• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

April 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

იმ სამყაროში, სადაც ქალებს სილამაზის სტანდარტებს გვიწესებენ, უმეტესობა ჩვენგანი ცდილობს არ ჩამორჩეს ამ ყველაფერს. არაფერია ცუდი იმაში, გინდოდეს გამოიყურებოდე უფრო ლამაზად, თუმცა სანამ რაიმეს შეცვლას ან შელამაზებას გადავწყვეტთ, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვის ვანდობთ ჩვენს სახეს და რომელი პრეპარატით ვიკეთებთ ამა თუ იმ პროცედურას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბოლომდე ვენდობოდე სპეციალისტს და მან ამომწურავად გამაცნოს ყველაფერი. სწორედ ასეთი ინფორმაცია გაუზიარა #OK!-ის დერმატო-კოსმეტოლოგმა ქეთა დიასამიძემ, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორიენტირებულია ხარისხზე და როგორც თავად აღნიშნავს, ქეთასთვის აუცილებელია პაციენტთან გულწრფელობა, ეს ყველაფერი კი განსაზღვრავს მის პროფესიონალიზმს.

 

სად დაეუფლეთ პროფესიას?

უნივერსიტეტი დერმატოლოგიის განხრით სტამბოლში დავამთავრე, ასევე, პარალელურად 3 წლის განმავლობაში ვსწავლობდი კოსმეტოლოგიას. სწავლა ახლახან დავასრულე, სამუშაო გამოცდილებაც თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში მივიღე.

რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?

წარმატების მისაღწევად უპირველეს ყოვლისა მიზანია საჭირო. სურვილი იმისა, იყო შემდგარი ადამიანი და შეძლო ადამიანებს მისცე ის, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. მე მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ნებისმიერი სურვილი და ოცნება რეალობად აქციოს. მე პირადად 3 წლიდან ვოცნებობდი იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ და ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა.

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?

პაციენტებს ვთავაზობ სხვადასხვა პროცედურას, როგორიცაა ფილერით ინიექცია − ტუჩის შევსება/გალამაზება, ბოტოქსით ინიექცია − ნაოჭების საწინააღმდეგო. ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, სახისა და ტანის მოდელირება.

როგორია თქვენი სილამაზის ფორმულა? თავად როგორ უვლით სახის კანს?

წლის დასაწყისში ვიკეთებ მეზოთერაპიის კურსს, ასევე, ზაფხულამდე აუცილებლად ბიორევიტალიზაციას. რაც შეეხება თავის მოვლას, ვიყენებ როგორც ცნობილ ბრენდებს, ისე ჩემ მიერ დამზადებულ პროდუქციას. ორ კვირაში ერთხელ ვიკეთებ ზედაპირულ პილინგს, უსათუოდ კარგად ვიტენიანებ კანს, ვიყენებ დღისა და ღამის ნიღბებს და აუცილებლად თვალის შრატს. დღის განმავლობაში ვიღებ იმდენ წყალს, რამდენიც ჩემი ორგანიზმისთვის საკმარისია.

გვესაუბრეთ პაციენტებისადმი თქვენს მიდგომაზე.

პაციენტებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუსმენ. მაქსიმალურად ვცდილობ გავითვალისწინო მათი სურვილები და შევძლო ყველა შედეგით კმაყოფილი და ბედნიერი გავუშვ. ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ ხოლმე, არიან პაციენტები, რომლებსაც ინიექციური კოსმეტოლოგია პლასტიკურ ქირურგიაში ერევათ. აი, მაგალითად, ჰგონიათ, რომ ცხვირის რინომოდელირება ამ პატარა ნემსით რინოპლასტიკის შედეგს მისცემთ. სწორედ ამიტომ ვცდილობ თავიდანვე გავიგო მათი სურვილები, რათა სწორად მივაწოდო ინფორმაცია.

 

გვესაუბრეთ შედეგებზე და მომსახურების ხარისხზე.

ნებისმიერი პროცედურა გარკვეული დროის შემდეგ გაიწოვება. რეაბილიტაციას დაახლოებით 3 დღიდან 1 თვემდე სჭირდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პროცედურას ვაკეთებთ. ხარისხს რაც შეეხება, დიდი ხანია საქართველოში არ ვიძენ პრეპარატებს − ყველაფერი თურქეთიდან შემომაქვს, აუცილებლად მაღალი ხარისხის პრეპარატები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია პრეპარატი პაციენტის თვალწინ გაიხსნას. ჩემთან არცერთი პრეპარატი არ იყოფა რამდენიმე პაციენტზე. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ხშირად მეკითხებიან, ვყიდი თუ არა ერთეულებს? − არა, რა თქმა უნდა, რადგან ფილერი ბაქტერიის მატარებელია, ჩვენ შეყვანამდე ასპირაციებს ვაკეთებთ, რითაც შეიძლება პაციენტის ინფიცირება. ამიტომაც მე ვიზღვევ თავს და გახსნილ პრეპარატს რამდენიმე პაციენტზე არ ვყოფ.

უხარისხო ფილერის გამოყენებამ რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი?

ნეკროზი, ფტოზი, კუნთის დაზიანება… შესაძლოა გაჭრაც დასჭირდეს. ამიტომაც მე არ ვმუშაობ დაბალი ხარისხის პრეპარატებით.

რას ურჩევდით პაციენტებს?

უპირველესად ვურჩევ, მიაქციონ ხარისხს ყურადღება. სპეციალისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება. შეამოწმეთ ვადები და მოითხოვეთ თქვენ თვალწინ გაიხსნას ყველა პრეპარატი, რის შემდეგაც აირჩიეთ საუკეთესო. იყავით ბედნიერები, იცხოვრეთ სიყვარულში, რადგან სტრესი აუცილებლად ჩვენს სახეზე აისახება. მინდა ყველა ისეთი ლამაზი იყოს, როგორც შინაგანად გრძნობენ თავს.

სამომავლო გეგმები…

ძალიან მალე გაიხსნება ჩემი ესთეტიკური ცენტრი, სადაც უმაღლესი ხარისხის პროცედურებს ჩაატარებენ კვალიფიცირებული სპეციალისტები. ასევე, წელს ისევ ვაბარებ გამოცდებს და მივდივარ ქირურგიაში, რაც უდიდეს სიამოვნებასა და წარმატების სურვილს მგვრის. მინდა ყოველდღე ვვითარდებოდე და ვიზრდებოდე თქვენს სამსახურში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Instagram: dr.ketadiasamidze

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი თქვა

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი თქვა

March 1, 2021
#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! როგორ მოვუაროთ სახის კანს შემოდგომაზე – DIVES MED-ის უსაზღვრო შესაძლებლობები

#OK! როგორ მოვუაროთ სახის კანს შემოდგომაზე – DIVES MED-ის უსაზღვრო შესაძლებლობები

November 8, 2023

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

February 11, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები