• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! HOT Travel – სრული სამოგზაურო მომსახურება ერთ სივრცეში

August 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

გიამბობთ ტურისტული კომპანიის, HOT Travel-ის შესახებ, რომელიც უკვე 8 წელია უდიდესი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, საქართველოში ტურისტული ბიზნესი ძალიან კონკურენტულია. უკვე წითელ ოკეანეასაც კი ჰგავს. ამასთან ერთად კი კითხვა უფრო მასშტაბური ხდება: – რატომ გვჭირდება ტურისტული სააგენტო, როცა ჩვენითაც შეგვიძლია საგზურის დაჯავშნა? სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით HOT Travel-ის დამფუძნებელს, ეკატერინე გიორგაძეს ვესაუბრეთ.

 

უპირველესად, გაგვაცანით კომპანიის დაფუძნების ისტორია.

ყოველი წელი ჩვენთვის გამოწვევაა, რადგან მგზავრებთან ერთად ვვითარდებით. ტურისტული სეგმენტი ძალზე მრავალფეროვანი და მზარდია, ამიტომ საჭიროა ყოველდღიურობაში ტემპს არ ჩამოვრჩეთ და ჩვენც მუდმივ ძიებაში ვიყოთ.

ეს 8 წელი მარტივი სულაც არ ყოფილა. ძალიან ბევრი და დიდი გამოწვევაა გადასალახი, რათა შემდეგ ეტაპზე გადახვიდე და გაიზარდო. უწყვეტ რეჟიმში მიწოდების ხარისხი არ უნდა შეამცირო, პირიქით, რაოდენობის ზრდას უნდა შეუწყო ხელი. 2022-2023 წლებში საკმაოდ მზარდი და შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით. გარე ტურებთან ერთად დავიმატეთ შიდა ტურებიც და აქვე, დუბაიში ATM გამოფენაზე საქართველოს სახელით სტენდი გავიტანეთ. ვმონაწილეობდით გადაცემა „სუბიექტურში“, რომელიც ტურისტულ სექტორში დღესდღეობით ნამდვილად ყველაზე მაგარი გადაცემაა. დავიწყეთ რეგულარული ჯგუფური ტურები იორდანიის, შრი ლანკას, ინდოეთისა და ტაილანდის მიმართულებით. ოქტომბერში მაროკო დაემატება, ხოლო მომავალი წლის თებერვალში – ნეპალი-ტიბეტი. შევკარით ძალიან ლოიალური და სანდო სამუშაო გუნდი, რეალურად რაზეც დგას მთლიანი კომპანია. ჩავერთეთ ბევრ სოციალურ აქტოვობაში და შემოვიერთეთ მსხვილი კორპორაციული პარტნიორებიც. წლის ბოლომდე ასეთი ენთუზიაზმით ვაპირებთ სამუშაო ტემპის გაგრძელებას.

უფრო ვრცლად გვიამბეთ, რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

ვმუშაობთ, იმდენად მოქნილი გავხადოთ დაჯავშნის სერვისი, რომ მგზავრებმა დაზოგონ დრო და ასევე ავარიდოთ იმ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რომელიც თავად დაჯავშნისას შეიძლება გამორჩეთ. ასევე, გვაქვს ძალიან მოქნილი შიდა განვადების გრაფიკი და ვცდილობთ გადავუნაწილოთ სამოგზაურო თანხები. აქვე მინდა ვახსენო ჩვენი პარტნიორი „რებანკი“, რომელიც გვეხმარება 0%-იანი განვადება შევთავაზოთ მოგზაურებს.

აღსანიშნავია ასევე ჩვენი გამოცდილება საინფორმაციო ტურების ფარგლებში, სადაც ვათვალიერებთ არამარტო სასტუმროებს, არამედ საკრუიზო ლაინერებს და ამის გათვალისწინებით ვაწვდით მგზავრებს სრულ ინფორმაციას. შესაძლებელია სასტუმრო იყოს 5-ვარსკვლავიანი, მაგრამ სრულად არ შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაზიარება. შესაბამისად, ჩვენი მომსახურება არ განისაზღვრება მხოლოდ ტურების გაყიდვითა და დაჯავშნით, ჩვენ ვუწევთ მოგზაურებს კონსულტაციას სამოგზაურო ქვეყნებზე, სეზონებზე, ფრენებსა და სასტუმროებზე. შემდეგ უკვე მათი სურვილების გათვალისწინებით ვუგეგმავთ ტურებს და ვცდილობთ მომხმარებლებსაც ზუსტად ისევე შევაყვაროთ მოგზაურობა, როგორც ჩვენ გვიყვარს და ამას მართლაც მთელი მონდომებით ვაკეთებთ.

 

 

გვიამბეთ ტურებზე. რა მიმართულებით ახორციელებთ?

გვაქვს საკმაოდ განსხვავებული მარშრუტები. განსაკუთრებით კი ძალიან კარგი ჯგუფური ტურები. ჩვენი ჯგუფური ტურები უკვე შედგა: იორდანიაში, ტაილანდში, კაპადოკიაში, შრი ლანკაში… ასევე მომხმარებლებს საკრუიზო მოგზაურობასაც ვთავაზობთ. სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს ინდოეთში, მაროკოში, ხოლო თებერვალში ნეპალი-ტიბეტში. ჩვენი ტურები დატვირთულია მრავალი სანახაობითა და ძალიან საინტერესო ისტორიებით, რაზეც ადგილზე ადგილობრივი გიდები გვიყვებიან. ტურების განმავლობაში ჩასმული გვაქვს ძალიან ბევრი ლოკალური აქტივობა, რომელიც მოგზაურს დროში ამოგზაურებს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ტურებს, შემოგთავაზებთ ნებისმიერ წერტილში, სადაც კი მოგზაურობა დასაშვებია. ასევე გვაქვს სავიზო განყოფილება და მგზავრებს სავიზო უზრუნველყოფაშიც ვეხმარებით, რათა შორეული ეგზოტიკური მხარეები მოინახულონ. ყველაზე აქტიური კი ამ სეზონზე: ანტალია, საბერძნეთი, მალტა, ხორვატია და სამხრეთ იტალიაა. ადამიანები ხომ ზაფხულში სწორედაც რომ მზესა და გარუჯვას ეშურებიან.

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ მოგზაურობას დავგეგმავთ?

მოგზაურობის დაგეგმვამდე საჭიროა ზუსტად განისაზღვროს ბიუჯეტი, რადგან სწორედ ეს განაპირობებს თქვენი მოგზაურობის ხარისხსა და კომფორტს. ბიუჯეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს სამოგზაურო კონცეფციასაც, – რეზორტული, სათავგადასავლო თუ ბიუჯეტური დასვენება გსურთ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, აქტიური სეზონის პერიოდში ვურჩევთ ხოლმე, რომ all inclusive კვება აიღონ, რადგან დაცული იყვნენ ზედმეტი ხარჯებისგან, ასევე აუცილებელია ტრანსფერის წინასწარ დაგეგმვაც, რათა ამან ადგილზე დრო არ დაგაკარგვინოთ. გასათვალისწინებელია ფრენების ხანგრძლივობა და დროებიც, გადაჯდომები არ უნდა იყოს ხანგრძლივი და არ უნდა იცვლიდეთ აეროპორტს. ონლაინრეგისტრაცია ჯობს წინასწარ გაიაროთ და ამასთან, დააზუსტოთ, რა კატეგორიისა და რამდენ კილოგრამიან ბარგს მოიცავს თქვენი ავიაბილეთი. თუ თქვენ მიბრძანდებით ანა ფრანკის, ვან გოგის ან საიდუმლო სერობის დასათვალიერებლად, გირჩევთ მინიმუმ 2 თვით ადრე შეიძინოთ ონლაინბილეთი, რადგან ბევრ ქვეყანაში მუზეუმის ბილეთები ადგილზე თითქმის აღარ იყიდება. აუცილებლად წინასწარ უნდა დაგეგმოთ, check out-ის შემდეგ რას აპირებთ. თუ თქვენი ფრენა ძალიან გვიან არის და ბავშვებთან ერთად ხართ საზაფხულო რეზორტზე, აუცილებლად late check out-ს ვურჩევთ ხოლმე. მოკლედ, რეკომენდაციები საკმაოდ ბევრია.

 

რა შედის თქვენ მიერ შემოთავაზებულ სამოგზაურო ტურებში?

სანამ ჩამონათვალზე გადავიდოდე, აქაც ვახსენებ, რომ კვლავ მომხმარებელზე ვართ დამოკიდებული ინდივიდუალურ ტურში რისი შეტანა სურს. არჩევანს თუ ევროპაზე აჩერებს – ჩვენ აუცილებლად ვურჩევთ სასტუმროს ცენტრალური ლოკაციით, ტრანსფერს, შიდა გადაადგილებებისა და მუზეუმის ბილეთების წინასწარ შეძენას. თუ საუბარია თურქეთზე, მაშინ აუცილებელია შევიყვანოთ all inclusive კონცეფცია. ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისას ასევე ვთავაზობთ მანქანების ქირაობასა და უფრო აპარტჰოტელებს, რათა თავი კიდევ უფრო შინაურულად იგრძნონ. ჯგუფური ტურების შემთხვევაში გვაქვს სრული სერვისი: ავიაბილეთები, სასტუმროები, ორჯერადი კვება, ტრანსფერები, ადგილობრივი გიდები, ადგილობრივი ცეკვების საღამო, ყველა მუზეუმისა თუ სანახაობის ბილეთები, ჯიპ ან კვადროტურები. მოკლედ, სრულ სანახაობას ვთავაზობთ.

ახლა რომელი მიმართულებებია აქტუალური?

ახლა ძალიან აქტიურია თურქეთის სეზონი. ბოლო ერთ თვეში თურქეთის მიმართულებით 150-ზე მეტი რეზერვაცია გავაკეთეთ. ასევე დიდი მოთხოვნაა საბერძნეთზე, მალტაზე, იტალიასა და ხორვატიაზე. ესპანეთი – განსაკუთრებით კი მალიორკა და მარბელა,  კიდევ – ლისაბონი-პორტუგალია. ეგზოტიკური მიმართულებით მოთხოვნაა შორეულ ფილიპინებზე, სეიშელებსა და შრი-ლანკაზე. ერთი სიტყვით, ძალიან მიხარია, რომ ქართველი ხალხი ასე აქტიურად მოგზაურობს. უკვე ნაადრევი ჯავშნები გვაქვს მალდივების, მალაიზიის, ვიეტნამის, სინგაპურისა და ბრაზილიის მიმართულებით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ ჯგუფური ტურების ყოველთვიური რეგულარული გრაფიკით განხორციელებას და ამის დეპარტამენტი უნდა დავიმატოთ. ასევე გვაქვს სტუდენტებისთვის უმაგრესი ამბავი – მალე ისინი ჩვენთან განსაკუთრებული პირობებითა და აქციებით შეძლებენ სარგებლობას, მათზე მორგებული კონცეფციის ფარგლებში. ვაპირებთ ასევე რეგიონალურად გავფართოვდეთ და ჩვენი ოფისი მალე საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი. შიდა ტურების ფარგლებში კი კიდევ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის დამატებას ვგეგმავთ, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახვოთ განსხვავებული საქართველო.

ასევე გაეცანი

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება
Travel

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება

October 8, 2024
#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის
Travel

#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

September 16, 2024
#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს
OK! News

#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს

August 12, 2024
#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
Gastro

#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

June 9, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! სიახლეების კვალდაკვალ – ინტერვიუ „ინოვა ინვიტროს“ ხელმძღვანელთან, ექიმ ქეთი ოსიძესთან

#OK! სიახლეების კვალდაკვალ – ინტერვიუ „ინოვა ინვიტროს“ ხელმძღვანელთან, ექიმ ქეთი ოსიძესთან

January 3, 2022
#OK! სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება “Caucasus Build”  25 აპრილს იხსნება

#OK! სამშენებლო სექტორის წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება “Caucasus Build”  25 აპრილს იხსნება

April 22, 2025
#OK! კენდალ ჯენერის თვალისმომჭრელი გამოჩენა El Capitan-ის თეატრში

#OK! კენდალ ჯენერის თვალისმომჭრელი გამოჩენა El Capitan-ის თეატრში

June 16, 2022
#OK! უსაფრთხო და ეფექტური რუჯი

#OK! უსაფრთხო და ეფექტური რუჯი

July 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

June 14, 2025
#OK! ბათუმის სამედიცინო აკადემია – განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები

#OK! ბათუმის სამედიცინო აკადემია – განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები

June 11, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

June 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები