• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! პრინცი ჰარი მეფე ჩარლზ III-ს წელიწადნახევრის შემდეგ პირველად შეხვდა

September 11, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

8 სექტემბერს, პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაცია WellChild-ის მე-20 დაჯილდოებაზე დასწრება იყო. თვითმფრინავის დაშვებისთანავე პრინცი უინძორში გაემგზავრა  და უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ელისაბედ II-ის საფლავი ყვავილებით შეამკო – ცნობისთვის, 8 სექტემბერს დედოფლის გარდაცვალებიდან სამი წელი შესრულდა.

საქველმოქმედო ღონისძიებათა წყების შემდეგ, 10 სექტემბერს ჰარი მონარქის საყვარელ რეზიდენციაში – კლარენს ჰაუსში გაემგზავრა, რასაც 2024 წლის თებერვლის შემდეგ მეფე ჩარლზ III-სა და პრინცს შორის პირველი შეხვედრა მოჰყვა. მედიის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით, 55 წუთი გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მამა-შვილი ჩაის მიირთმევდა და საუბრობდა. მონარქისა და პრინცის ბოლო შეხვედრა 2024 წლის თებერვალში  გაიმართა, როცა ჰარიმ მამის ონკოლოგიური დაავადების შესახებ შეიტყო. მაშინ მამა-შვილის საუბარი მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა.

მეფესთან შეხვედრაზე ჰარი ჯიპით მივიდა, რომელსაც მძღოლი მართავდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ის ძალიან მშვიდი ჩანდა, თუმცა ძმასთან, უილიამთან შეხვედრა არც ამჯერად უცდია. ძმების უკანასკნელი შეხვედრა 2023 წლის მაისში, მამის მეფედ კურთხევის დროს შედგა. სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები იმედოვნებდნენ, რომ მიმდინარე ვიზიტისას ჰარი და უილიამი ისევ შეხვდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

პრინცი ჰარის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდა, რაც 2022 წლის შემდეგ, როდესაც ის და მეგან მარკლი ბებიის დაკრძალვას დაესწრნენ, მისი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია.

შეგახსენებთ, რომ ჰარისა და მისი ოჯახის დაპირისპირება 2020 წლიდან გრძელდება. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მსოფლიოს უკვე აჩუქეს ახალი სიტყვა „მეგზიტი“ (BREXIT-ის ანალოგი), როდესაც სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია, რასაც წყვილის ბრალდებებით სავსე, ხმაურიანი ინტერვიუები და მემუარების „სათადარიგო“ გამოქვეყნება მოჰყვა.

წელს უინძორებს დაპირისპრებისთვის კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ. ესაა სასამართლო სარჩელი, რომელიც ჰარიმ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა. პრინცი უწყებას ადანაშაულებს, რომ შეგნებულად არ სურს მისთვის და მისი ოჯახისათვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნა, რითაც სასექსების ოჯახს დიდ საფრთხეს უქმნის. სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ პრინცმა განაცხადა, რომ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარლზ III -ის ხელი ურევია, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ოჯახთან შერიგება მაინც სურს.

მეფესთან შეხვედრის შემდეგ, თავის ღონისძიებასთან „Invictus Games“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, სასექსის ჰერცოგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მონარქი თავს შესანიშნავად გრძნობს, თუმცა, მასთან საუბრის დეტალები არ გაუმხელია – წერს Daily Mail. 

 

ასევე გაეცანი

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება
OK! News

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 23, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ
OK! News

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები
OK! News

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 23, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქართველი ვარსკვლავები ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ!

#OK! ქართველი ვარსკვლავები ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ!

October 11, 2023
#OK! მეგან მარკლი Variety-ის ახალი ნომრის გარეკანზე

#OK! მეგან მარკლი Variety-ის ახალი ნომრის გარეკანზე

October 19, 2022
#OK! „რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ“ – ნანუკა გულუა გათხოვდა!

#OK! „რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ“ – ნანუკა გულუა გათხოვდა!

September 23, 2021
#OK! დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძემ ამერიკაში საქართველოს ჰიმნი შეასრულა!

#OK! დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძემ ამერიკაში საქართველოს ჰიმნი შეასრულა!

May 26, 2023

კვირის ჰიტები

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები