• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! კაბა – ქალბატონების რჩეული ქართული ბრენდი

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ქართულმა ბრენდმა „კაბამ“ 23 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა სანდოობა, რომელიც აისახა მომხმარებლების მისდამი სიყვარულსა და ერთგულებაზე. იგი მუდმივად ზრუნავს, რომ სასიამოვნო სიახლეებით გაანებივროს ქალბატონები. „კაბაში“ მოსულს, დაგხვდებათ კომფორტული გარემო, ხარისხიანი და დახვეწილი ტანისამოსის, აქსესუარებისა და თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ბრენდის შემქმნელს, ხათუნა ჯინჭარაძეს.

გვესაუბრეთ „კაბას“ შექმნის შესახებ.

„კაბას“ ისტორია სათავეს 23 წლის წინ იღებს. მოდის სფერო ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა ყველაფერი ერთი ესკიზიდან დაიწყო. პირველი ნამუშევრების მიმართ გამოხატულმა მოწონებამ და მოთხოვნამ ეს ყველაფერი ჩემს ერთადერთ, ძირითად საქმიანობად აქცია. ჩამოყალიბდა „კაბა“, როგორც ქალის ტანისამოსის ბრენდი, და გაიხსნა მაღაზიათა ქსელი.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„კაბა“ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო, მაღალი ხარისხის ტანისამოსს. პროდუქციას ქმნის დიზაინერთა ჯგუფი, მოდის ტენდენციებისა და ქართველი მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით. „კაბა“, როგორც კონცეპტუალური მაღაზია, ქალბატონებსა და გოგონებს სთავაზობს ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება დასჭირდეთ − იქნება ეს ფეხსაცმელი თუ აქსესუარები: ჩანთა, საფულე, შარფი, სამკაული, ბროშები, თმის სამაგრები და თავის მოვლის საშუალებები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის ქართული და ნაწარმოებია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ „კაბა“ მუდმივად თანამშრომლობს ქართულ ბრენდებთან. კერძოდ, კონცეფციიდან გამომდინარე, სთავაზობს კოლაბორაციას და გასაყიდ სივრცეებს.

მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს კომპანიას გამოარჩევს…

მთავარი ნიშა, რომელიც ჩვენს ბრენდს ბაზარზე გამოარჩევს, ჩვენი განსხვავებული და უმაღლესი ხარისხის ქსოვილებისგან შექმნილი მოდელებია. ჩვენს მაღაზიაში შემოსულმა თითოეულმა მომხმარებელმა იცის, რომ მოდელი, რომელსაც აქ მოირგებს, იქნება გამორჩეული და კომფორტული ნებისმიერ სიტუაციაში. ბოლო წლებში, ქართული პროდუქციისადმი გაზრდილმა ინტერესმა გარემო უფრო კონკურენტული გახადა. შესაბამისად, მომხმარებელიც მეტად მომთხოვნია. ჩვენთან შექმნილი ტანისამოსის თითოეული დეტალი მაქსიმალურად დახვეწილად და სუფთადაა დამუშავებული. ამის გარანტი ჩვენი 25-წლიანი გამოცდილების მქონე საწარმო და ადამიანური რესურსია.

სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

„კაბას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს მაღაზიაში, პეკინის 19 ნომერში. ასევე, ონლაინ, სოციალური არხებისა და სხვადასხვა გასაყიდი პლატფორმის საშუალებით.

 

რა ტიპის სიახლეთა შეთავაზებას აპირებთ თქვენი მომხმარებლისთვის?

უკვე დაწყებულია წარმოება და თვის ბოლოსთვის ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ ქალის თეთრეულის ხაზს, რომელიც იქნება უმაღლესი ხარისხის ქსოვილებისგან შექმნილი. უახლოეს მომავალში იგეგმება ასევე ბავშვის ხაზის წარმოება და მასობრივ გაყიდვაში ჩაშვება.

სამომავლო გეგმები…

სამომავლოდ, „კაბა“ გეგმავს გაფართოებას, გაზაფხულისთვის ახალი მაღაზიის გახსნას. ასევე, დღის წესრიგში დგას ექსპორტის საკითხი. კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ „კაბა“ ნამდვილად არის ის ბრენდი, რომელიც საქართველოს, ქართული წარმოების სახელს ღირსეულად წარმოაჩენს სხვა ქვეყნების ასპარეზზეც.

საკონტაქტო ინფორმაცია:

პეკინის გამზ. 19, მაღაზია „კაბა“

ტელ: 599 460 469

ასევე გაეცანი

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი
Fashion

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა
Fashion

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

April 11, 2025
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს
Fashion

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025
#OK! მოდის ციფრული რევოლუცია – H&M კამპანიებში AI-ის მიერ შექმნილი მოდელების “ციფრულ ტყუპებს” გამოიყენებს
Fashion

#OK! მოდის ციფრული რევოლუცია – H&M კამპანიებში AI-ის მიერ შექმნილი მოდელების “ციფრულ ტყუპებს” გამოიყენებს

April 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლოქსიტანი პროვანსიდან – თქვენი ბუნებრივი სილამაზისთვის

#OK! ლოქსიტანი პროვანსიდან – თქვენი ბუნებრივი სილამაზისთვის

April 4, 2024
#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

May 24, 2022
#OK! მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა!

#OK! მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა!

October 9, 2023
#OK! ახალი კულინარიული თავგადასავალი და ფრანგული გემოები შეფმზარეულ არტურ ლინკევიჩთან ერთად

#OK! ახალი კულინარიული თავგადასავალი და ფრანგული გემოები შეფმზარეულ არტურ ლინკევიჩთან ერთად

December 25, 2024

კვირის ჰიტები

Auto Draft

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 24, 2025
Auto Draft

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები