• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

December 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

კომპანია „გენეზისმა“ გადაწყვიტა გამოეცა ინექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის ან ამ სფეროში მომუშავე ექიმებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აინტერესებთ ან გეგმავენ ამა თუ იმ ინექციური პროცედურის ჩატარებას. აღნიშნული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია 16 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში გაიმართება. მანამდე კი, უფრო დეტალურად წიგნის შესახებ, ჟურნალ OK!-ის წიგნის ავტორები: „გენეზის ტრენინგ ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ექიმი-კოსმეტოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი; ექიმი თერაფევტი, დერმატო-ვენეროლოგი და კოსმეტოლოგი  − ნინო კორკოტაძე და „გენეზის ჰოლდინგის“ დამფუძნებელი – იმრან აივაზოვი ესაუბრნენ.

 

რა იყო აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემის მიზანი?

(იმრან აივაზოვი):  ჩვენი კომპანია − „გენეზის ჰოლდინგი“ 2006 წლიდან საქმიანობს საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ სადისტრიბუციო კომპანიას ესთეტიკური მედიცინის სფეროში, რომელიც ამარაგებს საქართველოს მასშტაბით მრავალ კლინიკასა და ესთეტიკურ ცენტრს მაღალი ხარისხის ევროპული ბრენდის პრეპარატებით. 2016 წლიდან „გენეზის ჰოლდინგის“ ბაზაზე დაარსდა ესთეტიკური კლინიკა „გენეზისი“, ხოლო 2019 წლიდან საგანმანათლებლო ცენტრი, „გენეზის ტრენინგ ცენტრის“ სახელწოდებით. სწორედ აღნიშნული სასწავლო ცენტრის გახსნისას გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ინექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც საინტერესო და ინფორმაციული იქნებოდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ამ სფეროში მომსახურე ექიმებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინექციური პროცედურებით.

 

 

 

გვესაუბრეთ წიგნის შესახებ. რაზეა და ვისთვის არის განკუთვნილი?

(ნინო ფირცხალაიშვილი):  როდესაც სტუდენტებისთვის გვიწევდა ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, აუცილებელი იყო ასევე სიღრმისეულად აგვეხსნა მათთვის კანისა და კუნთის ანატომია, ძვლოვანი სტრუქტურა, სისხლძარღვები, ყველაზე მეტად გავრცელებული დერმატოლოგიური დაავადებები, გართულებების მართვა… გარდა ამისა, სხვადასხვა ინექციური პროცედურის სწორი ჩართულობა როგორიც დაავადების სამკურნალოდ, ასევე ესთეტიკური კუთხით; სხვადასხვა ტექნიკის სწორი გამოყენება სრულყოფილი შედეგების მისაღებად. ამ დროს კი ფიზიკურად არ არსებობდა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, ამიტომაც ჩვენ გვიწევდა ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა სტატიიდან, სამედიცინო ლიტერატურიდან თუ ნაშრომებიდან და ამობეჭდილ მასალას ვაწვდიდით სტუდენტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად იქნებოდა მოცემული ინფორმაცია ინექციურ კოსმეტოლოგიაზე და ეს სწავლის პროცესს უფრო სრულყოფდა.

წელიწად-ნახევარი ვიმუშავეთ აღნიშნულ წიგნზე, რომელიც ასევე საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, რათა სანამ რაიმე პროცედურას ჩაიტარებენ, მანამდე ფლობდნენ ინფორმაციას და კარგად იყვნენ გარკვეული ამა თუ იმ პროცედურაში. მაგალითად, თუ რა არის ბოტულინო-თერაპია, ფილერ-შემავსებელი და სხვა. ჩვენს სახელმძღვანელოში მარტივი, გასაგები ენით არის გადმოცემული ეს ყველაფერი.

 

 

(ნინო კორკოტაძე):  ეს გახლავთ პირველი ქართული სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, რომელიც მკითხველს აწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა სახის გახლავთ ინექციურ-კოსმეტოლოგიური მეთოდები, რათა მოხდეს გარკვეული დერმატოლოგიურ-ესთეტიკური დეფექტების დროული და ხარისხიანი მკურნალობა, ასევე, თუ როგორ მოვახერხოთ პაციენტების სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება და დროში გახანგრძლივება… წიგნში განხილულია კანისა და კუნთების ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, სისხლძარღვების ტოპოგრაფია ილუსტრაციებით, დერმატოლოგიური დაავადებების ნაწილი, რომლითაც ხშირია მიმართვიანობა ექიმ-კოსმეტოლოგებთან. ეს ცოდნა გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ პაციენტსა და პრობლემას, შევარჩიოთ მაქსიმალურად საჭირო და სასურველი პროცედურები, სწორ დროს ჩავერთოთ მკურნალობაში.

 

 

აღნიშნულ სახელმძღვანელოში ასევე განთავსებულია ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და მოქმედების პრეპარატებზე, მათში ქიმიურ დონეზე შემავალ ნივთიერებებზე; განხილულია მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოლიფტინგი, ბოტულინო-თერაპია, რომელიც უდავოდ ბევრ ესთეტიკურ და დერმატოლოგიურ პრობლემას აგვარებს. გაწერილია პროცედურებისა და პრეპარატების პროტოკოლები, ჩვენებები, დადებითი ეფექტები, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები, გართულებები და მათი მართვა.

 

(იმრან აივაზოვი):  მინდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი, მიუხედავად მისი არსებობის მცირე პერიოდისა, უკვე საკმაოდ მოთხოვნადია და პოპულარულობით სარგებლობს სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა და ამ სფეროში მომსახურე ექიმ-კოსმეტოლოგების მხრიდან. ეს არის სახელმძღვანელო, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ამ სფეროში მომუშავე ექიმების სამაგიდო წიგნი.

 

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! პირველი ინტრავენური გადასხმის კლინიკა საქართველოში „დროფსი“ 1 წლისაა
Health & Beauty

#OK! პირველი ინტრავენური გადასხმის კლინიკა საქართველოში „დროფსი“ 1 წლისაა

December 6, 2023
#OK! ბავშვთა ექიმი – მაია ხუხუნაიშვილი პროფესიასა და თავის საყვარელ ქალაქზე, როგორც ნავსაყუდელზე…
Health & Beauty

#OK! ბავშვთა ექიმი – მაია ხუხუნაიშვილი პროფესიასა და თავის საყვარელ ქალაქზე, როგორც ნავსაყუდელზე…

December 4, 2023
#OK! თამარისია – სივრცე, სადაც თავს ქალღმერთად იგრძნობ
Health & Beauty

#OK! თამარისია – სივრცე, სადაც თავს ქალღმერთად იგრძნობ

November 29, 2023
#OK! 4 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან: 54 წლის ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო”
Fashion News

#OK! 4 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან: 54 წლის ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო”

November 27, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ვინი ჰარლოუს განსხვავებული იმიჯი, რომლის ინსპირაცია ამერიკის პროფესიონალური კალათბურთის გუნდის, Lakers-ის სამოსი გახდა!

#OK! ვინი ჰარლოუს განსხვავებული იმიჯი, რომლის ინსპირაცია ამერიკის პროფესიონალური კალათბურთის გუნდის, Lakers-ის სამოსი გახდა!

April 3, 2021
#OK! Balenciaga-მ Twitter-ის ოფიციალური ანგარიში დახურა

#OK! Balenciaga-მ Twitter-ის ოფიციალური ანგარიში დახურა

November 14, 2022
#OK! ბრუკლინ ბექჰემის და ნიკოლა პელცის ერთნაირი სვირინგები!

#OK! ბრუკლინ ბექჰემის და ნიკოლა პელცის ერთნაირი სვირინგები!

May 3, 2021
#OK! “ევროვიზია 2021”: ვინ გახდა კონკურსის გამარჯვებული და ქართველი მონაწილის პერფორმანსი

#OK! “ევროვიზია 2021”: ვინ გახდა კონკურსის გამარჯვებული და ქართველი მონაწილის პერფორმანსი

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! INTER-TRAVEL – დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

#OK! INTER-TRAVEL – დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

December 2, 2023
#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი წვეულება – “სახლი მინდორში”

#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი წვეულება – “სახლი მინდორში”

December 7, 2023
#OK! 54 წლის ასაკშიც შესაძლებელია ძალიან კარგად გამოიყურებოდე

#OK! 54 წლის ასაკშიც შესაძლებელია ძალიან კარგად გამოიყურებოდე

December 5, 2023
#OK! დემეტრე (დემე) ზოიძის Story…

#OK! დემეტრე (დემე) ზოიძის Story…

December 2, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები