• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! კლინიკა ლუსენტი – ბავშვობის შთაგონება, რომელიც პროფესიულ მოწოდებად იქცა

October 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ჯერ კიდევ პატარა ასაკში მოხვდა იმ სამყაროში, სადაც  პასუხისმგებლობა და ადამიანზე ზრუნვა უმთავრესი ღირებულება იყო. დღეს კი, ლელა აბუსერიძე კლინიკა „ლუსენტის“ დამფუძნებელი და დირექტორია.  ორთოპედი, თერაპევტი და ქირურგი… მისთვის სტომატოლოგია მხოლოდ პროფესია კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობა, ესთეტიკისა და ჰარმონიის შექმნის ხელოვნებაა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, „ლუსენტში“ თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უდგებიან, იქმნება მკურნალობის  უნიკალური გეგმა, სადაც წამყვანი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგი დგება.

 

 

როდის დაინტერესდით სტომატოლოგიით?

ლელა აბუსერიძე: ბავშვობიდან, რადგან  დეიდაჩემი, ნანა დუმბაძე, ამ სფეროში მუშაობდა. ყოველდღიურად ვხედავდი, როგორი სიზუსტითა და პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის საქმეს, რაც ჩემთვის შთაგონება გახდა, და დროთა განმავლობაში ეს პროფესია ბუნებრივად იქცა ჩემს გზად. დღეს კი ვთვლი, რომ სტომატოლოგია მხოლოდ პროფესია არ არის. ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობაა, სადაც დეტალებზე ყურადღება, ცოდნის განახლება და პაციენტის ნდობის დამსახურება უმნიშვნელოვანესია.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?

კლინიკა „ლუსენტის“ თითოეულმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ კარგი ექიმი უნდა ფლობდეს ანალიტიკურ აზროვნებას, სიზუსტის, მოთმინებისა და კომუნიკაციის უნარს. სწორედ ამ ღირებულებებზეა აგებული ჩვენი გუნდი: ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი, პროფესორი ბექა ბერიძე, ორთოპედები ზაზა ხოფერია, ლელა აბუსერიძე და ნათია გოხიძე – ყველა ერთად უმაღლეს დონეზე ვზრუნავთ თითოეულ პაციენტზე.

 

 

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა იმპლანტაციამდე? და რა უნდა იცოდეს დენტალური იმპლანტაციის შესახებ?

იმპლანტაციისთვის მზადება იწყება სრულყოფილი დიაგნოსტიკით. მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა შეაფასოს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობა და არსებული მდგომარეობის მიხედვით დაგეგმოს ჩარევა. კლინიკა „ლუსენტში“ ეს ეტაპი გამოცდილი სპეციალისტების მონაწილეობით ხორციელდება – ორთოპედები ზაზა ხოფერია, ნათია გოხიძე, მე და ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, პროფესორი ბექა ბერიძე ერთად ვმუშაობთ, რათა თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური, უსაფრთხო და ეფექტური გეგმა ჰქონდეს.

ჩვენ ვაკვირდებით როგორც კლინიკურ, ისე ლაბორატორიულ მაჩვენებლებს, რადგან კლინიკა „ლუსენტში“ პროცედურის უსაფრთხოება და შედეგის სტაბილურობა პრიორიტეტია. ასევე, მკაცრად ვზრუნავთ იმაზე, რომ პირის ღრუს ჰიგიენა მოწესრიგებული იყოს და ყველა არსებული პრობლემა წინასწარ მოიხსნას – მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ იმპლანტაციის ძირითად ეტაპს.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ იმპლანტაცია არის არა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, არამედ კარგად გააზრებული სამკურნალო გეგმა, სადაც ქირურგიული და ორთოპედიული ჩართულობა თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ კლინიკა „ლუსენტში“ დაგეგმვა ყოველთვის გუნდური პროცესია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი: ფუნქციისა და ესთეტიკის სრულფასოვანი აღდგენა. ამაში უდიდესი როლი ენიჭება ორთოპედებს, რათა საბოლოო კონსტრუქცია კომფორტული და ხანგრძლივად გამძლე იყოს.

იმპლანტის წარმატება იწყება სწორად შერჩეული გეგმით და პაციენტის ჩართულობით. ჩვენი პროფესიონალიზმი და პაციენტის პასუხისმგებლობა ქმნის იმ შედეგს, რომელიც ბუნებრივთან მაქსიმალურად ახლოსაა.

 

რა უპირატესობები აქვს დენტალურ იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?

იმპლანტაცია, კბილის ნაკლებობისას, თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი და ეფექტური მეთოდია. კლინიკა „ლუსენტში“ ეს პროცესი ტარდება ისე, რომ არც ერთი ჯანმრთელი კბილი არ ზიანდება, ხოლო საბოლოო კონსტრუქცია მაქსიმალურად უახლოვდება ბუნებრივს.

ეს თავისუფლება, რაც იმპლანტაციას აქვს ორთოპედიულ თვალსაზრისით, კლინიკა „ლუსენტში“ სრულად გამოიყენება –  კბილების ფორმას, განლაგებას, კონტაქტებსა და ღეჭვით ფუნქციას ისე ვგეგმავთ, რომ პაციენტი მაქსიმალურ კომფორტს იგრძნობს.

და ბოლოს, ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომ პაციენტები კლინიკა „ლუსენტს“ ენდობიან. ჩვენთვის ყოველი შედეგი არის არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ პაციენტისთვის ახალი, ბუნებრივზე უკეთესი ღიმილი.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა თორნი დაინიშნა! მსახიობის ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი!

#OK! ბელა თორნი დაინიშნა! მსახიობის ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი!

March 22, 2021
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

May 23, 2022
#OK! დღეს სელმა ჰაიეკი 56 წლის გახდა – როგორია ჰოლივუდის ლამაზმანის “ბედნიერი ოჯახის” საიდუმლო

#OK! დღეს სელმა ჰაიეკი 56 წლის გახდა – როგორია ჰოლივუდის ლამაზმანის “ბედნიერი ოჯახის” საიდუმლო

September 2, 2022
#OK! Men – ბუკა თოლოდავა

#OK! Men – ბუკა თოლოდავა

September 6, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 24, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები