• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! კულინარიული მოგზაურობა ნიკუშა მანაგაძესთან ერთად

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

კულინარია ნამდვილი ხელოვნებაა, სადაც თითოეული დეტალი ზედმიწევნით იქმნება. დღევანდელ თანამედროვე მსოფლიოში, იგი ერთ-ერთი ნომერ პირველი მიმდინარეობაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია კულტურულ ფასეულობებთან, ამიტომ კულინარიული გამოცდილება თითოეული ინდივიდისთვის ერთი დიდი მოგზაურობაა, რომელიც სავსეა საოცარი შემეცნებითი სანახაობით.

იმისათვის, რომ მოვამზადოთ გემრიელი კერძი, ყველას აღსაფრთოვანებლად, საჭიროა მუდმივი სიახლეები და განვითარება. რა თქმა უნდა, არც რეცეპტების მოძიებაა ინტერნეტის ეპოქაში პრობლემა, მაგრამ ჟურნალმა OK!  გადაწყვიტა, საკუთარი მკითხველისთვის სწორედ თავისი რეცეპტები შეეთავაზებინა. OK!-ის ახალ კულინარიულ პროექტს ვაგრძელებთ ახალგაზრდა კულინარ ნიკუშა მანაგაძესთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი აღიარება პოვა და მისი სახელი მეტწილად უგემრიელეს დესერტებთან და კონდიტერიასთანაც ასოცირდება.

ჟურნალმა OK! საუკეთესო პარტნიორები აარჩია: „ევროპროდუქტი“, „ხემსი“, „შიკოლი“, „ტიფლის ვერანდა“.

პროექტს „ტიფლის ვერანდამ“ უმანსპინძლა. ადგილი, სადაც გატარებული ყოველი წამი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და განწყობას აგიმაღლებთ. „ტიფლის ვერანდადან“ გადაშლილი თბილისის ხედი კი მართლაც განუმეორებელია.

„ხემსი“ ახლად აღმოცენებული ქართული კომპანიაა, რომელიც სრულად ქართული წარმოების საკვებ პროდუქციას გვთავაზობს. „ხემსი“ დღეისათვის აქტიურადაა წარმოდგენილი ბაზარზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა. პროექტის ფარგლებში, „ხემსის“ ასორტიმენტს გავეცანით და მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის პროდუქტით, ნიკუშამ უგემრიელესი აპეტაიზერი მოგვიმზადა.

აქვე გვსურს გაგაცნოთ ერთ-ერთი მათგანი, ტკბილი წითელი წიკაკის დიფი-მაჰამარა: იცოდით, რომ ტკბილი წითელი წიწაკა C ვიტამინის შემცველობით ოთხჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე ლიმონი?

გარდა C ვიტამინისა, წითელი ბულგარული წიწაკა P ვიტამინის, ანუ რუტინის შემცველობის გამოც ფასობს, რომელიც მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას ახალგაზრდობას უნარჩუნებს.

ასევე, სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, რადგან აუმჯობესებს მეხსიერებას, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას და ხსნის უძილობას.

უგემრიელესი წასახემსებელი მაჰამარა, სწორედ ტკბილი წითელი წიწაკისგან მზადდება. გარდა იმისა, რომ მაჰამარა მარტივი და გემრიელი სადილის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა, თქვენი ორგანიზმისთვის უამრავი ბენეფიტის მატარებელია.

მოიკითხეთ ევროპროდუქტი • Europroduct-ის მაღაზიათა ქსელში.

„ევროპროდუქტი“ ჩვენი ერთგული სპონსორია და უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ იგი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მქონე ფართო ასორტიმენტის სხვადასხვა პროდუქციას. ერთ-ერთ უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს მარცვლოვანი პურის მწარმოებელი ხაზი − Quickbarry, რომელიც გამოირჩევა წარმოების სპეციფიკითა და ორგანული ინგრედიენტებით.

შემდეგი გახლავთ „არლა“ − მისი პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს რძე, რომელსაც „რაფსიდით“ გამოკვებილი ძროხებისგან იღებენ.

აქვე უნდა მოვიხსენიოთ ZUCCHI, რომელიც უმაღლესი ხარისხის მცენარეული ზეთების იტალიური მწარმოებელია.

მათ შორისაა: ზეითუნის, რაფსიდის ყვავილის, გოგრის თესლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთები. ასევე, ბალზამიკო და ვაშლის ძმარი.

„ზუკის“ ასორტიმენტშია ცივად დაწურული Extra Virgin ზეითუნის ზეთი, ამიტომ ზეთს ყოველთვის აქვს ზეთისხილის გემო და არომატი. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან, უნიკალურ თვისებებს.

„რაფსიდი“ არის ყვითელი ყვავილოვანი მცენარე, რომლის ზეთი, უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე, ყველაზე ძვირად ფასობს მსოფლიოში. ეს ყვავილი „არლას“ ლოგოზეცაა გამოსახული.

რა თქმა უნდა, გვერდს ვერც „ფრიკოს“ პროდუქციას ავუვლით − ის ხომ საუკეთესო ხარისხის რძით მზადდება. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ყველაზე ცნობილი ყველის სახეობები: გაუდა, ედამი და მასდამი ჰოლანდიაში პატარა ქალაქების დასახელებებია. სწორედ აქ დაამზადეს ყველის ეს სახეობები პირველად. ამ და სხვა მრავალი ბრენდის პროდუქციის შეძენა „ევროპროდუქტშია“ შესაძლებელი.

„შიკოლი“ მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქციას სთავაზობს. იგი არის ქართული არტიზანული შოკოლადის კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, გემრიელ და ლამაზ შოკოლადებს, შოკოლადის მოყვარულებისთვის. „შიკოლი“ შოკოლადის მაღაზიაა, რომელიც ფალიაშვილის 79 ნომერში მდებარეობს. მათ მიერ შექმნილი პროდუქცია იმითაა გამორჩეული, რომ ქართულია, ხელითაა დამზადებული და ამასთანავე, განსაკუთრებული ვიზუალი აქვს. აქ შეხვდებით კარამელიზებულ თხილს, შოკოლადისა და მარწყვის გემრიელ კომბინაციებს, ზღვის მარილის ბონბონებს ოქროს ფურცლებით თუ შავ შოკოლადს მოხალული ნუშით… დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს მცირე ჩამონათვალია იმ გრძელი სიიდან, რომლითაც „შიკოლი“ შოკოლადის მოყვარულებს ანებივრებს.

 

 

დღევანდელი დღის მასპინძელი კი „ტიფლის ვერანდა“ იქნება, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უნიკალურ ადგილას მდებარეობს − გორგასლის ქუჩა #3, სადაც საოცარი გარემო და ინტერიერი დაგვხვდა. მხოლოდ აქ, გარშემორტყმულებს ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი და უმშვენიერესი ხედებით, შეგიძლიათ შეიგრძნოთ და დატკბეთ ნამდვილი თბილისური ატმოსფეროთი.

დღეს ნიკუშა საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს და თავიდან ბოლომდე გვამოგზაურებს კულინარიის სამყაროში. დაგვეწვიეთ − აპეტაიზერი და დესერტი თქვენს გემოვნურ თვისებებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს

 

წასახემსებელი / მარტივი დესერტი 

 

ტექსტი: დანცა ხაბეიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში
Gastro

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

February 13, 2026
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! ჭიქა ღვინოსთან – მარიკა ბაკურაძე (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – მარიკა ბაკურაძე (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

December 4, 2023
#OK! გურამ შეროზია დაბადების დღეს ტანზანიაში აღნიშნავს (ფოტოები)

#OK! გურამ შეროზია დაბადების დღეს ტანზანიაში აღნიშნავს (ფოტოები)

November 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები