ქუთაისში, თამარ მეფის 49 ნომერში მდებარე ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მილენიუმი“, 32 წელია ქუთაისში ფუნქციონირებს. ის ერთ- ერთი პირველი იყო ამ მიმართულებით. მომხმარებლები პროფესიონალიზმის, სასიამოვნო გარემოსა და კარგი შედეგების გამო მალევე მიიზიდა. წლებთან ერთად კი რეიტინგი და სანდოობა მყარი და მზარდი გახდა. ესთეტიკური ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ანჟელა ბაკურაძე პირველ ნაბიჯებზე, განვითარების ეტაპებსა სამომავლო გეგმებზე ვრცლად გვესაუბრება.
ანჟელა, გვიამბეთ ესთეტიკის ცენტრის შესახებ.
ესთეტიკის ცენტრის „მილენიუმის“ ისტორია უკვე მეოთხე ათეულ წელს ითვლის, რომელიც 1993 წლიდან დაიწყო. ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი საგვარეულო მალამოების ხაზმა გაამყარა, რომელიც დიდი ბებიისგან მერგო.
როგორი იყო გზა დასაწყისი?
ჩვენი საქმიანობის ძირითადი წლები ქუთაისში გავატარეთ. ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით ამ სფეროს ისტორია, რადგან 90-იანების არეულობისას არავითარი ხელშეწყობა არ არსებობდა. უბრალო გასანათებელი, საორთქლებელი და ხის ყუთში აწყობილი ელექტროეპილაციის აპარატით ხდებოდა პაციენტების მაშინდელი მომსახურება. დენის უქონლობის გამო ჩემი მეუღლე ცდილობდა აეწყო კუსტარული მოწყობილობები აკუმულატორით, მოხეტიალე დენისა და სპეციალური დენის გარდაქმნელის გამოყენებით, რითაც ის მარტო ჩემს სამუშაო ოთახში უზრუნველყოფდა დენის მიწოდებას. სახელმწიფოში ელექტროენერგიის პრაქტიკულად არქონის გამო, გენერატორების ხმა ცუდად მოქმედებდა ჩაბნელებული კორპუსების მცხოვრებლებზე. ვფიქრობ, დღეს იმდენად დიდი არჩევანია და იმდენად დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ სილამაზის ინდუსტრია, რომ ამ ყველაფერს 32 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი. 2000 წლამდე გავიარე მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის კლასიკური კოსმეტოლოგიის სასწავლო კურსები, ხოლო შემდეგ, როცა რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა, გადავწყვიტე ჩემი განათლების ვექტორები გადამერთო უკრაინაში, კერძოდ – კიევსა და ლვოვში, პარალელურად საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ამ ყველაფრის დაგვირგვინება ჩემი მიღებული განათლების რეალიზებით ჩემს პაციენტებთან ხდებოდა. 2010 წლიდან, როცა საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ახალი შესაძლებლობები, გასულიყვნენ ევროპის ქვეყნებში, დავიწყე ევროპულ კონფერენციებზე დასწრება და ამ სფეროში ახალი ხედვების დანერგვა. 2015 წლიდან საქართველოშიც დაიწყო შემოსვლა მსოფლიოს წამყვანმა ესთეტიკის ინდუსტრიის ფირმებმა, რომლებმაც თბილისში თავიანთი ფილიალები დააარსეს და მათი მეშვეობით დაიწყეს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების ტრენინგები, რადგანაც სწრაფი ტემპით მიიწევს წინ ინოვაციური მეთოდები სხვადასხვა ახალი ინიექციების გამოგონებით. 32 წლის განმავლობაში არასდროს მოვდუნებულვარ და ეს მაძლევს იმის უფლებას და გარანტიას, რომ კვალიფიციური მომსახურება გავუწიო ჩემს პაციენტებს.
რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი ბრენდია ქართული მალამო. თითქმის 32 წელიწადია მე ვამზადებ, მანამდე კი ბებო ამზადებდა და საუკუნეზე მეტისაა. ვამართლებ სახელს, მილენიუმიც ხომ ათასწლეულია. ყველას უყვარს „ანჟელას“ მალამოები. მთელი დღის განმავლობაში ერთგული პაციენტების ნაკადი არ წყდება. მივიჩნევ, რომ ეს უფლის წყალობაა. ასევე, დავნერგეთ სახის ჰიგიენური წმენდა უახლესი hydra აპარატურით; ლაზერი, კრიოლიპოლიზის აპარატი, კარბო პილინგის აბსოლუტურად ყველა ინიექციური პროცედურა, პერმანენტული ინიექციური პროცედურა ტუჩის, თვალის და წარბის უახლესი hanafy-ის აპარატით; ცივი პლაზმო, სხეულის კორექცია ენდოსფეროს და კრიოლიპოლიზის აპარატით (კომპლექსურად), კავიტაცია და ა. შ. ძაფები – მონო, კოგი და აფთოსი. ლაზერი, ულთერაპია – თერმაჟი. პლასტიკური ოპერაციის გარდა თითქმის ყველა მანიპულაცია ტარდება.
როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ესთეტიკის ცენტრის მთავარი მიზიდულობა?
ჩვენ ყველანი 21-ე საუკუნის სტუმრები ვართ, ამიტომ ფიქრიც, აზროვნებაც და ქმედებაც ამ საუკუნის შესაბამისი უნდა გვქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ მცოდნეები და ჩვენს საქმეზე უზომოდ შეყვარებული. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს და ვარ წარმატებული ჩემს პროფესიაში.
სამი ძირითადი პრინციპი არსებობს ჩვენს პროფესიაში:
- მუდმივად სწავლა 2. დიდი შემოქმედება 3. გამოცდილება
სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
არასოდეს არსად გამოვჩენილვარ. ყოველთვის ურეკლამოდ ვმუშაობდი. კმაყოფილი პაციენტები იყო ჩემი მოძრავი რეკლამა. მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ გამოვჩნდი მედიასაშუალებებში. იმიტომ, რომ დედა სულ მეუბნებოდა, მაჩვენე შენი თავი დიდი აუდიტორიის წინაშეო. დედაჩემი ყველა ფერი და ინსპირაციის წყარო იყო, ყველაფერი მას ეძღვნება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დედის სახელობის აკადემიის დაარსებას.
ტექსტი: ნანა კუკულავა
ფოტო: ლანა ვახტანგაძე