუტინულ ცხოვრებაში მუდამ სადღაც გვეჩქარება. კუნძულზე კი პირიქით იყო ყველაფერი, თითქოს პარალელურ სამყაროში ვიყავი… უფრო მეტი დრო მქონდა საკუთარი თავისთვის და იმისთვის, რომ გამეჩინა ახალი ჰობი, რომელიც აღმოჩნდა ხატვა, რომელმაც ისე გამიტაცა, რომ თავიდან თვითონაც ვერ გავაცნობიერე, თუ როგორ გარდაიქმნა ეს ახალი გატაცება საყვარელ საქმედ.

ხატვის შემდეგ უკვე დავინტერესდი ხელნაკეთი სამკაულებით. მოგეხსენებათ, აზიაში არ გამიჭირდებოდა სხვადასხვა ლამაზი, ძვირფასი და ორიგინალური ქვების პოვნა. ქვებისგან დავიწყე სამკაულების შექმნა, თავიდან მხოლოდ ჩემთვის. საკმაოდ კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, თუმცა თავიდანვე მომეწონა ის, რასაც ვქმნიდი. თან ახალ-ახალი დიზაინის იდეები მომდიოდა და გადავწყვიტე შემექმნა ჩემი ბრენდი − „ნინოლას სამკაული“. აზიაში უკვე წარმოდგენილია ჩემი ბრენდის სამკაულები.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ…

აქ ჩამოსვლისას, პირველი, რაც გავაკეთე, არის ის, რომ სოციალური ქსელით გავაცანი ჩემი პროდუქცია საზოგადოებას. ძალიან მალე ვგეგმავ უფრო მასშტაბურ პრეზენტაციას. ასევე, „ნინოლას სამკაულები“ წარმოდგენილია „იერის“ სივრცეში.

 

კოლექციის შესახებ…

აღნიშნული კოლექცია განსაკუთრებულად უხდება ზაფხულის სამოსს. მისი მთავარი სავიზიტო ბარათია საყურეები. ორიგინალური, ლამაზი, ბრჭყვიალა და ფერადი საყურეები, რომელიც ხელნაკეთი და უნიკალურია. გამოყენებული მასალაა როგორც კრისტალები, ისე ნატურალური ქვები, მარგალიტები. დიზაინს თავად ვქმნი, თუმცა მომავალში საინტერესო იქნება სხვადასხვა კოლაბორაციაც. სამომავლოდ ვგეგმავ მაღაზიას, როგორც საქართველოში, ისე აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.

 

 

ქალი, რომელიც ატარებს ჩემს სამკაულს, არის…

თავდაჯერებული, მიზანდასახული, რეალიზებული და ამ ყველაფერთან ერთად, ხალისიანი. მინდა, ჩემმა სამკაულებმა თითოეულ ქალს მისცეს დადებითი ენერგია და ჰარმონია, რომელიც მე შემძინა ამ კუნძულმა. „ნინოლას სამკაულები“ შექმნილია იმისათვის, რომ უფრო მეტად ანათოთ.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ
Fashion

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

#OK! კაია გერბერი Calvin Klein-ისთვის! მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

April 19, 2021
#OK! 7 მოდური მომენტი, როდესაც ზენდეიამ დაამტკიცა, რომ საკულტო სტილის მქონე ვარსკვლავია

#OK! 7 მოდური მომენტი, როდესაც ზენდეიამ დაამტკიცა, რომ საკულტო სტილის მქონე ვარსკვლავია

September 14, 2021
#OK! ნიკოლ კიდმანის უახლესი ფოტოები Perfect-ისთვის

#OK! ნიკოლ კიდმანის უახლესი ფოტოები Perfect-ისთვის

August 24, 2022
#OK! ახალი ვარსკვლავური წყვილი: რომანტიკულ შეხვედრაზე მიმავალი ემილი რატაკოვსკი და ერიკ ანდრე

#OK! ახალი ვარსკვლავური წყვილი: რომანტიკულ შეხვედრაზე მიმავალი ემილი რატაკოვსკი და ერიკ ანდრე

January 16, 2023

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! სიჩუმის და სინამდვილის  სინთეზის ხედვით

#OK! სიჩუმის და სინამდვილის სინთეზის ხედვით

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები