• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! გოდე გორგილაძე – მკითხველი თავად იპოვის იმას, რისი პოვნაც უნდა…

October 14, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამბობს, რომ მისთვის ტომ სოიერთან მეგობრობით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა და მას შემდეგ, როგორც მკითხველს, ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია მასთან კავშირი. მიაჩნია, რომ გულწრფელობაა ის მთავარი „იარაღი“, რითაც მოიპოვებ ადამიანების, ამ შემთხვევაში მკითხველის ნდობას. თვლის, რომ ყველა წარმატება, რომელიც ცხოვრებაში მოდის, დიდ სიხარულთან ერთად, პასუხისმგებლობაც არის და ერთგვარი ტვირთიც, რომელიც უნდა შეძლო და ღირსეულად ატარო. „OK! ბათუმის“ სტუმარი ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელი, გოდე გორგილაძეა, ბათუმელი ახალგაზრდა საინტერესო ხედვითა და მიზნებით.

 

„რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ლიტერატული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში – მკითხველის „საბა“. რას ნიშნავს აღნიშნული აღიარება თქვენთვის?

როგორც მკითხველი, პრემია „საბას“ დიდი ხანია ვადევნებ თვალყურს. ბევრი ახალი ავტორი, მათ შორის საყვარელი ავტორიც კი აღმომიჩენია ამ პრემიის დამსახურებით. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთხელაც შესაძლო იყო „საბას“ ლაურეატებს შორის აღმოვჩენილიყავი… ეს ცოტა დაუჯერებელი ამბავი იყო ჩემთვის… გარდა სიხარულისა, პრემიამ გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მაგრძნობინა, რაც თან კარგია და თან სახიფათო… რაც შეეხება ჩემს წიგნს, აქ თავმოყრილია შვიდი მოთხრობა, რომელიც თან სხვადასხვაა და თან მსგავს ამბებს აერთიანებს. რა არის წიგნის მთავარი სათქმელი, ვერ ვიტყვი… წიგნები ხომ თავიანთ ცხოვრებას აგრძელებენ… მკითხველი თავად იპოვის იმას, რისი პოვნაც უნდა…

 

წერის პროცესი ჰგავს…

წერის პროცესი რთულ შრომას ჰგავს. ბევრ ემოციას, ფიქრს, წაშლას, დარედაქტირებას მოიცავს. უცნაური კი ისაა, რომ ეს ყველაფერი თან სასიამოვნოა. ამიტომ, არ ვიცი რას შევადარო.

 

 

რა ან ვინ შეიძლება გახდეს გოდე გორგილაძისთვის ინსპირაცია, რათა დაიწეროს ახალი მოთხრობა, ახალი ამბავი…

ნებისმიერი რამ. მართლა! ბევრი მოთხრობა ისეთ წვრილმანზე ამიგია, მერე მიკითხავს საკუთარი თავისთვის, აი, აქ ახლა რა იყო საინსპირაციო-მეთქი?! როგორც უელბეკი წერს, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორც წესი, არაფერი ხდება. ჰოდა, ჩემს თავში ზუსტად ეგ შესაძლო ყველაფერი ხდება და მერე იწერება…

 

ლიტერატურის მიღმა…

ვარ იურისტი ადამიანის უფლებების მიმართულებით. ადრე ვფიქრობდი- სად სამართალი და სად ლიტერატურა-მეთქი. მაგრამ უფრო და უფრო ვხვდები, რომ არათუ საპირისპიროა, არამედ პირიქით – წერაში მეხმარება კიდეც ჩემი პროფესია.

 

ბედნიერებაა, როცა….

პირველ რიგში, როდესაც საყვარელ ადამიანებს ჯანმრთელს და ბედნიერს ვხედავ.

 

მკითხველის ნდობა რომ მოიპოვო, საჭიროა…

იყო გულახდილი. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ავტორი. როცა იწყებ პრანჭვას და იმის წერას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, ცდილობ სხვების ინტერესებს მოარგო ტექსტები და შებოჭილი ხარ სხვების მოსაზრებებით, არაფერი გამოვა. მკითხველი მარტივად ხვდება, როცა ატყუებ…

 

მუსიკა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ…

ცოტა მეცინება, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა ალბათ განუწყვეტლივ ვუსმენ „სისონა დარჩიას“. სრულიად განსაცვიფრებელი და გადასარევი ტექსტით და თავისი საოცარი მუსიკით.

 

 

ლიტერატურის როლი….

ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ლიტერატურას აქვს ადამიანის შეცვლის უდიდესი პოტენციალი. ლიტერატურა ბევრ ტყავში დაგვანახვებს სამყაროს და საკმაოდ დიდ გამოცდილებას გვაძლევს ცხოვრებასთან შეჭიდებაში.

 

რომელ წიგნში გადახვიდოდით საცხოვრებლად და რატომ?

პოტერიადაში. ჰოგვორტსის ჯადოქრების სკოლაში სწავლაზე უარს ვინ იტყოდა?!

 

სამი წიგნი, რომლის წაკითხვასაც ურჩევთ ახალგაზრდებს…

ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, აკა მორჩილაძის „obole“ და მინდია არაბულის „ყოველი ამბის დასასრული“.

 

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან. ხომ არ იხილავს ახალი წიგნი მალე მზის შუქს…

ჯერჯერობით, არა. თუმცა ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ ჩემი ერთი მოთხრობა დაიბეჭდა და მალე კვლავ ახალი მოთხრობით გამოვჩნდები პერიოდიკაში. ვფიქრობ, ჯერჯერობით მეორე წიგნი ადრეა და სწორედ ლიტერატურული ჟურნალები და გაზეთები არის ის ადგილი, სადაც ამჟამად მინდა გამოჩენა.

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მარკ ენტონი მეშვიდე შვილს მეოთხე მეუღლესთან ერთად ელოდება

#OK! მარკ ენტონი მეშვიდე შვილს მეოთხე მეუღლესთან ერთად ელოდება

February 15, 2023
#OK! ELEMENT FITNESS – ყველაზე მასშტაბური, ახალი ფიტნეს სივრცე ბათუმში

#OK! ELEMENT FITNESS – ყველაზე მასშტაბური, ახალი ფიტნეს სივრცე ბათუმში

December 29, 2025
#OK! სოფი ტერნერმა საზოგადოებას ეჭვები საკუთარ ბისექსუალობაზე გაუჩინა

#OK! სოფი ტერნერმა საზოგადოებას ეჭვები საკუთარ ბისექსუალობაზე გაუჩინა

June 5, 2021
#OK! ქართველმა გოგონებმა კოპენჰაგენი დაიპყრეს

#OK! ქართველმა გოგონებმა კოპენჰაგენი დაიპყრეს

September 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026
#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები