• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დამეთანხმებით ალბათ, რომ სივრცის მოწყობისას მნიშვნელოვანია როგორც სილამაზე, ასევე ფუნქციურობა და, რაც მთავარია, ინდივიდუალურად მორგებული ჩვენს ხასიათსა და ჩვევებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, საბოლოოდ უნდა მივიღოთ ჩვენთვის კომფორტული გარემო. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს KPI Studios-ი – კომპანია, რომელსაც ინტერიერის დიზაინი და რემონტი სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. ის მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს იდეის კონცეპტუალიზაციიდან მის ხარისხიან რეალიზაციამდე. KPI Studios-ის პროფესიონალთა გუნდი მომხმარებელს რთულ გადაწყვეტილებებს უმარტივებს. თუ რას მოიცავს მომსახურება და როგორ ავირიდოთ რემონტის დროს სტრესი, ამის შესახებ კომპანიის კომერციული დირექტორი,ზურა ლომინაძე გვესაუბრა.

 

 

მოგვიყევით, როგორია KPI Studios-ის შექმნის ისტორია, რამდენი წელია ბაზარზეა და რა იყო მისი შექმნის მიზანი?

უძრავი ქონების მზარდმა მშენებლობამ ბუნებრივად გამოიწვია მშენებლობის შემდგომი სერვისების საჭიროება. ჩვენი მიზანი იყო ისეთი კომპანია შეგვექმნა, რომელიც ამ სფეროს სრულად მოიცავდა – დიზაინის კონცეპტუალური ეტაპიდან, ტექნიკური სამუშაოების ჩატარებამდე და ბინის სრულ კეთილმოწყობამდე. სწორედ ამ იდეის გარშემო, 2017 წელს KPI Studios-ი დაარსდა, რომელიც დღეს ერთიან სისტემაში აერთიანებს დიზაინერებს, არქიტექტორებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს მის სურვილებზე მორგებული საბოლოო შედეგი მაღალი ხარისხით წარვუდგინოთ.

 

გვესაუბრეთ სერვისებზე.

ჩვენი კომპანიის მთავარი ღირებულება სწორედ სერვისების სისრულე და ხარისხია. KPI Studios-ი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინს, რემონტს და ბინების კეთილმოწყობას სრული მეთვალყურეობით. ვმუშაობთ როგორც საცხოვრებელ, ასევე საინვესტიციო პროექტებზე, და ყოველთვის ვცდილობთ, ინტერიერი არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ ფუნქციური და კომფორტული იყოს.

 

როგორია მენეჯმენტის პროცესი? აწვდით თუ არა მომხმარებელს წერილობით შეფასებებსა და კონტრაქტებს?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და კომუნიკაცია. სამუშაო პროცესი დეტალურადაა გაწერილი ეტაპობრივად: პირველადი კონსულტაციიდან დაწყებული, დიზაინის დამტკიცებით, სამუშაო გრაფიკით და ტექნიკური პროცესების მონიტორინგით დასრულებული. თითოეულ კლიენტთან ვაფორმებთ ოფიციალურ კონტრაქტს, რომელშიც გაწერილია ვადები, პირობები და პასუხისმგებლობები. ასევე, კლიენტი იღებს დეტალურ საბიუჯეტო შეფასებას და დიზაინის ხედვას, რაც მუშაობის პროცესში გაუგებრობებს გამორიცხავს.

როგორ უმკლავდებით მოულოდნელ ცვლილებებსა და გაუთვალისწინებელ საკითხებს?

რემონტი ხშირად მოიცავს „სიურპრიზებს“ – იქნება ეს ტექნიკური საკითხი, ცვლილება დიზაინში თუ კლიენტის ახალი მოთხოვნა, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს გარკვეული უპირატესობა გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სანამ პროექტის განხორციელება დაიწყება, ნებისმიერი წვრილმანი შეთანხმებულია მომხმარებელთან და მხოლოდ შემდგომ ვიწყებთ მუშაობას. აგრეთვე, მუშაობის პროცესში გვაქვს სრული ვიდეომონიტორინგი სამუშაო პროცესზე. ასე რომ, გაუთვალისწინებელი შემთხვევები მინიმუმამდე დაგვყავს, თუმცა ბუნებრივია, ამისგან დაცული არავინ არის. ამ შემთხვევაში გვეხმარება ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

 

რა გარანტიებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ 1-წლიან გარანტიას სარემონტო სამუშაოებზე, თუმცა მთავარი გარანტი ჩვენი კვალიფიკაცია და რეპუტაცია გახლავთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 8-წლიანი მუშაობის განმავლობაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და არც შესაბამისი პრობლემა ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია, მომხმარებელი თავს გრძნობდეს მშვიდად და იცოდეს, რომ კომპანია პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოზე.

 

 

სწრაფი და ნაკლებად სტრესული რემონტი – მითი თუ რეალობა?

ჩვენთვის შესაძლოა სტრესულია, მაგრამ მომხმარებლისთვის არა! ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის, რომ ჩვენი დამკვეთებისთვის მაქსიმალურად გავამარტივოთ ეს პროცესი – ვმუშაობთ წინასწარ გაწერილი გრაფიკით, რომელიც მაქსიმალურად აზუსტებს ვადებს და რესურსების განაწილებას. ვითვალისწინებთ ყველა დეტალს: მომხმარებელს არ უწევს მასალების ასარჩევად სიარული, ამას ჩვენი კომპლექტატორები აკეთებენ და ონლაინრეჟიმში ათანხმებენ. ასევე, ტექნიკურ ნიუანსებს, კომუნალურ საკითხებს და დეველოპერებთან კომუნიკაციას ჩვენი პროექტის მენეჯერები აგვარებენ. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ნაკლებად სტრესულ და ბევრად უფრო ეფექტიან პროცესს.

 

გაგვიზიარეთ პრაქტიკული რჩევები, რა არის უმთავრესი, რაც რემონტის დაწყებამდე უნდა გავითვალისწინოთ?

პირველი და უმთავრესი – ბიუჯეტის რეალისტურად განსაზღვრა. ბევრ შემთხვევაში კლიენტები აწყდებიან დამატებით ხარჯებს არა იმიტომ, რომ რამე შეცდომაა, არამედ იმიტომ, რომ დასაწყისში არ იყო სრულად გათვლილი პროექტის მასშტაბი. ჩვენს შემთხვევაში მსგავსი რამ არ ხდება, რადგან თავიდანვე შეთანხმებულია ბიუჯეტი, ისევე, როგორც პროექტის ნებისმიერი დეტალი.

მეორე რჩევა – აირჩიეთ გუნდი, რომელსაც ენდობით და რომელიც გასცემს წერილობით პირობებს.

და მესამე – ნუ დააჩქარებთ დიზაინის ეტაპს. კარგად დაგეგმილი ინტერიერი თავისით ხსნის ბევრ პრობლემას ტექნიკურ ეტაპზე და შედეგიც ბევრად შთამბეჭდავი გამოდის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

December 21, 2025
#OK! კაილი ჯენერის ფერადი იმიჯი! ვარსკვლავი Jean Paul Gaultier-ის კაბით!

#OK! კაილი ჯენერის ფერადი იმიჯი! ვარსკვლავი Jean Paul Gaultier-ის კაბით!

May 4, 2021
#OK! ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც Emmy-ის უკვე მეორე ჯილდო მიიღო

#OK! ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც Emmy-ის უკვე მეორე ჯილდო მიიღო

September 13, 2022
#OK! სარა სამპაიო Harper’s Bazaar-ის ბერძნული გამოცემისთვის

#OK! სარა სამპაიო Harper’s Bazaar-ის ბერძნული გამოცემისთვის

May 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

January 12, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები