• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ირინა კეიდია და ნინო ონიანი OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორები

December 27, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

იანვრის თვეში ჟურნალის დამატება OK! Health and Beauty Book-ია, რომელიც მკითხველს მუდმივად სასარგებლო და საინტერესო თემებით ანებივრებს. ამჯერად მოწვეული რედაქტორების ამპლუაში ქართულ-ბრიტანულ ბრენდ Zeg-ის დამფუძნებლები − ირინა კეიდია და ნინო ონიანი არიან, რომლებმაც ჩვენს მკითხველს არაერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა მოუმზადეს. როგორია მათი თავის მოვლის რუტინა, რა უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის სეზონზე კანის მოსავლელად, და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს თავად გაგვცემენ ინტერვიუში.

 

ირინა, ნინო, გქონიათ თუ არა აქამდე რედაქტორის ამპლუაში ყოფნის გამოცდილება და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის ეს პროცესი?

ეს ჩვენი ერთობლივი სარედაქციო საქმიანობის პირველი მცდელობაა. იმდენად საინტერესოა ეს სფერო ჩვენთვის და იმდენად გვიყვარს, რომ ვფიქრობთ თავი კარგად გავართვით. ვეცადეთ მკითხველისთვის შეგვეთავაზებინა ამ სეზონისთვის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები. იმედი გვაქვს, საინტერესო აღმოჩნდება მკითხველისთვის.

 

მოგვიყევით, რას წაიკითხავს მკითხველი OK! Health and Beauty Book-ში?

რადგან ზამთრის სეზონია და სუსხიანი ამინდი კანისთვის სტრესულია, ჩავთვალეთ, რომ საინტერესო იქნებოდა კანის მოვლის რუტინაზე საუბარი. სულ ახლახან დამთავრდა ახალი წელი და სადღესასწაულო ტალღამაც გადაიარა. ამ დროს უფრო მეტად გამოუძინებლები ვართ, ვიყენებთ მეტ მაკიაჟს და გვაქვს დატვირთული კვების რაციონი. ეს ყველაფერი ჩვენს კანზეც აისახება, ამიტომ ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ჩვენს კანს და მისი მოვლის რუტინას იმაზე მეტი დრო უნდა დავუთმოთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა მომენტში. სწორედ აქედან გამომდინარე მოვამზადეთ თემები, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო საინტერესო და საჭირო მკითხველისთვის.

უფრო კონკრეტულად რომ გიამბოთ, ჟურნალში განვიხილავთ არა მხოლოდ კანის სწორად მოვლის რიტუალს, არამედ გავაკეთებთ სხვადასხვა პროდუქტის შესახებ მიმოხილვას, თუ რომელი ინგრედიენტი რისთვის არის უფრო მეტად რეკომენდებული ან არ არის რეკომენდებული, და რატომ გახდა ე.წ. ნიშური კოსმეტიკა აქტუალური. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ დავიცვათ კანი სხვადასხვა სერიოზული დარტყმისგან. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გველის კანის მოვლისა და კოსმეტიკის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტ სტირლინგ მურეისთან, რომელიც ასევე არის Zeg Beauty-ის სტრატეგი. ის ისაუბრებს იმაზე, თუ რა განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს ბრენდში, რომელსაც ჩვენთან ერთად ქმნიდა, ასევე ქართულ ეკოსისტემაში და მის სამკურნალო, ენდემურ მცენარეებში.

ჟურნალში ასევე წაიკითხავთ მითებსა და რეალობას სხვადასხვა ფართოდ გავრცელებული საკითხის შესახებ, რამდენიმე სხვა თემასთან ერთად გაგიზიარებთ ჩვენი კანის მასაჟის ტექნიკას. ვფიქრობ, ყველა ეს საკითხი აქტუალური იქნება არა მხოლოდ ბევრი მანდილოსნისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც, რადგან მათთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სახის კანის მოვლა.

თქვენი თავის მოვლის რუტინა როგორია?

კანის მოვლის რუტინა ალბათ ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ შემთხვევაშიც ეს რიტუალი ინდივიდუალურია, გვაქვს დილისა და საღამოს რიტუალები. თუმცა, რაზეც ორივე ვთანხმდებით, არის ის, რომ კანის დამცავ SPF-ს განსაკუთრებით მზიან სეზონებზე ორივე ძალიან ინტენსიურად ვიყენებთ, ანუ კანის დაცვა ორივესთვის ძალიან აქტუალურია.

(ირინა):  ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად ხდება. დილით სახის დაბანის შემდეგ აუცილებლად ვისვამ დამატენიანებელ კრემს, ძილის წინ კი ვიწყებ მაკიაჟის მოშორებით, შემდეგ კანს ვიტენიანებ „ზეგის“ სერუმით და სახის კრემით.

(ნინო):  ჩემთვის კანის მოვლის რიტუალი დილით და საღამოსაა, ასევე, მაქვს ყოველკვირეულად აუცილებელი რუტინა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კანის ექსფოლაციას. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს გადამეტებული ექსფოლაცია. ასევე, ჩემი ყოველდღიური რიტუალის ნაწილია სახის მასაჟი − Zeg Massage. დილის რიტუალის აუცილებელი შემადგენელია კანის დაცვა მზისგან.

ბრენდსა და იდეაზე მოგვიყევით. რამდენი ხანია, რაც Zeg-ი ბაზარზე გამოჩნდა და რა ეტაპები გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

Zeg-ი ორი წელია არსებობს, თუმცა ბრენდის ჩაშვებამდე, სანამ მას ოფიციალურად დავაანონსებდით, იყო ძალიან გრძელი, დაახლოებით წელიწადნახევრიანი კვლევის პროცესი. როდესაც იდეა გაჩნდა, ძალიან მალე დავიწყეთ მუშაობა და თავიდანვე ვიცოდით, რომ ბრენდიცა და პროდუქტიც გვინდოდა ევროპის ბაზარზე გაგვეტანა. ინსპირაცია ქართული უნიკალური კლიმატი და მცენარეული საგანძური იყო. კვლევის ხანგრძლივ პროცესს მოჰყვა პროდუქტების შექმნის, და შემდეგ მათი ტესტირების კიდევ უფრო გრძელი პროცესი. ჩვენი მთავარი ინოვაციების ბაზა მდებარეობს ბრიტანეთში, ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიაში, რომელიც მოწინავე მეცნიერებით არის დაკომპლექტებული. ბრიტანეთი იმიტომ ავირჩიეთ, რომ მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, ხარისხიან პროდუქტს ვქმნით. ზოგადად, ევროპაში ყველაზე მეტი აკრძალული ინგრედიენტია − ათასობით მეტი, ვიდრე მაგალითად აშშ-ში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს მოწინავე ბაზარია.

 

უფრო ვრცლად გვიამბეთ პროდუქტების შემადგენლობაზე.

ჩვენი პროდუქცია მაღალტექნოლოგიური ინგრედიენტებისა და სასარგებლო მცენარეების კარგი სინთეზია. მაგალითად ავიღოთ ჟანგბადის სერუმი. მასში არის ელემენტი, რომელსაც იყენებენ პაციენტებთან კრიტიკულ მედიცინაში, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფილტვში შეაღწიოს ჟანგბადმა. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ინგრედიენტი და მუშაობს ძალიან კარგად სხვა ბუნებრივ კომპონენტებთან ერთად. ასევე, მაგალითად, გვაქვს ტანის კრემი ვიტამინ D-ს შემადგენლობით. ვიყენებთ ჰიალურონის მჟავას, რომელიც არის ოქროს სტანდარტი კოსმეტიკასა და კანის მოვლაში. ჰიალურონი სხვადასხვა მოლეკულური წონით ძალიან დაბალანსებულად გამოიყენება იმისთვის, რომ სახე იყოს კარგად დატენიანებული.

რამდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი ტიპის თავის მოვლის პროდუქტები საქართველოში?

ძალიან მზარდია ეს სექტორი ბაზარზე. როდესაც სტრატეგიებზე ვმუშაობდით, რასაკვირველია გავითვალისწინეთ ეს ფაქტორები. რაც შეეხება ნიშურ ბრენდებს, რაც უფრო გათვითცნობიერებული ხდება მომხმარებელი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა. აცნობიერებენ იმას, რომ ჩვენ ვთავაზობთ ისეთ პროდუქციას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს ჯანმრთელობისთვის რაიმე სახის ზიანს. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ბრენდების შემადგენლობა, შესაძლოა ბევრად სწრაფ ეფექტს აძლევდეს მომხმარებელს, თუმცა ბევრ მავნე ინგრედიენტს შეიცავდეს. ჩვენი მთავარი მიზანი კი ის არის, რომ მაქსიმალურად ორგანული შემადგენლობა შევთავაზოთ საზოგადოებას და ამასთანავე, იყოს მაქსიმალურად შედეგიანი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მეორე ეტაპზე საკმაოდ მასშტაბური პროექტი გვაქვს, რომელიც გულისხმობს სპა-კატეგორიისა და კანის მოვლის პროფესიულ საშუალებებს.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! არიანა გრანდემ ქორწილის ფოტოთი ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

#OK! არიანა გრანდემ ქორწილის ფოტოთი ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

May 28, 2021
#OK! მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

June 3, 2022
#OK! ზენდეიას 10 საკულტო ჩაცმულობა წითელი ხალიჩიდან

#OK! ზენდეიას 10 საკულტო ჩაცმულობა წითელი ხალიჩიდან

June 30, 2021
#OK! ქლოე კარდაშიანი საკუთარ ბრენდს არეკლამებს! ვარსკვლავი Good American-ის კაბით!

#OK! ქლოე კარდაშიანი საკუთარ ბრენდს არეკლამებს! ვარსკვლავი Good American-ის კაბით!

May 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! 82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

#OK! 82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

January 14, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

January 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები