• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჯეოქორდი – ჭიპლარის სისხლის ბანკი… თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავლისთვის…

November 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ „ჯეოქორდს“ – ჭიპლარის სისხლის ბანკს, რომელიც ინახავს ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ის ISO 9001:2008 სერტიფიკატის მფლობელია. „ჯეოქორდში“ მშობლებს შეუძლიათ ბავშვის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების განუსაზღვრელი ვადით კრიოპრეზერვაცია (ღრმა გაყინვა). აღსანიშნავია, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს დაახლოებით 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების დასამარცხებლად იყენებენ. თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჭიპლარის სისხლის შენახვა, რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ჭიპლარის სისხლის ბანკის დირექტორმა, გიორგი ხარებავამ უპასუხა.

 

უპირველესად, გვესაუბრეთ „ჯეოქორდზე“… (რას სთავაზობთ საზოგადოებას)?

„ჯეოქორდი“, ჭიპლარის სისხლის ბანკი და უჯრედული ტექნოლოგიების ცენტრი, წარმოადგენს ამ სფეროში პირველ და უნიკალურ ორგანიზაციას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. ამასთანავე, „ჯეოქორდი“ არის საერთაშორისო ჭიპლარის ბანკების ასოციაციის (CBA) მოქმედი, ISO 9001:2008 სერტიფიცირებულ წევრი.

ბანკში სრულყოფილად არის დაცული სფეროში არსებული უმაღლესი სტანდარტები. იგი სთავაზობს მშობლებს თავიანთი შვილის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების განუსაზღვრელი ვადით კრიოპრეზერვაციას (ღრმა გაყინვას).

აღსანიშნავია, რომ „ჯეოქორდი“ განთავსებულია თანამედროვე ლაბორატორიულ სივრცეში, რომელიც აღჭურვილია სისხლისა და მისი კომპონენტების ღრმა გაყინვისათვის აუცილებელი უახლესი ხელსაწყო დანადგარებით. ჩვენთან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინახება თითქმის ათი ათასამდე ჭიპლარის სისხლის ერთეული.

ჩვენთან ასევე ფუნქციონირებს უჯრედული კულტურებისა და უჯრედული თერაპიების განყოფილებები, მოლეკულური ტესტირების ლაბორატორია. აქ ხორციელდება ჭიპლარის სისხლის უჯრედების, მათ შორის ღეროვანი უჯრედების გამოყოფა, განთესვა, გამრავლება, ტესტირება, იმუნოფენოტიპირება და სხვა საჭირო პროცედურები საბოლოო კრიოპრეზერვაციამდე.

ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მანძილზე, „ჯეოქორდში“ დაიხვეწა ჭიპლარის სისხლის ბანკირების ტექნოლოგია, უჯრედული თერაპიის პროცედურები და მათთან ასოცირებული მოლეკულური ტექნოლოგიები. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს ჭიპლარის სისხლსა და პლაზმაზე დაფუძნებული სხვადასხვა ბიოსამედიცინო გამოყენების კონცენტრატების შემუშავება. ამ ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას მოგვცემს, უახლოეს მომავალში მშობლებსა და სხვა მომხმარებლებსაც შევთავაზოთ უჯრედული პროდუქტების გაფართოებული სპექტრი, მათ შორის ჭიპლარისა და სხვა პლაცენტური ქსოვილების კრიოპრეზერვაცია, ჭიპლარის მეზენქიმური/სტრომული უჯრედების კონცენტრატი, ჭიპლარის პლაზმის სხვადასხვა დერივატივი, მათ შორის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა და სხვა.

 

რატომ უნდა შეინახოს მშობელმა ჭიპლარის სისხლი? რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება?

ცნობილია, რომ ჭიპლარისა და პლაცენტის ქსოვილები უაღრესად მდიდარია მეზენქიმური და ჰემატოპოეზური ღეროვანი/წინამორბედი უჯრედებით, ზრდის ფაქტორებით, ციტოკინებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით. ეს კომპონენტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში და ხშირად აღინიშნება მათი დეფიციტი პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ცნობილია, რომ ზრდასრულ ორგანიზმში, ასაკთან ერთად, პირველადი ღეროვანი უჯრედების გამომუშავება და ხარისხი განუხრელად მცირდება. ამ უჯრედების როლი კი დაზიანებული ქსოვილების, ორგანოებისა თუ სტრუქტურების აღდგენაა ორგანიზმში. სწორედ ამიტომ, ჭიპლარის სისხლის შენახვის უპირველესი მოტივი არის მისი პოტენციური სამედიცინო გამოყენება, რადგანაც ის მდიდარია ყველაზე მეტად ღირებული ღეროვანი უჯრედებით. დღეისათვის უკვე საყოველთაოდ მიღებულია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის პროცედურები ზოგიერთი ლეიკემიური, ლიმფომური და გენეტიკური დაავადებების დროს. ასეთი პროცედურების რიცხვი მუდმივად იზრდება. უკვე ისახება ის რეალობა, რომ ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს საყოველთაოდ დადასტურებული გამოყენება ექნებათ რეგენერაციულ მედიცინაში, სხვადასხვა ტრავმული, ნეიროლოგიური, კარდიოვასკულარული და მეტაბოლური დაავადებების დროს.

გარდა მოსალოდნელი დაავადებებისაგან დაზღვევისა, მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ღეროვანი უჯრედებისა და სხვა ანალოგიური პროდუქტების გამოყენება დაბერების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და ესთეტიკური მიზნებით.

დღეისათვის მსოფლიოში მრავალი კლინიკა მოქმედებს, რომელიც პაციენტს სთავაზობს ათეულობით პროცედურას სამედიცინო და ესთეტიკური მიზნებით ჭიპლარისა და სხვა ღეროვანი უჯრედების პროდუქტების გამოყენებით. მაშინ, როდესაც პროცედურიდან გამომდინარე, ხშირად შესაძლებელია ალოგენური (ანუ სხვა ადამიანის) ჭიპლარის პროდუქტების გამოყენებაც, ყველაზე ღირებული და ეფექტური საკუთარი (ავტოლოგიური) ღეროვანი უჯრედებია, თუკი ის შენახული აქვს პაციენტს.

ამრიგად, ჭიპლარის სისხლის შენახვის რაციონალური მიზეზები დღეისათვის საკმარისზე მეტია, ხოლო ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება.

 

თვითონ პროცედურაზე რომ გვესაუბროთ, რამდენად მარტივია? რა გზას გადის ჭიპლარის სისხლი ლაბორატორიამდე და რა პირობებში ინახება ის?

ჭიპლარის სისხლის შენახვის პროცედურა შედგება რამდენიმე საფეხურისაგან. პირველი მშობლის ინფორმირებული თანხმობა და ხელშეკრულებაა. შემდეგი ეტაპი არის ბავშვის დაბადებისთანავე მისი ჭიპლარის დაფიქსირება, სპეციალიზებულ პაკეტში ჭიპლარის ვენური სისხლის შეგროვება და ტრანსპორტირება ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში ხდება სისხლის მოცულობის შემცირება, ანუ კონცენტრაცია. ეს პროცედურა მოიცავს სისხლის სეპარაციას (დანაწილებას) პლაზმად, წითელ უჯრედებად და თეთრ უჯრედებად, რომელიც მდიდარია ღეროვანი უჯრედებით და რომლის შენახვაც არის მიზანი. თეთრი უჯრედების კონცენტრატი მოწმდება ღეროვანი უჯრედების შემცველობაზე, პათოგენური ორგანიზმების არსებობაზე და თუ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ერთეული მზადაა ღრმა გაყინვისათვის. მეოთხე ეტაპი არის კრიოპრეზერვაცია, ამ დროს პრეპარატი გადაგვყავს სპეციალიზებულ ნიადაგში და კონტროლირებადი გაყინვის ხელსაწყოების საშუალებით ტემპერატურა ჩამოგვყავს ღრმა გაყინვის მდგომარეობამდე. ამის შემდეგ, ჭიპლარის სისხლის ერთეული გადაგვაქვს თხევადი აზოტის რეზერვუარში, სადაც იგი შესაძლოა იყოს შენახული განუსაზღვრელი დროით. საჭიროების შემთხვევაში დეტალიზებული დოკუმენტაცია ინდივიდის იდენტიფიკაციისათვის და პროცედურების შესახებ ადვილად არის ხელმისაწვდომი, ამის მიხედვით შესაძლებელია ჭიპლარის ერთეულის გამოყინვა და გაცემა შესაბამისი პროცედურებისათვის.

უჯრედული საქმის სპეციალისტის თვალთახედვით, თვით პროცედურა რთული არ არის, თუმცა ასოცირებული ხარჯი, სტანდარტების შესაბამისობისა და ხარისხის უზრუნველყოფა ამ პროცესს საკმაოდ შრომატევადს და საპასუხისმგებლოს ხდის.

 

 

შესაძლებელია თუ არა ჭიპლარის სისხლის გამოყენება სხვა ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის?

ღეროვანი უჯრედების ერთ-ერთი თვისება არის ის, რომ ისინი, სხვა ქსოვილებისაგან განსხვავებით, ნაკლებად იმუნოგენურები არიან და ამიტომ, დანიშნულებიდან გამომდინარე, ხშირად შესაძლებელია მათი გადასხმა სხვა ადამიანისათვისაც. ეს უმეტესად იმ შემთხვევებში, როდესაც მიზანია იმუნომოდულაცია და ლოკალური რეგენერაციული პროცესების სტიმულირება. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც მიზანია დაზიანებული ქსოვილის ან ორგანოს სრული რეპოპულაცია, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ერთეული იყოს რეციპიენტთან თავსებადი. ამისათვის არსებობს ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის ჰისტოთავსებადობის ტესტი (ე.წ. HLA-ტიპირების ტესტი). მშობელსა და შვილს შორის არის მინიმუმ 50%-ანი თავსებადობა, რაც დასაშვებს ხდის ჭიპლარის სისხლის გამოყენებას ბევრ პროცედურაში. ერთი დედმამიშვილების შემთხვევაში 100%-იანი თავსებადობის ან სრული შეუთავსებლობის შანსი არის ერთი ოთხიდან, ხოლო 50%-იანი თავსებადობის შანსი ორი ოთხიდან. ეს ციფრები უმაღლესი თავსებადობის მიმანიშნებელია თუ არა – მონათესავე ადამიანებს შევადარებთ. ამიტომაც, ჭიპლარის სისხლის გამოყენება, კონკრეტული დანიშნულებებიდან გამომდინარე, მრავალი სამედიცინო პროცედურისათვის არის დასაშვები, როდესაც დონორი და რეციპიენტი ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

დაბოლოს, რას ეტყოდით მშობლებსა და მომავალ მშობლებს? რატომ ურჩევდით კონკრეტულად „ჯეოქორდში“ შენახვას?

მშობლებსა და მომავალ მშობლებს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში ვუსურვებ თავიანთი შვილების ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. ვუსურვებ ასევე, რომ თუკი გადაწყვეტენ ჭიპლარის სისხლის შენახვას, მისი გამოყენება მხოლოდ ესთეტიკური მედიცინისა და გაახალგაზრდავების მიზნებით დასჭირვებოდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა აირჩიონ „ჯეოქორდი“, ვეტყოდი, რომ ეს ბანკი ჩვენს რეგიონში არის უდიდესი, საუკეთესოდ აღჭურვილი და დროით გამოცდილი. უკვე მრავალი წელია, რაც აქ შენახული ჭიპლარის სისხლის ერთეულების გამოყენება დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. „ჯეოქორდში“ დანერგილი პროცედურები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ანალოგიური აღჭურვილობით ხორციელდება, რაც გამოიყენება მსოფლიოს სხვა წამყვან ბანკებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივად მშობიარისგან სისხლის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შემდგომ პროცესებთან ასოცირებული ყველა სტანდარტის დაცვა გაცილებით მარტივია „ჯეოქორდში“ სისხლის საზღვარგარეთ შენახვასთან შედარებით. ჩვენთან ასევე ადვილად არის ხელმისაწვდომი კონსულტაცია და ნებისმიერი ჭიპლარის სისხლის ბანკთან ასოცირებული სერვისის მოწოდება. განსხვავებით ბევრი სხვა ბანკისგან, ჩვენს შემთხვევაში აქტიურად ვმუშაობთ ჭიპლარის სისხლის სამედიცინო გამოყენების უჯრედული და მოლეკულური ტექნოლოგიების შექმნაზე და ასეთი სერვისების სია მუდმივად გაგვეზრდება. ჩვენი ეს უპირატესობა ასევე მარტივად ხელმისაწვდომი იქნება როგორც უკვე არსებული მომხმარებლებისათვის, ასევე მათთვის, ვინც მომავალში გადაწყვეტს თავისი შვილის ჭიპლარის სისხლის შენახვას.

 

რატომ უნდა შევინახოთ ბავშვის ჭიპლარის სისხლი „ჯეოქორდში“?

 

რუსკა მაყაშვილი: ჩემმა ექიმმა მირჩია და დაწვრილებით ამიხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის შენახვა. არც მიყოყმანია, იმწამსვე მივიღე გადაწყვეტილება. ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ იმდენი დაავადებისგან კურნავს, აუცილებელიცაა შენახვა და როდესაც იცი, რომ ჭიპლარის სისხლი შენახული გაქვს, სულ სხვანაირი სიმშვიდე გეუფლება.

პროცედურა მართლა ძალაინ მარტივია. როცა მშობიარობა დამეწყო, დავრეკე „ჯეოქორდში“ და მოვიდნენ. როდესაც ილია გაჩნდა, წამში აიღეს სისხლი ჭიპლარიდან.

მე ავირჩიე „ჯეოქორდი“, რადგან პროფესიონალები და სანდოები არიან. 100%-ით დარწმუნებული ხარ, რომ შენახვისას არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, თავდაპირველი ფასი და შემდგომ შენახვის თანხაც ხელმისაწვდომია. შეიძლება ითქვას, რომ „ჯეოქორდმა“ უდიდესი სიმშვიდე მომგვარა.

 

რატომ უნდა შევინახოთ ბავშვის ჭიპლარის სისხლი „ჯეოქორდში“?

 

ანი ბებია: ჭიპლარის სისხლის „ჯეოქორდში“ შენახვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მარტივად მომაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ყველაფერზე, არადა მეგონა, სირთულეებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, რადგან როცა პირველ ბავშვზე ვიყავი ორსულად, ვერ მოვიძიე ინფორმაცია და მეგონა, რომ საქართველოში არც კეთდებოდა.

მშობლებს ვურჩევდი აუცილებლად შეინახონ შვილის ჭიპლარის სისხლი „ჯეოქორდში“, რადგან ვფიქრობ, ამაზე კარგ საჩუქარს ვერაფერს გაუკეთებენ როგორც საკუთარ შვილებს, ისე თავიანთ თავსაც. საოცარი სიმშვიდის გრძნობა მეუფლება, როდესაც ვიაზრებ, რომ უფალმა დაიფაროს, მაგრამ თუ რამე დაემართა ჩემს შვილს, ვიცი, რომ დაზღვეული ვარ, რადგან ჭიპლარის სისხლი ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მე ავირჩიე „ჯეოქორდი“, რადგან გამოირჩევა ხარისხიანი მომსახურებით და მარტივი პროცედურით.

 

რატომ უნდა შევინახოთ ბავშვის ჭიპლარის სისხლი „ჯეოქორდში“?

რუსა ჩაჩუა: ვფიქრობ, რომ ჭიპლარის სისხლის „ჯეოქორდში“ შენახვით უფრო უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს ვუქმნი ჩემს შვილებს. ჩემი ორი შვილის ჭიპლარის სისხლი მაქვს შენახული, თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ, დედმამიშვილის შემთხვევაში სრული თავსებადობაა. თვითონ პროცედურაზე შემიძლია გითხრათ, რომ არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო.

მე ვზრუნავ ჩემი შვილების მომავალზე, შესაძლოა არც არასოდეს დამჭირდეს, ღერთმა ქნას, თუმცა ეს არის ჩემი სიმშვიდის გარანტი. მშობლებს კი უპირველესად ვურჩევდი, მიიღონ ყველანაირი ინფორმაცია ჭიპლარის სისხლის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ დარწმუნდებიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება.

ასევე გაეცანი

#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე
ინტერვიუ

#OK! ნათია დუმბაძე შემოქმედებით ცხოვრებასა და ოჯახზე

December 4, 2023
#OK! გამორჩეული ჯილდო
ინტერვიუ

#OK! გამორჩეული ჯილდო

December 4, 2023
#OK! ყვავილების ქვეყანა
ინტერვიუ

#OK! ყვავილების ქვეყანა

December 4, 2023
#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე
ინტერვიუ

#OK! ლიანა ნაკაშიძის გზა ბათუმიდან ბერლინამდე

December 4, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის გარანტი

#OK! Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის გარანტი

July 14, 2021
#OK! კიმ კარდაშიანის მორიგი ექსპერიმენტი გაღიავებული წარბებითა და ქერა თმით

#OK! კიმ კარდაშიანის მორიგი ექსპერიმენტი გაღიავებული წარბებითა და ქერა თმით

May 19, 2021
#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციის შარვალს Nour Hammour-ის ქურთუკს უხამებს

#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციის შარვალს Nour Hammour-ის ქურთუკს უხამებს

April 30, 2021
#OK! LUR-„სრულყოფილების კვალდაკვალ“ –  ღამის სამოსის ბრენდი ყველასთვის

#OK! LUR-„სრულყოფილების კვალდაკვალ“ – ღამის სამოსის ბრენდი ყველასთვის

December 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 77 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! “თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 77 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

November 29, 2023
#OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი (ვიდეო)

November 30, 2023
#OK! ლეგენდა – ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს!

#OK! ლეგენდა – ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს!

November 28, 2023
#OK! პარმენ ხვედელიძის პროფესიული გზა და ინტერესები…

#OK! პარმენ ხვედელიძის პროფესიული გზა და ინტერესები…

December 4, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები