• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! მუსიკა, ჰობი და ბიზნეს წამოწყება – ჯეკო გოგიტიძე ბათუმიდან…

December 30, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

გაგაცნობთ ნიჭიერ ბათუმელ მუსიკოსს, რომელიც, გარდა იმისა, რომ მღერის, ასევე უკრავს 10-ზე მეტ ინსტრუმენტზე და ამასთან ერთად ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ ორ კომპანიას. როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და რაზე ოცნებობს… ჩვენი რესპონდენტი ჯეკო გოგიტიძე თავად გვიამბობს.

 

ჯეკო, უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
მე ვარ ჯეკო გოგიტიძე, 21 წლის, ბათუმიდან. როდესაც მეკითხებიან საქმიანობის შესახებ, არ ვიცი საიდან დავიწყო საუბარი. თუმცა მუსიკასთან სიახლოვე ყველა დანარჩენს ფარავს და სწორედ მუსიკით დავიწყებ. ბავშვობიდანვე მაქვს უდიდესი სიყვარული მუსიკის მიმართ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამართულად საუბარი არ შემეძლო, დედა პიანინოსთან დამისვამდა, ის უკრავდა და მე მამღერებდა. ოჯახმა შემაყვარა სიმღერაც, ინსტრუმენტებიც და ინტერესი გამიჩინა სასცენო კარიერის მიმართ. 13 წლისამ დავიწყე მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლა და ამჟამად 10-ზე მეტ ინსტრუმენტზე ვუკრავ, როგორიც არის გიტარა, ფორტეპიანო, საქსოფონი, ფანდური, ბასგიტარა, ჰარმონიკა და ა.შ.

14 წლისას სურვილი გამიჩნდა, რომ ოჯახისგან დამოუკიდებლად მქონოდა შემოსავალი და კაფე-ბარებში დავიწყე სიმღერა. ეს წამოწყება არ შეჩერებულა პატარ-პატარა კაფე-ბარებზე და მალევე მივიღე კონტრაქტი ისეთი ობიექტებიდან, როგორიცაა „შერატონი“, „ჰილტონი“, „ჯორჯია პალასი“ და ა.შ.

 

როგორც ვიცით, ამ ყველაფრის პარალელურად სწავლობდი.
მუსიკის კარიერის პარალელურად, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა სწავლა-განათლებას. 2019 წელს სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე და გრანტით ჩავირიცხე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ნავიგაციის ფაკულტეტზე. ჩემი სტუდენტობა და კოვიდის დაწყება ერთი იყო. ბაკალავრის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და ახლა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ.

 

როგორი იყო კარიერის გაგრძელების შემდეგი ეტაპი?
როგორც იცით, კოვიდმა თითქმის გააქრო შოუბიზნესი და სარესტორნო მომსახურება და მრავალი მუსიკოსი დატოვა შემოსავლის გარეშე, თუმცა, როგორც ამბობენ, მონეტას ორი მხარე აქვს და სწორედ რომ კოვიდის დროს გამოჩნდა ტელეკონკურსი „ვოისი – The Voice of Georgia”, რომლის მეშევეობითაც მივხვდი, რომ სცენა იყო ადგილი, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს პირველი დიდი სასცენო გამოწვევა იყო, კონკურსში წარმატებულად ვიასპარეზე, ნახევარფინალამდე მივაღწიე და უამრავი მსმენელის გული მოვიგე. ბათუმში დაბრუნების შემდეგ ჩემი თანაქალაქელი ადამიანების სიყვარული და სითბო იმდენად დიდი და შესამჩნევი იყო, რომ გადავწყვიტე მთელი ჩემი კარიერა და მოღვაწეობა სწორედ ამ ულამაზესი ქალაქისთვის მიმეძღვნა.

 

შემდეგ გახსენით კომპანია LOUDBATUMI. მოგვიყევით ამის შესახებ.
ვოისის დასრულების შემდეგ, 18 წლისამ დავიწყე მცირე ბიზნესი, რომელიც, რა თქმა უნდა, მუსიკას უკავშირდება. დაგროვებული რამდენიმე ათასი ლარით შევქმენი კომპანია LOUDBATUMI, რომლის მეშვეობითაც მცირე სახის კონცერტებს, წვეულებებსა და მუსიკალურ საღამოებს ტექნიკურად ვახმოვანებდი. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან შუადღით აპარატურას ვამონტაჟებდი, ღამით 2 ან 3 ობიექტზე ვმღეროდი და დილით უნივერსიტეტში მივდიოდი სასწავლებლად. მაგრამ, უკვე მეორე წელიწადია, კომპანიაში დავასაქმე მუსიკის მოყვარული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი თქვენი წვეულება მუსიკალურად გაახმოვანონ და გაალამაზონ. დროთა განმავლობაში გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა, შესაბამისად, მოთხოვნაც და ორი დინამიკით დაწყებული საქმიანობა დღეს, 2023 წელს, უკვე ერთ საკმაოდ მსხვილ აპარატურის კომპანიად და რამდენიმე ასობით ათასი ლარის აქტივად იქცა.

 

აპარატურის კომპანიის გარდა, რამდენიმე თვის წინ, მეორე ბიზნესიც წამოვიწყე. როგორც იცით, ქართველი ადამიანების ნახევარზე მეტი მღერის. ამიტომ, დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო ის, რომ ქალაქის ცენტრში გამეხსნა კარაოკე ლაუნჯი-რესტორანი, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა სიმღერას მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად. ამ მასობრივი საქმის განხორციელებასა და EMPORIUM KARAOKE-ს დაარსებაში გვერდში დამიდგა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და კეთილი ადამიანი, რომელიც ჩემი ბიზნესპარტნიორია. რომ არა მისი ინტერესი და გულისხმიერება, ამხელა პროექტს ნამდვილად ვერ ვაჩუქებდით ბათუმს. სახელი EMPORIUM ჩვენი მოფიქრებულია, ის სწორედ რომ თავშეყრის ადგილს ნიშნავს, რომელიც ზღვისპირას მდებარეობს. ახლა ორივეს დიდი მიზანია, რომ მაქსიმალურად ბევრი სტუმარი მივიღოთ და ადამიანებს წუთიერად მაინც ვაგრძნობინოთ, თუ რაოდენ დიდი ბედნიერების მომტანია ხალხის წინაშე სიმღერა.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებზე წინასწარ ფიქრი არ მიყვარს იმიტომ, რომ სწორედ სპონტანურობაშია საქმის ყველაზე დიდი ხიბლი, თუმცა, რახან ამ ასაკში ამდენის შესაძლებლობა მომეცა, დარწმუნებული ვარ, წინ უფრო მეტი შანსი გამოჩნდება. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემი ხანგრძლივი მიზანი სამშენებლო კომპანიის დაარსებაა, მაგრამ ჯერ წინ მრავალი გამოწვევაა, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა იქნეს დაძლეული.

 

რაზე ოცნებობთ?
ოცნება? რაც შეეხება ოცნებას, დიდად მეოცნებე ადამიანი არ ვარ, რამეს თუ ჩავიფიქრებ, უნდა შევასრულო, ისე არ მოვეშვები, თუმცა ერთი ოცნება მაქვს გულის სიღრმეში, რასაც გაგანდობთ. მინდა იმდენს მივაღწიო, რომ შევძლო ახალგაზრდების დახმარება სწავლა-განათლების საკითხში. მათ, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, მინდა ჩემი პატარა წვლილით შევუწყო ხელი სწავლის დაფინანსებაში, რადგან ცოდნა და განათლებაა ყველაზე დიდი და სასარგებლო კაპიტალი, რომელიც მის მფლობელს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ შეუძლია გამოიყენოს.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კარდაშიანების ოჯახის გზა რეალითი შოუდან მილიარდიან იმპერიამდე

#OK! კარდაშიანების ოჯახის გზა რეალითი შოუდან მილიარდიან იმპერიამდე

April 1, 2021
#OK! საშიში ტენდენციები

#OK! საშიში ტენდენციები

October 1, 2021
#OK! Halsey ლოს-ანჯელესში მდებარე საცხოვრებელს 2,8 მილიონ დოლარად ყიდის!

#OK! Halsey ლოს-ანჯელესში მდებარე საცხოვრებელს 2,8 მილიონ დოლარად ყიდის!

July 28, 2021
#OK! “ჩემი სიყვარული და მადლიერება ამ სამყაროსა და სიცოცხლის მიმართ,”-  ალექსანდრა პაიჭაძის ახალი მანქანა  (ვიდეო)

#OK! “ჩემი სიყვარული და მადლიერება ამ სამყაროსა და სიცოცხლის მიმართ,”- ალექსანდრა პაიჭაძის ახალი მანქანა (ვიდეო)

August 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები