• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კლაუდია კარდინალეს საიდუმლო – რატომ იყო მსახიობი ქორწინების წინააღმდეგი?

September 24, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

მისი გულის დასაპყრობად ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი და მარლონ ბრანდო იბრძოდნენ, თუმცა ის გადასაღებ მოედანზე რომანებს ერიდებოდა და ზოგადად, ქორწინებაზე არ ოცნებობდა.

იტალიური კინოს ლეგენდა, ულამაზესი კლაუდია კარდინალე ტუნისში მცხოვრები იტალიელების ოჯახში დაიბადა. გოგონა ყველაზე კარგად ფრანგულად ლაპარაკობდა, რადგან ეს კოლონიის ოფიციალური ენა იყო. მსახიობს ფრანგული აქცენტი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, ამიტომ თავიდან იტალიურ ფილმებში სხვა მსახიობები ახმოვანებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ისეთი რეჟისორები აღმერთებდნენ, როგორებიც ფედერიკო ფელინი და ლუკინო ვისკონტია.

მომავალ ვარსკვლავს მოზარდობისას „მახინჯი იხვის ჭუკს“ ეძახდნენ,  თუმცა 1957 წელს სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და „ტუნისის ყველაზე ლამაზი იტალიელის“ ტიტული მოიპოვა. გოგონა 18 წლის იყო, როცა რენე ვოტიეს მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე პრიზი მიიღო. მოგვიანებით ის პროდიუსერმა ფრანკო კრისტალდიმ შენიშნა და კომპანია „ვიდესთან“ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინა.

 

ხელშეკრულების მკაცრი პირობებისა და თვალთვალის გამო, რომელიც ფრანკომ მსახიობს დაუწესა, კლაუდიამ მასთან ურთიერთობის გამო ბევრჯერ ინანა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – კლაუდია ვარსკვლავი სწორედ მისი წყალობით გახდა.

 

1958 წელს კლაუდია კარდინალმა მარიო მონიჩელის ფილმში სიცილიელი გოგონას როლი შეასრულა, ხოლო 1960 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ლამაზი ანტონიო“, სადაც მისი პარტნიორი იტალიური კინოს ვარსკვლავი მარჩელო მასტროიანი იყო.

 

კლაუდია სამშობლოდან მარტო იმიტომ არ წასულა, რომ კინოსა და დიდებაზე ოცნებობდა, ის საშინელ მოგონებებს გაურბოდა. ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ 19 წლის გოგონა, რომელმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ კავშირის შედეგად, დაორსულდა.

პროდიუსერის, ფრანკო კრისტალდის მოთხოვნით, კლაუდიამ ჩუმად იმშობიარა და ჩვილი ყველას ძმად გააცნო. პატრიკმა შვიდ წლამდე არ იცოდა, რომ მისი ნამდვილი დედა კლაუდია იყო  და არა ბებია.

 

ისეთ ურთიერთობას, როგორიც კლაუდიასა და ფრანკოს ჰონდათ, დღეს „ტოქსიკურს“ უწოდებენ. ერთი შეხედვით, პროდიუსერი მსახიობს აღმერთებდა, მაგრამ სინამდვილეში ეს  მუდმივი კონტროლი და თვალთვალი იყო. გარდა იმისა, რომ კლაუდიას კაბალური ხელშეკრულება ჰქონდა დადებული და  ყოველწლიურად, ხუთ-ექვს ფილმში მონაწილეობდა, მას ფულის თითქმის არ რჩებოდა – შემოსავლის დიდი ნაწილი ფრანკოს ანგარიშზე ირიცხებოდა.

 

კლაუდია და ფრანკო თითქოს ბედნიერი წყვილი იყო, მაგრამ ერთად არასოდეს უცხოვრიათ. პროდიუსერის მანიაკალური ეჭვიანობას საზღვარი არ ჰქონდა. ფრანკო მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა – გადასაღებ მოედნებზე ყოველთვის მისი პრეს-მდივანი ან რომელიმე ასისტენტი იმყოფებოდა.

„მე არასოდეს მიგრძვნია, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი ვიყავი. ჩვენ თანასწორები არასოდეს ვყოფილვართ..  მე თითქოს კონკია ვიყავი… ჩემთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ ნივთად უნდა ვქცეულიყავი, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია“ – ამბობდა კლაუდია.

 

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ როცა ინგლისელმა ჟურნალისტმა კლაუდიას შვილის საიდუმლო გაამხილა, ფრანკომ ბიჭი იშვილა და თავისი გვარი მისცა. მოგვიანებით, პატრიკ კრისტალდი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, რადგან იტალიაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

ბოლო წლების ინტერვიუებში კლაუდია ყველა იმ მსახიობს იხსენებდა, ვისთანაც გადასაღებ მოედნებზე მუშაობდა: ალენ დელონი ზედმეტად შეყვარებული იყო საკუთარ თავზე, მარჩელო მასტროიანი – ზედმეტად თავდაჯერებული, მარლონ ბრანდოს უარს ვერავინ უბედავდა, მაგრამ კლაუდიას არც ერთ მათგანთან რომანი არ ჰქონია. ერთი მხრივ, მას ხანმოკლე ურთიერთობები არ აინტერესებდა, მეორე მხრივ, თავისი უარყოფითი გამოცდილება ყოველთვის ახსოვდა  და რა თქმა უნდა, ფრანკოს თვალთვალიც თავისუფლად მოქმედებაში ხელს უშლიდა.

 

და აი, 37 წლის ასაკში კლაუდიამ სწორედ ისეთი სიყვარული იპოვა, როგორზეც რომანებში წერენ. რეჟისორმა პასკუალე სკვიტიერიმ ქალს თავის ფილმში როლი შესთავაზა. საქმიანი ურთიერთობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა. პასკუალე გავლენიან პროდიუსერს არ შეუშინდა, ხოლო კლაუდიამ ბოლოს და ბოლოს თავი თავისუფლად იგრძნო!

 

კრისტალდი არ ნებდებოდა – შანტაჟსა და მუქარას მიმართა, თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ მსახიობს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და შეცვლას არ აპირებდა. მან 41 წლის ასაკში საყვარელი მამაკაცისგან შვილი გააჩინა – ამჯერად გოგონა. როცა ბავშვს 10 წელი შეუსრულდა, დედა-შვილი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, პასკუალე კი იტალიაში დარჩა.

 

„ქორწინების შესანარჩუნებლად სულაც არაა აუცილებელი ერთმანეთს ყოველდღე ხედავდე – საკმარისია დღეში ათჯერ დარეკო. ალბათ, ჩვენ ორივეს გვიყვარს მარტო ყოფნა, მაგრამ მაინც ერთმანეთი გვჭირდება… იმის გათვალისწინებით, რომ დაქორწინებული არასოდეს ვყოფილვარ, შეგიძლიათ მიხვდეთ, როგორ ვუყურებ ქორწინებას. შესაძლოა, კინოში ზედმეტად ბევრ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელს და კიდევ ერთზე ხელმოწერა არ მინდოდა.. მე ყოველთვის მაქსიმალური თავისუფლება მინდოდა, და საბოლოოდ ამით ვტკბები“.

 

საბოლოოდ, კლაუდია და პასკუალე ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ.
იტალიური კინოს უმშვენიერესი ვარსკვლავი 2025 წლის 23 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე გაეცანი

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა
OK! News

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა
OK! News

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ
OK! News

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ
OK! News

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საბავშვო ბაღი Family – ყველაფერი იწყება აქ

#OK! საბავშვო ბაღი Family – ყველაფერი იწყება აქ

March 12, 2025
#OK! სპორტდარბაზი „წრე“ – გაიუმჯობესე შენი ცხოვრების ხარისხი

#OK! სპორტდარბაზი „წრე“ – გაიუმჯობესე შენი ცხოვრების ხარისხი

August 9, 2024
#OK! ნუტრიციოლოგის როლი ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში – თორნიკე ენუქიძე

#OK! ნუტრიციოლოგის როლი ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში – თორნიკე ენუქიძე

October 23, 2025
#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: დედოფალი ელიზაბეტი

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: დედოფალი ელიზაბეტი

March 6, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

November 11, 2025
#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

November 10, 2025
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

November 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები