21-ე საუკუნეში, ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზებასთან ერთად, გაიზარდა ინტერესი თავის მოვლის ორგანულ საშუალებებზე. შესაბამისად, კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი ბრენდები ცდილობენ აჰყვნენ თანამედროვე გამოწვევებს და თავის სრულფასოვანი მოვლისთვის მომხმარებელს შესთავაზონ ეფექტური, უსაფრთხო, ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური პროდუქცია.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია საქართველოს ბაზარზე, რომლისთვისაც პარაფარმაციის პრიორიტეტული მიმართულებაა ევროპული ორგანული კოსმეტიკური ბრენდების წარმოდგენა და შეთავაზება საკუთარი მომხმარებლისთვის მის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. სწორედ ამიტომ, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის ფართო არჩევანი. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია PHYTORELAX („ფიტორილექსი“), როგორც იტალიური წარმოების სრულყოფილება, რადგან პროდუქტების წარმოების სრული ციკლი მიმდინარეობს იტალიის შუაგულში, ბოლონიაში, და პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.
PHYTORELAX-ის პროდუქცია არის სრულიად უსაფრთხო − ნატურალური, ორგანული, ვეგანური და ამასთანავე, ძალიან ეფექტური. აღსანიშნავია, რომ ბრენდი ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატს − COSMOS ORGANIC. მას ასევე მინიჭებული აქვს უმაღლესი სტანდარტით დამზადებული ნატურალური პროდუქციის დამადასტურებელი სერტიფიკატი − COSMOS NATURAL და AIAB, რაც ბიო ეკო კოსმეტიკურ სტანდარტზე მიუთითებს. გარდა ამისა, ბრენდი ფლობს სერტიფიკატს CRUELTY FREE, რადგან PHYTORELAX-ის პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე და არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.
PHYTORELAX-ის მწარმოებელია იტალიური კომპანია „ჰარბორი“ (HARBOR), რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ორგანული და ნატურალური პროდუქციის შექმნაში. „ჰარბორის“ მკვლევართა გუნდი დაკომპლექტებულია ქიმიკოსების, ჰერბალისტების და მიკრობიოლოგების მიერ. ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტების უნიკალურ ფორმულებს, რომელიც ემყარება თითოეული მათგანის ექსპერტულ კვლევებს და წარმოადგენს ბუნებისა და ინოვაციების ეფექტურ სინთეზს. ბრენდის თითოეული პროდუქტის წარმოების უკან დგას ბრენდის ფილოსოფია და ღირებულებები. კერძოდ, კომპანია HARBOR ზრუნავს როგორც საკუთარი მომხმარებლის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოსა და ეკოლოგიაზე.
სწორედ ამიტომ, „ჰარბორი“ ერთ-ერთი ლიდერია სერტიფიცირებული ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელიც 40-მდე ქვეყანაში ახორციელებს PHYTORELAX-ის ბრენდის დისტრიბუციას. საქართველოში კომპანია „ჰარბორის“ ოფიციალური პარტნიორია სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“, სადაც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი PHYTORELAX-ის ბრენდი.
კომპანია HARBOR-ის ექსპორტის მენეჯერი, ლუკა რავერა: „კომპანია „იმპექსფარმთან“ 2019 წლის სექტემბრიდან ვთანამშრომლობთ და ძალიან კმაყოფილი ვართ მიღწეული შედეგებით, რადგან „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელმა თავიდანვე გაითავისა ბრენდის ფილოსოფია, PHYTORELAX-ის პროდუქტების კონცეფცია და ხარისხი. ჩვენმა პარტნიორმა დიდი ძალისხმევა გაიღო საქართველოს ბაზარზე PHYTORELAX-ის ბრენდის წარდგენასა და დამკვიდრებაში.
ჩვენს თანამშრომლობას დაბრკოლებაც ახლდა „კოვიდ“-პანდემიის სახით, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ უფრო მეტი ძალისხმევით შეუდგა ბრენდის წარდგენას ქართველი მომხმარებლებისთვის. „ფიტორილექსი“ არის ნომერი #1 ორგანული ბრენდი იტალიის ბაზარზე.
ჩვენ გვწამს, რომ ქართველი მომხმარებელიც შეიყვარებს „ფიტორილექსის“ ხარისხიან პროდუქციას“.
ნათია პაპუაშვილი, ბრენდმენეჯერი: „სააფთიაქო ქსელ „იმპექსში“ წარმოდგენილია „ფიტორილექსის“ ბრენდის სახის, სხეულისა და თმის პროფესიული მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი. ბრენდი ასევე გვთავაზობს თავის მოვლის პროდუქციას და სასაჩუქრე ნაკრებებს მამაკაცებისთვის. უდავოდ სასიხარულოა, რომ რჩეული იტალიური ბრენდი PHYTORELAX ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის. სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, სთავაზობს მას ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის ფართო არჩევანს და განაწყობს სილამაზისთვის, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის.
სახის მოვლის პროდუქცია სხვადასხვა ასაკისა და კანის ტიპის მქონე ქალბატონებისთვის:
ჰიდრო ავენას (Hydro Avena) ხაზი განკუთვნილია მშრალი და მგრძნობიარე ტიპის კანისთვის. ეს ხაზი აერთიანებს შვრიისა და ჰიალურონის მჟავის სასარგებლო თვისებებს და განკუთვნილია გამომშრალი, გაუწყლოებული, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის. პროდუქტები ატენიანებს და ამშვიდებს კანს. დატენიანება სჭირდება ყველას, მიუხედავად კანის ტიპისა და ასაკისა.
ალოე ვერას (Sebum Aloe Vera) ხაზი − კომბინირებული და პრობლემური კანისთვის. ალოე ვერა ატენიანებს და ამშვიდებს კანს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აღნიშნული ხაზის პროდუქცია ეფექტურია აკნეს სამკურნალოდაც.
ლუქს ლიფტ არგანის (Lux Lift Argan) ხაზის პროდუქცია ასწორებს ზედაპირულ ნაოჭებს, კანს ხდის ერთგვაროვანს და სახეს ანიჭებს ნათელ ფერს. პროდუქტები დამზადებულია არგანის ზეთზე, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ ქალბატონები, როგორც სილამაზის ელექსირს. ზეთის მიღების პროცესი ხელით დაპრესვის გზით ხორციელდება. ასეთი ტექნოლოგიით მიღებული არგანის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი სასარგებლო მჟავებით, რაც განაპირობებს მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
გოჯის (Active Age Goji) ხაზი განკუთვნილია მოწიფული კანისთვის. გოჯი, ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო, ხელს უშლის კანის ქსოვილის დაბერებას.
ასევე, ბრენდში წარმოდგენილია სახის მოვლის ხაზები, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება:
ნახშირის გამწმენდი (Detox Charcoal) დეტოქს-ხაზის პროდუქტები და მწვანე ჩაის ასაკსაწინააღმდეგო დეტოქს-ხაზი (Age Defense The Verde), რომელიც იცავს კანს გარემოს აგრესიით გამოწვეული დაბერების პროცესებისგან.
ზემოთ აღნიშნული გამწმენდი Detox Charcoal-ის ხაზის ძირითადი აქტიური ინგრედიენტია ნახშირი, რომელიც მიღებულია ბამბუკის ხის მაღალ ტემპერატურაზე დაწვის შედეგად. სწორედ ასეთი სახით მიღებული ნახშირი ხასიათდება საოცარი დეტოქს-ფუნქციით. აღნიშნული ხაზის პროდუქცია განსაკუთრებით სასარგებლოა დიდ ქალაქში მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ყოველდღიურად ხდება კანის დაბინძურება ტოქსინებით. ეს პროდუქტები კი ეფექტურად ებრძვის მათ.
PHYTORELAX-ის ბრენდი ასევე სთავაზობს მომხმარებელს სახის შრატ-კონცენტრატების ხაზს, რომლის პროდუქტები ადაპტირებულია ყველა ტიპის კანზე და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით:
– კონცენტრატები ჰიალურონის მჟავით − ატენიანებს, ასწორებს ნაოჭებს;
– C ვიტამინით − აღადგენს კანს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ფერს;
– კოლაგენით − ამკვრივებს კანს;
– გლიკოლიფტი − ლიფტინგის ეფექტით, დამზადებულია „ჭკვიანი შაქრების“ ფორმულაზე.
ტანის მოვლა:
PHYTORELAX აწარმოებს სხეულის მოვლის პროდუქტებს, რომლებიც დამზადებულია ცივი დაწურვის გზით მიღებულ მცენარეულ ზეთებზე. ტანის მოვლის კუთხითაც, PHYTORELAX მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ასორტიმენტში წარმოდგენილია არგანის, ქოქოსის, შიისა და ნუშის ზეთებზე, ასევე ბახის ყვავილებისა და 31 სამკურნალო მცენარის ექსტრაქტზე დამზადებული ხაზები.
თითოეული ხაზი წარმოდგენილია შხაპის გელით, ტანის ლოსიონებით, ტანის კრემით და კარაქით, ხელისა და ფრჩხილის მოვლის პროდუქტებით; ასევე, ასორტიმენტში არის ტანის სკრაბი, მასაჟის კრემი, მულტიფუნქციური ზეთი (ტანის, სახის, თმის ზეთი) და ა.შ. აღნიშნული პროდუქტები ატენიანებს, კვებავს და იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. რაც მთავარია, ანიჭებენ მას საოცარი კომფორტის შეგრძნებას.
PHYTORELAX-ის ასორტიმენტში განსაკუთრებული პროდუქტებია დეოდორანტები, რომლებიც 95%-ით ნატურალურია. შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. დეოდორანტები წარმოდგენილია სპრეისა და ბურთულიანი ფლაკონების სახით. თითოეული პროდუქტი არის ალუმინის, ალკოჰოლისა და პარაბენების გარეშე, ანუ არ ბლოკავს საოფლე ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. არის სრულიად უსაფრთხო და რეკომენდებულია მოზარდებისთვისაც.
თმის მოვლა:
PHYTORELAX სახისა და სხეულის მოვლის პროდუქციასთან ერთად, მართლაც გამორჩეულ თმის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს: შამპუნი, კონდიციონერი, სამკურნალო საშუალებები თმის სხვადასხვა პრობლემისთვის; ნიღბები, ზეთები, თმის თერმოდამცავი და მულტიფუნქციური საშუალებები. ასორტიმენტში ასევე არის თმის რძე. თმის მოვლის ყველა პროდუქტი ნატურალურია და განკუთვნილია პროფესიული მოვლისთვის სახლის პირობებში. ასორტიმენტი შეიცავს შემდეგ ხაზებს:
- თმის აღმდგენი Keratin-ის ხაზი − თმის ღერი ძირითადად ცილა კერატინით არის წარმოდგენილი. კერატინის ხაზი აღადგენს დაზიანებულ თმას.
- სპეციალური ხაზი შეღებილი თმისთვის − Keratin Color, აღადგენს თმას და ხელს უწყობს ფერის შენარჩუნებას.
- მშრალი და დაზიანებისკენ მიდრეკილი თმისთვის განკუთვნილია ქოქოსის ზეთზე დამზადებული Coconut-ის თმის მოვლის პროდუქტები.
- ასევე, ასორტიმენტში წარმოდგენილია არგანის ზეთზე დამზადებული თმის მოვლის საშუალებები სხვადასხვა დანიშნულებით: მკვებავი, ექსტრა-მოცულობის მიმნიჭებელი და ე.წ. Anti-frizz-ის ხაზი, რომელიც განკუთვნილია დაზიანებული თმისთვის და ამარტივებს თმის ვარცხნას.
სიახლეები:
PHYTORELAX-ის ბრენდი მუდმივად ცდილობს განვითარებას და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებას, ამიტომ მიმდინარე წელს შემოგვთავაზა PHYTORELAX-ის სიახლეები თმის, ტანისა და სახის მოვლის საშუალებების კუთხით, რომლებიც უკვე წარმოდგენილია „იმპექსის“ აფთიაქებში:
- NO YELLOW-ს თმის მოვლის ხაზი, რომელიც განკუთვნილია ქერა, ჭაღარა და გაღიავებული თმისთვის. NO YELLOW-ს პროდუქტების ფორმულა შეიცავს იისფერ პიგმენტს, რომელიც ამცირებს არასასურველ მოყვითალო ფერს ქერა, ჭაღარა და გაღიავებულ თმაზე. ხაზი შეიცავს შემდეგ პროდუქტებს: შამპუნი, თმის ნიღაბი და სამკურნალო კონცენტრატი.
- MANDORLA/ALMOND-ის ტანის მოვლის საშუალებების ხაზი: ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული სუფთა ტკბილი ნუშის ზეთი ბუნებრივი საშუალებაა, გამოირჩევა დამარბილებელი, დამამშვიდებელი და მკვებავი თვისებებით. მშრალი და დეჰიდრატირებული კანის იდეალური მოვლის საშუალებაა ყოველდღიური გამოყენებისთვის და ხელს უწყობს თქვენი კანის ბუნებრივი ბზინვარებისა და ელასტიკურობის გაძლიერებას. ხაზი შეიცავს შემდეგ პროდუქტებს: შხაპის გელი, ტანის ლოსიონი, კარაქი და ზეთი, ხელის კრემი.
- 31 HERBS OILS-ის ტანის მოვლის საშუალებების ხაზი: შეიცავს ეთერზეთებისა და 100%-ით ბუნებრივი ექსტრაქტების ნაზავს, რომელიც მიიღება 31 მცენარისგან. აღნიშნული მცენარეები ყურადღებითაა შერჩეული და დაბალანსებულია PHYTORELAX-ის ლაბორატორიაში ექსპერტების მიერ, თითოეული მცენარისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. მას აქვს ბალზამური, მატონიზებელი, გამომაცოცხლებელი, კანის გამწმენდი და აღმდგენი თვისებები. ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას რბილი ტექსტურისა და დამამშვიდებელი ეფექტის წყალობით. ხაზი შეიცავს შემდეგ პროდუქტებს: შხაპის გელი, ტანის სკრაბი, გელ-კრემი და მასაჟის კრემი, კარაქი, მულტიფუნქციური (სახე/ტანი/თმები) ზეთი.
- მულტიფუნქციური ზეთები სახის, ტანისა და თმის მოვლისთვის, მკვებავი, დამცავი და დამატენიანებელი თვისებებით.
ორგანული და ნატურალური იტალიური კოსმეტიკური ბრენდი „ფიტორილექსის“ სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის 100-მდე აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით.