• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქეთი მელუა

December 12, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ვარსკვლავმა ქეთი მელუამ სამშობლოში, აჭარის რეგიონში თავისი ახალი ალბომის ორი სიმღერისთვის ვიდეოკლიპები გადაიღო. ქართველი მომღერლის ვიდეოებზე, რომელსაც მისი მილიონობით თაყვანისმცემელი მალე იხილავს, მთლიანად ქართული გუნდი მუშაობდა. ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ამ არაჩვეულებრივი თავგადასავლის მთავარ გმირ, ქეთი მელუასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, ასევე გთავაზობთ ინტერვიუს კლიპების რეჟისორ მარიამ სიჭინავასთან და კოსტიუმების ავტორთან, დიზაინერ თაკო მექვაბიძესთან. აღსანიშნავია, რომ კლიპების ოპერატორი ალექსანდრე ომიაძეა, ასისტენტი – ანი ხუციშვილი. ბექსთეიჯზე კი მარიამ მუმლაძე მუშაობდა.

 

 

ქეთი, სულ ახალხან გადაიღეთ ორი კლიპი მშობლიურ კუთხეში, აჭარაში. როგორი ემოციები გამოიწვია საქართველოში დაბრუნებამ? რას ნიშნავს ეს ქვეყანა თქვენთვის?
საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველანაირად ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე. აქ ბევრი ნათესავი მყავს: ბებია-ბაბუა, ბიძაშვილები… ბათუმში გავიზარდე და აქ გავატარე ბავშვობა. ძალიან მიყვარს ბულვარი, შავ ზღვაში ცურვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ახლა კი გადავიღე კლიპი იმ ადგილებში, რომელთანაც ჩემი ისტორია და ბავშვობაა დაკავშირებული და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე გამოვიდა, რომ წელს საქართველოში ჩამოსვლა უფრო ემოციური აღმოჩნდა. ვშიშობდი, პანდემიის გამო შესაძლოა ვერ მომეხერხებინა წელს აქ ჩამოსვლა და ბედნიერი ვარ, რომ გამომივიდა.

 

თქვენს ახალ კლიპზე გვესაუბრეთ − როგორ და სად მიმდინარეობდა გადაღებები? გაიხსენეთ ამ პროცესის ყველაზე საინტერესო მომენტები და დეტალები.
ჩვენი ვიდეო არის მარიამ სიჭინავასთან კოლაბორაცია. თავიდან მარიამი ინსტაგრამით გავიცანი, მისი ფოტოები ვნახე და დავათვალიერე. მომწონს ის, თუ როგორ ყვება ამბებს სურათებში, როგორ ფოტოებს უღებს ქალებს, სხვა ობიექტებს, შუქით ძალიან ლამაზად თამაშობს თავის ფოტოებში. შემდეგ ერთმანეთს დავეკონტაქტეთ. პირველი ფოტოსესია ლონდონში გვქონდა. მარიამი იანვარში ჩამოვიდა და ჩემს სტუდიაში შევხვდით. იმ პერიოდში ჯერ არ მქონდა დამთავრებული ალბომზე მუშაობა და არაფორმალური გადაღება გავაკეთეთ. შემდეგ მარიამი დაბრუნდა საქართველოში და მე გავაგრძელე ლონდონში მუშაობა.

კარგი ვიდეოკლიპის გაკეთება რთულია. იმის მიღწევა, რომ ვიდეო და მუსიკა ჰარმონიაში თანაარსებობდეს და სხვაგან არ გადაისროლოს, სხვა მხარეს არ წაიღოს მუსიკა. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო ამბავს ყვებოდეს. ჩემს პარტნიორ მუსიკოსებს ვაჩვენე მარიამის ნამუშევრები, მოკლე ვიდეოკლიპები, ჩვენი 1-2 სურათი, და ძალიან მოეწონათ. აღიქვეს, რომ მას, როგორც შემოქმედს და ხელოვანს, სხვანაირი, თავისებური აღქმა აქვს. გავიაზრეთ, რომ მის მიერ გადაღებული ვიდეო ახალი სიტყვა იქნებოდა ჩემთვის. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდა.
სამუშაო ჯგუფში შემოგვიერთდა ძალიან ნიჭიერი დიზაინერი თაკო მექვაბიძე, რომელმაც არაჩვეულებრივი კოსტიუმები შეკერა ვიდეოსთვის. გარდა ამისა, ლოკაციების შერჩევაშიც დაგვეხმარა, გვაჩვენა ლამაზი ადგილები სარფის გზაზე, ქედაში… გადაღება მიმდინარეობდა ბოტანიკურ ბაღშიც. ბავშვობაში ბევრჯერ ვყოფილვარ იქ და ვფიქრობ, ვიდეოში ამ ადგილის ყველაზე ლამაზი ხედები მოხვდა. აქ, ინგლისში ყველამ იცის, რომ მე საქართველოდან ვარ და ახლა უკვე ვიდეოებიდან ვაჩვენებთ, როგორი ლამაზია საქართველო. საოცარი ხუთი დღე გავატარეთ ერთად, რომელიც სასიამოვნო მოგონებად დამრჩება. ყველამ არაჩვეულებრივად იმუშავა. მარიამი, თაკო, ყველა დანარჩენი, ვინც ჩვენს გუნდში იყო და ჩვენთან ერთად მუშაობდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან.

 

 

 

ქეთი, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ ამჟამად? როგორია თქვენი მიმდინარე, ყოველდღიური ცხოვრება და უახლოესი სამომავლო გეგმები?
ამჟამად მერვე ალბომს ვუშვებ. უკვე დავასრულე მასზე მუშაობა და ძალიან მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვა. ალბომი ძალიან მოეწონათ ჩემს ბიზნესპარტნიორებს და ამიტომაც მონდომეს, რომ ამ ალბომიდან რამდენიმე სიმღერას ჰქონდეს კლიპი. საქართველოში ორ სიმღერაზე გადავიღეთ ვიდეო. ესენია YOUR LONGING IS GONE და JOY. ადრე ალბომიდან 2 ვიდეოზე თუ გადავიღებდით კლიპს, ამჯერად კი 4 ან 5, შეიძლება 6 ვიდეოც გადავიღოთ ჯამში. ახლა ალბომის promotion-ის პერიოდი მაქვს, რაც ინტერვიუებს მოიცავს, ძირითადად ონლაინრეჟიმში, „ზუმში“. შინ დედა, მამა და ჩემი ძმა, ზურა თვალყურს ადევნებენ და აკვირდებიან, როგორ მიდის promotion-ის პროცესი. ადრე ოფისში, სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა ეს პროცესი.

დიდი იმედი მაქვს, ჩემს მსმენელებს მოეწონებათ ეს სიმღერები და გულში დარჩებათ.
მაქვს ასევე რეპეტიციები საკუთარ ბენდთან ერთად, ცოცხალი შესრულებისთვის ვამზადებ 10 სიმღერას. ეს არის სიმღერები ცხოვრებაზე, სიყვარულზე… ერთ რამეს დავაკვირდი: ადრე ვმღეროდი უფრო ახალგაზრდულ სიყვარულზე, ახლა კი, 35 წლის ქალი ზრდასრულ, ნამდვილ სიყვარულზე ვმღერი, სხვა შინაარსის გახდა ეს გრძნობა. სწორედ ეს არის სიმღერის ჯადოქრობა, რომ შეუძლია ძალიან ბევრი რამ უმარტივესად თქვას და გამოხატოს.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

2020 წლის ინტერვიუ / OK! არქივი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ – საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!

#OK! მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ – საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!

November 23, 2022
OK! ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

OK! ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

May 18, 2024
#OK! ქანიე უესტი კიმ კარდაშიანს ალიმენტის სახით ყოველთვიურად $200,000-ს გადაუხდის

#OK! ქანიე უესტი კიმ კარდაშიანს ალიმენტის სახით ყოველთვიურად $200,000-ს გადაუხდის

December 1, 2022
#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

October 14, 2021

კვირის ჰიტები

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

June 28, 2025
#OK! როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი – ზაფხულის სამოგზაურო რჩევები

#OK! როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი – ზაფხულის სამოგზაურო რჩევები

July 1, 2025
#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები